კლინიკური შემთხვევა: პაციენტი საძილე არტერიის თრომბოზით
pdf (English)

საკვანძო სიტყვები

საძილე არტერიის სტენოზი
კაროტიდული ენდარტერექტომია
ათეროსკლეროზი
გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA)
ინსულტის პრევენცია
სისხლძარღვოვანი ქირურგია

როგორ უნდა ციტირება

იაკობაშვილი ქ., & ხანთაძე ა. (2025). კლინიკური შემთხვევა: პაციენტი საძილე არტერიის თრომბოზით. ახალგაზრდა მკვლევარები, 3(4), 51–56. https://doi.org/10.52340/jr.2025.03.04.07

ანოტაცია

72 წლის მამაკაცი მოათავსეს კლინიკაში სასწრაფო-დაყოვნებული წესით. პაციენტი უჩივის თავბრუსხვევას, წონასწორობის დაკარგვას, ყურებში შუილს. ანამნეზში აღნიშნავს გონების კარგვის რამდენიმე ეპიზოდს, ბოლო ეპიზოდი ჰქონდა დაახლოებით 2 კვირის წინ, აღენიშნებოდა დაბუჟება მარჯვენა კიდურებში, რომელიც გაგრძელდა რამდენიმე საათი.

  აღნიშნული ჩივილების გამო ჩაუტარდა საძილე არტერიების დუპლექსსკანირება, ექსტრა და ინტრაკრანიალური სისხლძარღვების CT ანგიოგრაფია, სადაც გამოვლინდა მარცხენა შიგნითა საძილე არტერიის რბილი ათეროსკლეროზული ფოლაქების ფონზე სტენოზირება 60%-მდე, მარჯვენა შიგნითა საძილე არტერია კაროტიდული სინუსის ფონზე კალცინირებულია - საყურადღებო სტენოზის გარეშე . ნევროლოგიური გასინჯვით: კრანიალური ნერვები ნორმა, მოძრაობის ძალა და სიფართე შენახულია ოთხივე კიდურში, საკოორდინაციო ცდებს ასრულებს დამაკმაყოფილებლად, მარჯვნივ პათოლოგიური ექსტენზორული დადებითია. პაციენტი მიეკუთნება ინსულტის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს. კარდიოლოგის კონსულტაციით პაციენტი დაავადებულია ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზიით, ერთი კვირის წინ გადაიტანა TIA.

  კლინიკური დიაგნოზი - მარცხენა შიგნითა საძილე არტერიის ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი სტენოზი. თანმხლები დაავადებები - ესენციური (პირველადი ჰიპერტენზია), გარდამავალი ცერებრული იშემიური შეტევა (დაუზუსტებელი). პაციენტის მდგომარეობის და კვლევების საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ოპერაციული ჩარევის შესახებ,. ოპერაციის მიზანია იშემიური ინსულტის პრევენცია. 

  ზოგადი ბალანსირებული ანესთეზიის ქვეშ, მარცხენა საძილე არტერიების პროექციაზე გატარდა განაკვეთი სიგრძით 10 სმ. შესრულდა სიგრძივი არტერიოტომია - საერთო საძილე არტერიის წინა კედელზე, შიგნითა საძილე არტერიაზე გადასვლით, სიგრძით 3სმ. რევიზიით აღენიშნება მარცხენა საერთო, გარეთა და შიგნითა საძილე არტერიების ათეროსკლეროზული გადაგვარება, ათეროსკლეროზული ფოლაქი ვრცელდება შიგნითა საძილე არტერიაში 1 სმ-ზე, იწვევს შიგნითა საძილე არტერიის ჰემოდინამიკურ სტენოზს. დროებითი შუნტი შეყვანილი იქნა საერთო საძილე არტერიიდან შიგნითა საძილე არტერიაში (9fr). აღდგა მაგისტრალური სისხლის მიმოქცევა. გადაკეტვის დრომ შეადგინა 01:30 წთ. შესრულდა ღია ენდარტერექტომია საერთო, შიგნითა და გარეთა საძილე არტერიებიდან.  ევაკუირებული იქნა დროებითი შუნტი და აღდგენილი იქნა ცენტრალური სისხლის ნაკადი შიგნითა საძილე არტერიაში. გადაკეტვის დრომ შეადგინა 03:00 წთ. ანასტომოზი ჰერმეტულია, არტერიები პულსირებს ჭრილობაში. ჭრილობა დაიხურა შრეობრივად. ამოკვეთილი მაკროპრეპარატის აღწერა: მარცხენა საერთო, შიგნითა და გარეთა საძილე არტერიებიდან ამოღებული ათეროსკლეროზული ფოლაქი.

  მოსალოდნელი პოსტოპერაციული გართულებები:თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, სისხლდენა, ინფექცია, შეშუპება ტკივილი, რეაქცია სამკურნალო პრეპარატებზე, დაგვიანებული შეხორცება, თანმხლები დაავადებების გართულებები და გამწვავებები, რეკონსტრუქციული ზონის თრომბოზი, მიოკარდიუმის ინფარქტი. სასუნთქის სისტემის მხრივ: რესპირატორული დისტრეს სინდრომი, შრომის უნარიანობის დაკარგვა და სიკვდილი, დამატებითი ოპერაციუი ჩარევის რისკი. პოსტოპერაციული გართულებების პრევენცია: ადეკვატური ანტიკოაგულაციული და ანტიაგრეგაციული თერაპია. ასეპტიური შეხვევები, ანტიბიოტიკო თერაპია, სინდრომული და სიმპტომური მკურნალობა. პაციენტს გართულებები არ აღენიშნა, ბინაზე გაეწერა სტაციონარში მოთავსებიდან 4 დღეში. სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები : ჭრილობის ყოველდღიური დამუშავება, 3 კვირის შემდეგ საკონტროლო საძილე არტერიების დუპლექს სკანირება და ანგიოქირურგის კონსულტაცია, 1 თვის შემდეგ ლიპიდების aLT-ს aST-ს, კრეატინინს განსაზღვრა.  კარდიოლოგის კონსულტაცია, სისხლის საერთო ანალიზი და CRP განსაზღვრა 5 დღის შემდეგ, მოსვენებული მდგომარეობა 2 კვირა.

https://doi.org/10.52340/jr.2025.03.04.07
pdf (English)

წყაროები

Stevanovic K, Sabljak V, Kukic B, Toskovic A, Markovic D, Zivaljevic V. A Brief History of Carotid Artery Surgery and Anesthesia. J Anesth Hist. 2016 Oct;2(4):147-150. doi: 10.1016/j.janh.2016.09.005. Epub 2016 Sep 28. PMID: 27852463.2.

Munakomi S, Theetha Kariyanna P. Carotid Artery Surgery. [Updated 2025 May 2]. In: StatPearls [Internet]. Treasure Island (FL): StatPearls Publishing; 2025 Jan-. Available from: https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK441947/

DaCosta M, Tadi P, Surowiec SM. Carotid Endarterectomy. 2023 Jul 24. In: StatPearls [Internet]. Treasure Island (FL): StatPearls Publishing; 2025 Jan–. PMID: 29261917.

Downloads

Download data is not yet available.