ანოტაცია
პერტესის დაავადება არის ბარძაყის ძვლის თავის სისხლის მიწოდების დროებით შეწყვეტა, რასაც მოჰყვება კოლაფსი და შემდგომი რემოდელირება. შემთხვევების უმრავლესობა გვხვდება 4-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში.
7 წლის ბავშვს დაეწყო მტკივნეული კოჭლობა მარცხენა ფეხში. კოჭლობა თავდაპირველად განიმარტებოდა, როგორც ბარძაყის გარდამავალი სინოვიტი. თუმცა, შემდგომმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მას ჰქონდა პერტესის დაავადება. ლეგ კალვე პერტესის დაავადება (LCPD) იგივე, იდიოპათიური ოსტეონეკროზი ან იდიოპათიური ავასკულარული ნეკროზი ბარძაყის ძვლის მეტაეპიფიზზე. მკურნალობის მეთოდები მიზნად ისახავს მოძრაობის დიაპაზონის აღდგენას და ბარძაყის თავის ადეკვატური დაფარვის შენარჩუნებას. საჭიროების შემთხვევაში, ოპერაცია კეთდება ბარძაყის თავის ან მენჯის გადაადგილებით, დაფარვის შესანარჩუნებლად. შესაბამისად, არსებობს არაქირურგიული და ქირურგიული მკურნალობის გზები, მათ შორის ბარძაყის მავარიზირებელი დეროტაციული ოსტეოტომია, ინომინირებული ოსტეოტომია, მენჯის ოსტეოტომია, სამმაგი ოსტეოტომია, ხიარის ოსტეოტომია და შელფ აცეტაბულოპლასტიკა(ტაბუხის ბუდის პლასტიკა).
დაავადება ყველაზე ხშირად გვხვდება ბიჭებში, ვიდრე გოგონებში თანაფარდობით 4:1-დან 5:1-მდე. 6 წლამდე ასაკის პაციენტებში დაავადების მართვა და მკურნალობა შედარებით მარტივია. რთულად მიმდინარეობს 8 წელს გადაცილებულ ბავშვებში. ხოლო 6-დან 8 წლამდე ასაკის დიაპაზონში კი პროგნოზი ვარიაბელურია. ამრიგად, ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა მოითხოვს ნიშნების მჭიდრო დაკვირვებას. მას შემდეგ რაც გამოიკვეთება ძირითადი ნიშნები, დინამიური ართროგრაფია საჭიროა მკურნალობის მიდგომის არჩევამდე.
წყაროები
• Leroux J, Abu Amara S, Lechevallier J. Legg-Calvé-Perthes disease. Orthop Traumatol Surg Res. 2018 Feb;104(1S):S107-S112. doi: 10.1016/j.otsr.2017.04.012. Epub 2017 Nov 16. PMID: 29155310.
• Leroux J, Abu Amara S, Lechevallier J. Legg-Calvé-Perthes disease. Orthop Traumatol Surg Res. 2018 Feb;104(1S):S107-S112.
• Momodu II, Savaliya V. Septic Arthritis. [Updated 2023 Jul 3]. In: StatPearls [Internet]. Treasure Island (FL): StatPearls Publishing; 2024 Jan-. Available from: https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK538176/
• Eid MA. Hip preservation surgery for adolescents and young adults with Post-Perthes Sequelae. Acta Orthop Belg. 2016 Dec;82(4):821-828. PMID: 29182124..
• Perry DC, Skellorn PJ, Bruce CE. The lognormal age of onset distribution
• in Perthes’ disease. Bone Joint J. 2016;98-B(5):710-714. doi:10.1302/0301-620X.98B5.36453
• Maleki A, Qoreishy SM, Bahrami MN. Surgical Treatments for Legg-Calvé-Perthes Disease: Comprehensive Review. Interact J Med Res. 2021 May 3;10(2):e27075. doi: 10.2196/27075. PMID: 33938444; PMCID: PMC8129878.
• Beer Y, Smorgick Y, Oron A, Mirovsky Y, Weigl D, Agar G, Shitrit R, Copeliovitch L. Long-term results of proximal femoral osteotomy in Legg-Calvé-Perthes disease. J Pediatr Orthop. 2008 Dec;28(8):819-24. doi: 10.1097/BPO.0b013e31818e122b. PMID: 19034171.