ფაშვის ღეროს კომპრესიული სინდრომის ლაპარასკოპიული მკურნალობის კლინიკური შემთხვევა
pdf (English)

საკვანძო სიტყვები

შუა რკალისებრი იოგი
დანბარის სინდრომი
ფაშვის ღეროს კომპრესიული სინდრომი
მუცლის ანგინა

როგორ უნდა ციტირება

სამუშია ნ., & გელენავა ნ. (2025). ფაშვის ღეროს კომპრესიული სინდრომის ლაპარასკოპიული მკურნალობის კლინიკური შემთხვევა. ახალგაზრდა მკვლევარები, 3(4), 57–62. https://doi.org/10.52340/jr.2025.03.04.08

ანოტაცია

ფაშვის ღეროს კომპრესიული სინდრომი, რომელიც საერთაშორისო სახელწოდებით ცნობილია როგორც Median Arcuate Ligament Syndrome (MALS) ან დანბარის სინდრომი, წარმოადგენს იშვიათ ვასკულურ პათოლოგიას, რომელსაც ახასიათებს მედიანური რკალისებური იოგის მიერ ფაშვის ღეროს  კომპრესია.  კლინიკურად ვლინდება მუდმივი და ძლიერი ტკივილი მუცელში ანუ „მუცლის ანგინა“გულისრევა, მადის დაქვეითებას, წონის კლება და ზოგჯერ დიარეა. პაციენტების 10-24% მიმდინარეობს უსიმპტომოდ.დიაგნოსტიკა ეფუძნება დუპლექს სკანირებასა და ანგიოგრაფიულ კვლევებს (CT/MR), რომლებიც აფასებენ სტენოზის ხარისხსა და ჰემოდინამიკურ დარღვევებს.

 სტატიაში, მოყვანილია კლინიკური შემთხვევის მაგალითი,  ფაშვის ღეროს კომპრესიული სინდრომის ლაპაროსკოპიული გზით ქირურგიულ მკურნალობას. პაციენტი — 28 წლის ქალი — წლების განმავლობაში უჩიოდა პერიოდულ მუცლის ტკივილს. დაავადების ხანგრძლივობა შეადგენდა დაახლოებით 7–8 წელს, თუმცა ბოლო ერთ წელში ტკივილის ინტენსივობა საგრძნობლად გაიზარდა, ამ პერიოდში პაციენტმა დაიკლო 18 კგ. დიაგნოსტიკური კვლევებიდან ჩატარდა დუპლექს ულტრასონოგრაფია და კომპიუტერული ანგიოგრაფია, რომლებმაც აჩვენა ფაშვის ღეროს 75%-მდე ლოკალური სტენოზი პროქსიმალურ სეგმენტში. პაციენტს ჩაუტარდა ლაპაროსკოპიული ოპერაცია -მედიანური რკალისებური იოგის გაკვეთა-განცალკევება მუცლის აორტიდან  ოპერაციის შემდგომ კლინიკური სიმპტომები პაციენტს მოეხსნა

პაციენტი გაეწერა ოპერაციიდან 24 საათში. ხუთთვიანი დაკვირვების პერიოდში პაციენტი თავს გრძნობს კარგად და სიმპტომები არ განმეორებულა.

https://doi.org/10.52340/jr.2025.03.04.08
pdf (English)

წყაროები

Median arcuate ligament syndrome: vascular surgical therapy and follow-up of 18 patients. Grotemeyer D, Duran M, Iskandar F, Blondin D, Nguyen K, Sandmann W. Langenbecks Arch Surg. 2009;394:1085–1092. doi: 10.1007/s00423-009-0509-5. [DOI] [PubMed] [Google Scholar]

Median arcuate ligament syndrome. Goodall R, Langridge B, Onida S, Ellis M, Lane T, Davies AH. J Vasc Surg. 2020;71:2170–2176. doi: 10.1016/j.jvs.2019.11.012. [DOI] [PubMed] [Google Scholar]

Loukas M, Pinyard J, Vaid S, Kinsella C, Tariq A, Tubbs RS. Clinical anatomy of celiac artery compression syndrome: A review. Clin Anat. 2007;20:612–7.

Cienfuegos JA, Rotellar F, Valenti V, Arredondo J, Pedano N, Bueno A, et al. The celiac axis compression syndrome (CACS): critical review in the laparoscopic era. Rev Esp Enferm Dig. 2010;

Dunbar JD, Molnar W, Beman FF, Marable SA. Compression of the celiac trunk and abdominal angina.Am J Roentgenol Radium Ther Nucl Med. 1965;95:731–44.

Horton KM, Talamini MA, Fishman EK. Median arcuate ligament syndrome: evaluation with Ct angiography. Radiographics 2005;24:1177-82.

https://ciu.edu.ge/uploads/files/ALL%20FILES/PROGRAM%202025.pdf

Downloads

Download data is not yet available.