არიან თუ არა კოღოები პარაზიტები?
ანოტაცია
კოღოები არიან სისხლისმწოველი მწერები. ცნობილი ქართველი მეცნიერის ბორის ყურაშვილის განმარტებით, ისინი არიან ადამიანის, პირუტყვის და ფრინველების ექტოპარაზიტები. კოღოს დაახლოებით 3500 სახეობა არსებობს, აქედან რამოდენიმე ასეული იკვებება ადამიანის სისხლით, თუმცა მათ შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია Anopheles Gambiae-მალარიის გამომწვევი პარაზიტის გადამტანი. მალარიით ყოველწლიურად ავადდება 247 მილიონი და კვდება 1.5 მილიონი ადამიანი. კოღოს მიერ მალარიით დაავადებული ადამიანის კბენისას, დაავადების გამომწვევი კოღოს ორგანიზმში ხვდება, ხოლო შემდგომში ინფიცირებული კოღოს ნაკბენით პარაზიტები ადამიანის სისხლში ხვდებიან და რაც ძალიან საინტერესოა, ერთ კოღოს 100-მდე ადამიანის დაავადება შეუძლია. სისხლს წოვს მხოლოდ მდედრი ზრდასრული კოღო, რომელსაც გააჩნია მჩხვლეტავ-მწუწნავი პირის აპარატი. მამრებში მჩხვლეტავი ნაწილი კი რედუცირებულია. შესაბამისად, რადგან მჩხვლეტავი აპარატი რედუცირებულია, ისინი ყვავილის ნექტრით იკვებებიან. მამრის ხორთუმი ისეთი აგებულებისაა, რომ კანს მისი საშუალებით ვერ ჭრის, რასაც მდედრი საკმაოდ წარმატებით ახერხებს. თუმცა მდედრიც ჭამს მცენარეებს, მაგრამ სისხლისგან მიღებული საკვები ნივთიერებები მას თავისი კვერცხების განვითარებისთვის სჭირდება.
Downloads
წყაროები
1.Burton J. Bogitsh; Clint E. Carter, Thomas N. Oletmann- Human Parasitology-2019
ბორის ყურაშვილი-პარაზიტოლოგიის მოკლე კურსი-1996 წ.
https://www.ncbi.nlm.nih.gov › articles › PMC7