კლინიკური შემთხვევა: პაციენტი ფარული ლეიომიოსარკომითა და ლეიომიოსარკომის რეციდივებით
PDF (English)

საკვანძო სიტყვები

საშვილოსნოს ლეიომიოსარკომა
საშვილოსნოს ლეიომიომა
ლაპარასკოპიული მორცელირება
ფარული ლეიომიოსაკომა
ლეიომიოსარკომის რეციდივები

როგორ უნდა ციტირება

ქიმაძე ქ., ახვლედიანი ა., & გაბლიშვილი მ. (2024). კლინიკური შემთხვევა: პაციენტი ფარული ლეიომიოსარკომითა და ლეიომიოსარკომის რეციდივებით. ახალგაზრდა მკვლევარები, 2(1), 6–14. https://doi.org/10.52340/jr.2024.02.01.02

ანოტაცია

საშვილოსნოს სარკომები წარმოადგენს საკმაოდ იშვიათ, მაღალი ავთვისებიანობის მეზენქიმური სიმსივნეების ჰეტეროგენულ ჯგუფს, რომელიც საშვილოსნოს სიმსივნეების 3–7% -ს შეადგენს. საშვილოსნოს სარკომები უმეტესად ვითარდება 40 წლის ასაკის შემდეგ და საშუალო ასაკი შეადგენს 60 წელს. იშვიათობის და მაღალი ჰეტეროგენობის გამო, საერთაშორისო შეთანხმება აღნიშნული ადრეული კლინიკური დიაგნოსტიკის მიღწეული არ არის.

პოსტოპერაციული რეაბილიტაციის ნაკლები დროისა და ინფექციის განვითარების ნაკლები რისკის გამო კლინიცისტთა ნაწილი ღია ქირურგიულ ოპერაციასთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს ლაპარასკოპიულ მიომექტომიას ან ჰისტერექტომიას მორცელირების მეთოდით, რომელიც გვაძლევს საშვილოსნოს დანაწევრების და მცირე ზომის ლაპარასკოპიული არხიდან გამოტანის (2სმ ან ნაკლები) საშუალებას. პაციენტებში, ლეიომიომის დიაგნოზით, რომელთაც აქვთ საშვილოსნოს სარკომა, ლაპაროსკოპიული მორცელაციის გამოყენება ასოცირდება სიმსივნური ქსოვილის გავრცელების და იმპლანტირების რისკთან პერიტონეუმში, და შესაბამისად პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებასთან.

მოცემულ სტატიაში აღწერილია პაციენტის კლინიკური შემთხვევა მორეციდივე ლეიომიოსარკომით. პაციენტს 2014 წელს 60 წლის ასაკში სიმპტომური მიომის გამო ჩაუტარდა ლაპაროსკოპიული ჰისტერექტომია მორცელირებით. პოსტოპერაციულმა ჰისტოლოგიურმა გამოკვლევამ გამოავლინა საშვილოსნოს ტიპური ლეიომიომა ყველა გამოკვლეულ ნიმუშში. ორი წლის შემდეგ პაციენტმა, მუცლის ზომაში ზრდის გამო, მიმართა კლინიკას.

გამოკვლევით დადგინდა ორგანოსგარეშე მოცულობითი წარმონაქმნები მუცლის ღრუში, ზომებით 12x13x8cm და 3.5x2cm და 4x3cm. ამოღებულ კვანძებში ჰისტოლოგიურად დადგინდა ლეიომიოსარკომა დიფერენცირების ხარისხით G1. 2018, 2019, 2020, 2022 წლებში აღინიშნებოდა სხვადასხვა ზომის რეციდივები მცირე მენჯის ღრუსა და თეძოს ფოსოში. კვანძების ზომები და მდებარეობა ვარირებდა, თუმცა თითოეული მათგანი იყო მაღალდიფერენცირებული -ხარისხით G1.

დღეისათვის არსებული პრეოპერაციული დიაგნოსტიკური მეთოდები არ გვაძლევს საშუალებას მოვახდინოთ დიფერენციაცია ლეიომიოსარკომასა და ლეიომიომას შორის, ამიტომ მნიშვნელოვანია მკურნალობის მეთოდის დაგეგმვისას ყურადღება გამახვილდეს ავთვისებიანობის ნიშნებზე, გათვალისწინებულ იქნას FDA-ის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები და ისეთი ატიპური შემთხვევა, როგორიცაა ფარული ლეიმიოსარკომა. აღნიშნულს ადასტურებს მოცემულ კლინიკურ შემთხვევაში ნაჩვენები უარყოფითი შედეგიც.

https://doi.org/10.52340/jr.2024.02.01.02
PDF (English)

წყაროები

Mbatani N, Olawaiye AB, Prat J. Uterine sarcomas. Int J Gynaecol Obstet. 2018 Oct;143 Suppl 2:51-58. doi: 10.1002/ijgo.12613. PMID: 30306577.

Bužinskienė D, Mikėnas S, Drąsutienė G, Mongirdas M. Uterine sarcoma: a clinical case and a literature review. Acta Med Litu. 2018;25(4):206-218. doi: 10.6001/actamedica.v25i4.3931. PMID: 31308826; PMCID: PMC6591694.

Giuliani E, As-Sanie S, Marsh EE. Epidemiology and management of uterine fibroids. Int J Gynaecol Obstet. 2020 Apr;149(1):3-9. doi: 10.1002/ijgo.13102. Epub 2020 Feb 17. PMID: 31960950.

Santos P, Cunha TM. Uterine sarcomas: clinical presentation and MRI features. Diagn Interv Radiol. 2015 Jan-Feb;21(1):4-9. doi: 10.5152/dir.2014.14053. PMID: 25347940; PMCID: PMC4463355.

Felix AS, Cook LS, Gaudet MM, Rohan TE, Schouten LJ, Setiawan VW, Wise LA, Anderson KE, Bernstein L, De Vivo I, Friedenreich CM, Gapstur SM, Goldbohm RA, Henderson B, Horn-Ross PL, Kolonel L, Lacey JV, Liang X, Lissowska J, Magliocco A, McCullough ML, Miller AB, Olson SH, Palmer JR, Park Y, Patel AV, Prescott J, Rastogi R, Robien K, Rosenberg L, Schairer C, Ou Shu X, van den Brandt PA, Virkus RA, Wentzensen N, Xiang YB, Xu WH, Yang HP, Brinton LA. The etiology of uterine sarcomas: a pooled analysis of the epidemiology of endometrial cancer consortium. Br J Cancer. 2013 Feb 19;108(3):727-34. doi: 10.1038/bjc.2013.2. Epub 2013 Jan 24. PMID: 23348519; PMCID: PMC3593566.

Devaud N, Vornicova O, Abdul Razak AR, Khalili K, Demicco EG, Mitric C, Bernardini MQ, Gladdy RA. Leiomyosarcoma: Current Clinical Management and Future Horizons. Surg Oncol Clin N Am. 2022 Jul;31(3):527-546. doi: 10.1016/j.soc.2022.03.011. PMID: 35715148.

Mas A, Alonso R, Garrido-Gómez T, Escorcia P, Montero B, Jiménez-Almazán J, Martín J, Pellicer N, Monleón J, Simón C. The differential diagnoses of uterine leiomyomas and leiomyosarcomas using DNA and RNA sequencing. Am J Obstet Gynecol. 2019 Oct;221(4):320.e1-320.e23. doi: 10.1016/j.ajog.2019.05.018. Epub 2019 May 20. PMID: 31121144.

Żak K, Zaremba B, Rajtak A, Kotarski J, Amant F, Bobiński M. Preoperative Differentiation of Uterine Leiomyomas and Leiomyosarcomas: Current Possibilities and Future Directions. Cancers (Basel). 2022 Apr 13;14(8):1966. doi: 10.3390/cancers14081966. PMID: 35454875; PMCID: PMC9029111.

Juhasz-Böss I, Gabriel L, Bohle RM, Horn LC, Solomayer EF, Breitbach GP. Uterine Leiomyosarcoma. Oncol Res Treat. 2018;41(11):680-686. doi: 10.1159/000494299. Epub 2018 Oct 16. PMID: 30321869.

George S, Serrano C, Hensley ML, Ray-Coquard I. Soft Tissue and Uterine Leiomyosarcoma. J Clin Oncol. 2018 Jan 10;36(2):144-150. doi: 10.1200/JCO.2017.75.9845. Epub 2017 Dec 8. PMID: 29220301; PMCID: PMC5759317.

Rubisz P, Ciebiera M, Hirnle L, Zgliczyńska M, Łoziński T, Dzięgiel P, Kobierzycki C. The Usefulness of Immunohistochemistry in the Differential Diagnosis of Lesions Originating from the Myometrium. Int J Mol Sci. 2019 Mar 6;20(5):1136. doi: 10.3390/ijms20051136. PMID: 30845657; PMCID: PMC6429074.

Oliva E. Cellular mesenchymal tumors of the uterus: a review emphasizing recent observations. Int J Gynecol Pathol. 2014 Jul;33(4):374-84. doi: 10.1097/PGP.0000000000000141. PMID: 24901397.

Sun S, Bonaffini PA, Nougaret S, Fournier L, Dohan A, Chong J, Smith J, Addley H, Reinhold C. How to differentiate uterine leiomyosarcoma from leiomyoma with imaging. Diagn Interv Imaging. 2019 Oct;100(10):619-634. doi: 10.1016/j.diii.2019.07.007. Epub 2019 Aug 16. PMID: 31427216.

Hindman N, Kang S, Fournier L, Lakhman Y, Nougaret S, Reinhold C, Sadowski E, Huang JQ, Ascher S. MRI Evaluation of Uterine Masses for Risk of Leiomyosarcoma: A Consensus Statement. Radiology. 2023 Feb;306(2):e211658. doi: 10.1148/radiol.211658. Epub 2022 Oct 4. PMID: 36194109; PMCID: PMC9885356.

Pérez-Fidalgo JA, Ortega E, Ponce J, Redondo A, Sevilla I, Valverde C, Isern Verdum J, de Alava E, Galera López M, Marquina G, Sebio A. Uterine sarcomas: clinical practice guidelines for diagnosis, treatment, and follow-up, by Spanish group for research on sarcomas (GEIS). Ther Adv Med Oncol. 2023 Mar 28;15:17588359231157645. doi: 10.1177/17588359231157645. PMID: 37007636; PMCID: PMC10052607.

Holzmann C, Saager C, Mechtersheimer G, Koczan D, Helmke BM, Bullerdiek J. Malignant transformation of uterine leiomyoma to myxoid leiomyosarcoma after morcellation associated with ALK rearrangement and loss of 14q. Oncotarget. 2018 Jun 12;9(45):27595-27604. doi: 10.18632/oncotarget.25137. PMID: 29963223; PMCID: PMC6021249.

US Food and Drug Administration: UPDATE: Perform Only Contained Morcellation When Laparoscopic Power Morcellation Is Appropriate: FDA Safety Communication December 2020. Silver Spring, MD, US Food and Drug Administration. https://www.fda.gov/medical-devices/safety-communications/update-perform-only-contained-morcellation-when-laparoscopic-power-morcellation-appropriate-fda#:~:text=The%20FDA%20recommends%20performing%20laparoscopic%20power%20morcellation%20for,performing%20these%20procedures%20only%20in%20appropriately%20selected%20patients.

El-Khalfaoui K, du Bois A, Heitz F, Kurzeder C, Sehouli J, Harter P. Current and future options in the management and treatment of uterine sarcoma. Ther Adv Med Oncol. 2014 Jan;6(1):21-8. doi: 10.1177/1758834013513314. PMID: 24381658; PMCID: PMC3866995.

Bizzarri N, Ghirardi V, Di Fiore GLM, De Iaco P, Gadducci A, Casarin J, Perrone AM, Pasciuto T, Scambia G, Fagotti A. Secondary cytoreductive surgery in recurrent uterine leiomyosarcoma: a multi-institutional study. Int J Gynecol Cancer. 2019 Sep;29(7):1134-1140. doi: 10.1136/ijgc-2019-000355. Epub 2019 Aug 15. PMID: 31420411.

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...