ადამიანის კბილის მინანქარსა და დენტინში მიკროელემენტების ცვლილებები ნორმასა და ექსპერიმენტული კარიესის პირობებში

ადამიანის კბილის მინანქარსა და დენტინში მიკროელემენტების ცვლილებები ნორმასა და ექსპერიმენტული კარიესის პირობებში

ავტორები

  • ნინო სვანიშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • მარინა მამალაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • დეა ვადაჭკორია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2025.01.07

საკვანძო სიტყვები:

Enamel, Dentin, Microelements, Demineralization, Remineralization

ანოტაცია

კბილის კარიესის გავრცელება და მისი პრევენცია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. კარიესის გამომწვევ ფაქტორებს შორის უპირველესი მიკრობული ბალთაა, რომლის ფორმირების ინტენსივობა და შედეგად კბილის სტრუქტურებში ბაქტერიული აგენტების ინტეგრაცია, პირის ღრუს ჰიგიენაზეა დამოკიდებული. ამასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კბილის მინანქრისა და დენტინის რეზისტენტობას, რაც მათში იმ მინერალური კომპონენტების არსებობას უკავშირდება, რომლებიც კბილის არაორგანულ კარკასს ქმნიან. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მკვლევართა ყურადღება იმ საკითხებზეა გამახვილებული, რომლებიც კბილის სტრუქტურის რესურსებს, დემინერალიზაციის პროცესის განვითარებას და მისი უკუგანვითარებისთვის (რემინერალიზაცია) ახალი მეთოდების ძიებას ეხება.

ბოლო წლებში კარიესის პროფილაქტიკისთვის მოწოდებული მეთოდებისა და საშუალებების შექმნაში მიღწევები მნიშვნელოვნად გაიზარდა. თითოეული ახალი პრეპარატის კლინიკურ გამოყენებას წინ მრავალი ექსპერიმენტული და ლაბორატორიული კვლევა უძღვის. ამიტომ კარიესის ხელოვნური მოდელის შექმნა, რომელიც ნატურალურ კბილზე ჩამოყალიბებული დაზიანების მაქსიმალურად მიმსგავსებული ანალოგი იქნება და რომელზედაც მაღალი სარწმუნოობით შეისწავლება, როგორც კარიესული დაავადების „ანატომია“, ისე სამკურნალო და პრევენციული საშუალებების კბილის მინანქარსა და დენტინზე ზემოქმედება, კარიესოლოგიაში მნიშვნელოვანი კვლევითი მიმართულება გახდა.

ჩვენი კვლევა მოიცავდა კბილის მინანქარსა და დენტინში მასკანირებელი ელექტრონულ-მიკროსკოპული გამოკვლევით სამიზნე მიკროელემენტების, კალციუმის, ფოსფორისა და ფთორის, კონცენტრაციის დადგენას ნორმაში და კარიესული დაზიანების დროს. ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო იყო ადამიანის ექსტრაგირებულ კბილებზე კარიესული პროცესის ხელოვნურად გამოწვევა, რაც მათ არაორგანულ კარკასში დე - და რემინერალიზაციის პროცესის ციკლური მონაცვლეობით მივიღეთ. ეს უკანასკნელი კბილის ქსოვილებზე საკვებისა და ნერწყვის ზემოქმედებას იმიტირებდა.

აღნიშნული კვლევის შედეგები ადასტურებს კბილის ზედაპირზე ხელოვნური დემინერალიზაციის გამოწვევის ჩვენს მიერ გამოყენებული მეთოდის მაღალ ინფორმაციულობას. კერძოდ, იგი ხელს უწყობს კბილის მაგარი ქსოვილების მინერალური შედგენილობის ცვლილებების შესახებ ახალი ინფორმაციის მიღებას, რაც კარიესის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის საჭირო ახალი მეთოდების შეფასებისა და პრაქტიკაში დანერგვის საფუძველს ქმნის.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

World Health Organization (WHO). Reports on dental health.

Petersen P.E., & Ogawa H. - prevention of dental caries through the use of fluoride the who approach Community Dental Health. 2016; 33:66-68, doi:10.1922/CDH_Petersen03

Featherstone, J.D. The science and practice of caries prevention. J Am Dent Assoc. 2000;131(7):887-899. Doi:10.14219/jada.archive.2000.0307

Marsh, P.D. Microbial ecology of dental plaque and its significance in health and disease. Adv Dent Res. 1994;8(2):263-271. Doi:10.1177/08959374940080022001

Cochrane, N.J., Cai F., Huq N.L. et al. New approaches to enhanced remineralization of tooth enamel. J Dent Res. 2010;89(11):1187-1197. Doi:10.1177/0022034510376046

Buzalaf, M.A.R., Pessan J.P., Honorio H.M., Ten Cate J.M. Mechanisms of action of fluoride for caries control. Monogr Oral Sci. 2011;22:97-114. Doi:10.1159/000325151

Petersen, P. E. World Health Organization global policy for improvement of oral health-World Health Assembly 2007, Int Dental Journal 2008 Jun; 58(3):115-121, doi: 10.1111/j.1875-595x.2008.tb00185.x.

Griffin S.O., Regnier E., Huntley V., Griffin P.M. Effectiveness of Fluoride in Preventing Caries in Adults. June 2007, Journal of Dental Research 86(5):410-5 DOI:10.1177/154405910708600504

J.M. ten Cate, Contemporary perspective on the use of fluoride products in caries prevention, British Dental Journal. 2013; 214:161-167.

Fejerskov O., Nyvad B., Kidd E. Dental Caries: The Disease and Its Clinical Management. Wiley-Blackwell, third ed. 2016; 480p.

White D.J. The Application of in vitro models to research on demineralization and remineralization of the teeth. Adv Dent Res.1995;9(3):175-197. Doi:10.1177/08959374950090030101

Aldhaian B.A., Balhaddad A.A., Alfaifi A.A. et al. In vitro demineralization prevention by fluoride and silver nanoparticles when applied to sound enamel and enamel caries-like lesions of varying severities. J Dent. 2021;104:103536. Doi:10.1016/j.jdent.2020.103536

Featherstone J.D. Dental caries: A dynamic disease process. Aus Dent J. 2008;53(3):286-291. Doi:10.1111/j.1834-7819.2008.00064.x.

Dohan Z., Friedlander L.T., Cooper P.R. et al. In Vitro Models Used in the Formation of Root Caries Lesions - A Review of the Literature. Dent J (Basel). 2023;11(12):269. Doi:10.3390/dj11120269

Moussa D.G., Ahmad, P., Mansour, T.A., Siqueira, W.L. Current State and Challenges of the Global Outcomes of Dental Caries Research in the Meta-Omics Era. Front Cell Infect Microbiol. 2022;12:887907. Doi:10.3389/fcimb.2022.887907

Amaechi BT. Protocols to Study Dental Caries In Vitro: pH Cycling Models. Methods Mol Biol. 2019;1922:379-392. Doi:10.1007/978-1-4939-9012-2_34

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-02-26

როგორ უნდა ციტირება

სვანიშვილი ნ., მამალაძე მ., & ვადაჭკორია დ. (2025). ადამიანის კბილის მინანქარსა და დენტინში მიკროელემენტების ცვლილებები ნორმასა და ექსპერიმენტული კარიესის პირობებში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (1), 42–48. https://doi.org/10.52340/jecm.2025.01.07

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...