ფსიქოლოგიური რეაქციები ქვედა კიდურის ამპუტაციაზე
საკვანძო სიტყვები:
Lower limbs, Amputation, Psychological reactionsანოტაცია
ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა პაციენტების ფსიქოლოგიური რეაქციების იდენტიფიცირება ქვედა კიდურის ამპუტაციის შემდგომ. გამოიკითხა 46 პაციენტი, რომლებსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდათ ქვედა კიდურის ამპუტაცია. კვლევის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად შემდეგი კითხვები იქნა დასმული: 1. რა ძირითადი ფაქტორები განაპირობებს უარყოფით განცდას პაციენტებში ქვემო კიდურის ამპუტაციის შემდგომ? 2. რა სახის ინფორმაციას ელოდება პაციენტი სამედიცინო მუშაკებისგან? 3. როგორ იღებენ პაციენტები ფსიქოლოგიურ დახმარებას? ჩვენ გამოვყავით სამი ძირითადი ფაქტორი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს პაციენტის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ. ეს ფაქტორებია: სხეულის ცვლილებებთან ადაპტაციის სირთულე, სექსუალობის შეცვლა და ოპერაციის გავლენა პაციენტის სოციალურ ცხოვრებასა და საქმიანობაზე. ფსიქოლოგიური ზეწოლა ასევე იზრდება თავის მოვლის შესახებ პაციენტის ცოდნის არარსებობით საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ. შედეგად, პაციენტებმა შეიძლება დაკარგონ ნდობა, რომ დაუბრუნდებიან ჩვეულ ცხოვრებას, რაც უარყოფითად აისახება მათი ცხოვრების ხარისხზე.
Downloads
წყაროები
Engstrom B, Van de Ven, C.Therapy for Amputees. 3rd Ed. Churchill Livingstone. 1999
Ghous M. Depression:prevalence among Amputees. Professional Medical Journal, 2015; 22(2): 263-266
Srivastava K, Saldanha D, Chaudhury S, Ryali V, Goyal S, Bhattacharyya D, Basannar D. A Study of Psychological Correlates after Amputation. Medical Journal Armed Forces India 2010; 66(4):367-373.
Sahu A, Sagar R, Sarkar S, Sagar S. Psychological effects of amputation: A review of studies from India. Industrial Psychiatry Journal 2016; 25(1):4–10. doi: 10.4103/0972-6748.196041
Bhuvaneswar CG, Epstein LA, Stern TA. Reactions to Amputation: Recognition and Treatment. Prim Care Companion J Clin Psychiatry 2007; 9(4): 303–308.
Thompson JK, Heinberg LJ, Altabe M, Tantleff-Dunn S. Exacting beauty: theory, assessment and treatment of body image disturbance. Washington: American Psychological Association.1999
https://www.nedc.com.au/eating-disorders/eating-disorders-explained/body-image/
Holzer LA, Sevelda F, Fraberger G, Bluder O, Kickinger W, Holzer G. Body Image and Self-Esteem in Lower-Limb Amputees. PLoS One. 2014; 9(3): e92943. doi: 10.1371/journal.pone.0092943.