C ჰეპატიტის პრევენციის ცოდნის, დამოკიდებულების და პრაქტიკის შეფასება მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს შორის

C ჰეპატიტის პრევენციის ცოდნის, დამოკიდებულების და პრაქტიკის შეფასება მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს შორის

ავტორები

  • სოფიკო გურამიშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ელენე ფაღავა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ირაკლი მჭედლიშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2025.05.09

საკვანძო სიტყვები:

Hepatitis C, prevention, knowledge, attitude, practices

ანოტაცია

კვლევის მიზანი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის C ჰეპატიტის პრევენციის ცოდნის, დამოკიდებულების და პრაქტიკის შეფასება.

მასალა და მეთოდები: კვლევის განსახორციელებლად შერჩეულ იქნა ერთმომენტიანი ჯვარედინ-სექციური კვლევის დიზაინი თვითადმინისტრირებადი სტრუქტურირებული კითხვარის გამოყენებით. კვლევაში ჩართულ იქნა 136 რესპონდენტი. მონაცემები შეგროვდა მონაწილეთა სოციო-დემოგრაფიული, C ჰეპატიტის ცოდნის, დამოკიდებულების და პრაქტიკის შესახებ და პროგრამულად დამუშავდა SPSS 21 ვერსიის გამოყენებით.

მიღებული შედეგები: გამოკითხულ სტუდენტთა 92%-მა იცოდა, რომ სამედიცინო პერსონალი მიეკუთვნება C ჰეპატიტის მაღალი რისკის ჯგუფს, თუმცა უმრავლესობას (66,4%) წარმოდგენა არ ჰქონდა დაავადების პოსტ-ექსპოზიციური მართვის შესახებ. მონაწილეთა 36,7% დასაქმებული იყო  სამედიცინო დაწესებულებაში. დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა (94%) მიუთითებდა კლინიკებში სხვადასხვა ტიპის ინვაზიური მანიპულაციების განხორციელების შესახებ, რომელთა 72%-მა აღნიშნა საქმიანობის დროს პაციენტთან გამოყენებული ნემსით თითის გაჩხვლეტის პრაქტიკა.

დასკვნები და რეკომენდაციები: კვლევამ აჩვენა სამედიცინო უნივერსიტეტის პრეკლინიკურ სტუდენტებს შორის C ჰეპატიტის პრევენციის და პოსტ-ექსპოზიციური მართვის საკითხების ცოდნის და პრაქტიკის დაბალი დონე. უნდა აღინიშნოს, რომ კვლევაში მონაწილეებს ჯერ არ ჰქონდათ გავლილი ეპიდემიოლოგიის ან ინფექციურ სნეულებათა სასწავლო კურსები, ამიტომ მნიშვნელოვანია სტუდენტთა პრაქტიკული საქმიანობის მოთხოვნები არ აღემატებოდეს მათი თეორიული ცოდნის დონეს. ამავე დროს, აუცილებელია მათი (სხვა სამედიცინო პერსონალის მსგავსად) უწყვეტი გადამზადება როგორც ზემოთაღნიშნულ, ისე ინფექციის კონტროლის სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფიები

სოფიკო გურამიშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტი

ელენე ფაღავა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტი

ირაკლი მჭედლიშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტი   

წყაროები

Gheorghe L, Csiki IE, et al. - The prevalence and risk factors of hepatitis B virus infection in an adult population in Romania: A nationwide survey. Eur J Gastroenterol Hepatol 2013; 25, 56-64.

Geberemicheal A, Gelaw A, Moges F, Dagnew M. - Seroprevalence of hepatitis B virus infections among health care workers at the Bulle Hora Woreda Governmental Health Institutions, Southern Oromia, Ethiopia. J Environ Occup Sci 2013; 2, 9-14.

Hou J, Liu Z, Gu F. Epidemiology and prevention of hepatitis B virus infection. J Viral Hepatitis,2010;17,4-9

Mühlemann B, Jones TC, Damgaard PB, et al. - ancient hepatitis B viruses from the bronze age to the medieval period. Nature 2018; 557: 418‑23.

Margolis, H.; Alter, M.; Hadler, S. - Viral Infections of Humans: Epidemiology and Control; Springer Science & Business Media: Berlin/Heidelberg, Germany, 1997.

María Elena CP, Eduardo GC, et al. -Hepatitis B surface antibodies in medical students from a public university in Puebla, Mexico. Hum Vaccines Immunother 2016; 12, 1857-62.

Phagava, H., & Mchedlishvili, I. (2022). A method to study knowledge, attitude and practice (KAP Survey). Experimental and Clinical Medicine Georgia. https://doi.org/10.52340/jecm.2020.01.

Schillie, S.; Vellozzi, C.; Reingold, A.; et al. -Prevention of Hepatitis B Virus Infection in the United States: Recommendations of the Advisory Committee on Immunization Practices. MMWR Recomm. Rep. 2018; 67, 1–31.

Sannathimmappa, M.B.; Nambiar, V.; Arvindakshan, R. - Hepatitis B: Knowledge and awareness among preclinical year medical students. Avicenna J. Med. 2019, 9, 43–47.

World Health Organization. World Health Organization Hepatitis B.htm. Geneva. Available from: http://www.whohepatitisB.htm. [Last accessed on 2018 Jul 10].

World Health Organization. Global hepatitis report. 2017. Available from: http://www.who.int/en/news-room/fact-sheets/detail/hepatitis-B/ WHO.

WHO. Global Progress Report on HIV, Viral Hepatitis and Sexually Transmitted Infections; WHO: Geneva, Switzerland, 2021.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-04

როგორ უნდა ციტირება

გურამიშვილი ს., ფაღავა ე., & მჭედლიშვილი ი. (2025). C ჰეპატიტის პრევენციის ცოდნის, დამოკიდებულების და პრაქტიკის შეფასება მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს შორის. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (5), 57–61. https://doi.org/10.52340/jecm.2025.05.09

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...