ანოტაცია
ქიმიური დაბინძურება გულისხმობს ჩვენი გარემოს დაბინძურებას ქიმიკატებით, რომლებიც იქ ბუნებრივად არ გვხვდება.მსოფლიოს ყურადღება გამახვილებულია პესტიციდებსა და მძიმე მეტალებზე. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ლითონები ბუნებრივად წარმოქმნილი ელემენტებია, გარემოს დაბინძურება და ადამიანზე ზემოქმედება გამოწვეულია ანთროპოგენური აქტივობებით. საზოგადოების ინფორმირებულობის ნაკლებობა და სამრეწველო ნარჩენების მართვის შეზღუდული შესაძლებლობები ბევრ ქვეყანაში იწვევს მძიმე მეტალების შემცველი პროდუქტებისა და ნარჩენების არასათანადო განკარგვას. არსებობს კონვენცია „შორ მანძილზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დამაბინძურებლების შესახებ“ მიზანია, შეამციროს ჰაერის დაბინძურება შემდეგი მძიმე მეტალებით: Hg, Pb, Cd. კიდევ ერთი ქიმიური „ტვირთი“ ბუნებრივი ეკოსისტემისთვის პესტიციდებია. ისინი მეტაბოლიზდება ტოქსიკური ნაერთების გამოყოფით ან ბიოაკუმულირდება სხეულის ცხიმში.ორგანიზმში ხვდებიან ინჰალაციით, პერორულად ან კანიდან.ზოგიერთი მათგანი თითქმის მთელ მსოფლიოში ამოღებულია მოხმარებიდან, მაგალითად DDT. პესტიციდებთან დაკავშირებული დეფექტებიმოიცავს: რეპროდუქციული დაზიანება, იმუნოტოქსიკურობა, ნევროლოგიური და განვითარების ტოქსიკურობა და ენდოკრინული სისტემის მოშლა, სენსორული გაუარესება (მაგ: საკუს დაავადება). მალსის მცხოვრებთა უმეტესობამ 2014 წელს უარი თქვა პესტიციდებზე. ასევე, შემუშავებულია „ნიელენის დეკლარაცია“, რომლის მიხედვით, ყველა ერსა და სახელმწიფოს შეუძლია განსაზღვროს საკუთარი საკვების ხარისხი გარემოს დაბინძრების თავიდან აცილებასთან ერთად. თანამედროვე მსოფლიოს მიზანია პესტიციდების ეკოლოგიური ალტერნატივის შემუშავება.
წყაროები
Carson R. Silent spring.Houghton Mifflin Company; Anniversary edition. 22.10.2022
Davis J. Study reveals how pesticides cause parkinson’s disease. News medical life sciences. 06.06.2018
Dementi B. Ocular effects of organophosphate: A historical perspective of saku disease. Journal of applied toxicology. March/April 1994
Lallas P. The Stockholm convention on persisten organic pollutants. American journal of international law. 06.06.2017
Lee c. How pesticides impair our senses. BBC Future. 15.02.2023
Naidu R, Biswas B, Willet L, Cribb J, Kumar Singh B, Nathanail P, Coulon F, Semple K, Jones K, Barclay A, Aitken BJ. Chemical pollution: A growing peril and potentional catastrophic risk to humanity. Enviromental International. 12.04.2021
Nicolopoulou-Stamati P, Maipas S, Kotampasi CH, Stamatis P, Hens L. Chemical pesticides and human health: the urgent need for a new concept in agriculture. Front. Public Health. 18.07.2016
Pirsaheb M, Limoee M, Namdari F, Khamutian R. Organochlorine pesticides residue in breast milk: a systematic review.Medical journal of the Islamic Republic of Iran . 15.01.2015
Tchounwou PB, Yedjou C, Patllola A, Sutton D. Heavy metals toxicity and the environment. Pubmed central. 26.02.2014
Wazir U, Mokbel K. Bisphenol A: a concise review of literature and discussion health and regulatory implications. In vivo. 03.09.2019