ინდოელი სტუდენტების ადაპტაციის პროცესის ზოგიერთი ასპექტი საქართველოში სწავლის პერიოდში

ინდოელი სტუდენტების ადაპტაციის პროცესის ზოგიერთი ასპექტი საქართველოში სწავლის პერიოდში

ავტორები

  • რუსუდან ვადაჭკორია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • აჰიშთან ფებრიან ნიშანთან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2024.06.12

საკვანძო სიტყვები:

Indian Students, Survey, Adaptation, Health Status

ანოტაცია

აქტუალობა: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, უმაღლესი განათლების სისტემაში ჩართული საერთაშორისო სტუდენტები შეადგენენ გლობალურად მზარდ პოპულაციას. თუმცა, ლიტერატურული მონაცემები და ემპირიული მტკიცებულებები მათი ჯანმრთელობისა, სოციალური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის შესახებ, ჩვეული ცხოვრების სტილის შეცვლასთან დაკავშირებული, მეტად შეზღუდულია.

წარმოდგენილი კვლევის ძირითადი მიზანია საქართველოს რეზიდენტ - ინდოელი სტუდენტების ადაპტაციის პროცესის შეფასება და ამ პროცესთან დაკავშირებულ მათი ფიზიკური ჯანმრთელობის ცვლილებების შესწავლა და გაანალიზება. ორი წლის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა წამოჭრილი საკითხების მეტად მწვავე აქტუალობა და მნიშვნელობა, რაც ითვალისწინებს კვლევის გაღრმავებისა და დიაპაზონის გაფართოებას, რათა, საბოლოო ჯამში, მიღწეულ იქნას არსებული პრობლემების მტკიცებულებების შეგროვება, მონაცემების გაანალიზება, პრობლემის ღრმა გააზრება, წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება და ქმედებების განხორციელება საერთაშორისო სტუდენტების ადაპტაციის პროცესის გასაუმჯობესებლად.

მეთოდი: შემუშავებულ ონლაინ კითხვარის საფუძველზე, საქართველოს რეზიდენტ - ინდოელი სტუდენტების (n=500) ონლაინ-გამოკითხვა, მათი ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება, მიღებული მონაცემების სტატისტიკური დამუშავება, გაანალიზება, შედარება, შეფასება.

კვლევის ამოცანაა უცხოელ სტუდენტთა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, კულტურაციის სტრესის შემსუბუქება, ჯანდაცვის სერვისის ხელმისაწვდომობა და ადაპტაციის სხვა ასპექტების შესწავლა, ზოგადად საერთაშორისო სტუდენტებისათვის მიმართ და ინდოელი სტუდენტებისათვის საქართველოში კერძოდ. გარდა ამისა, ეს კვლევა ფოკუსირებულია ფიზიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური პრობლემების, აკულტურაციული სტრესის, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობისა და სოციალურ-ეკონომიკური დეტერმინანტების გავრცელების სხვადასხვა ასპექტზე.

კვლევამ გამოავლინა ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებები, გამოწვეული ადაპტაციის სირთულით და, გარდა ამისა, ადაპტაციის უამრავი სხვა ასპექტი, რაც ხაზს უსვამს ადაპტაციის ინტეგრირებული პროგრამების შემუშავების ძლიერ აუცილებლობას, საერთაშორისო სტუდენტების თანადგომის გაწევისათვის ცხოვრების ახალ პირობებში.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Alakaam, A., Willyard, A., Department of Health and Human Performance, University of Tennessee at Chattanooga, Chattanooga, TN, USA, & 2 Department of Education, Health, and Behavior Studies, University of North Dakota, Grand Forks, ND, USA. (2020). Eating habits and dietary acculturation effects among international college students in the United States. AIMS Public Health, 7(2), 228–240. https://doi.org/10.3934/publichealth.2020020;

Bray, S. R., & Kwan, M. Y. W. (2006). Physical Activity Is Associated with Better Health and Psychological Well-Being During Transition to University Life. Journal of American College Health, 55(2), 77–82.

Cao, Q.-T., Vuong, Q.-H., Pham, H.-H., Luong, D.-H., Ho, M.-T., Hoang, A.-D., & Do, M.-T. (2021). A Bibliometric Review of Research on International Students’ Mental Health: Science Mapping of the Literature from 1957 to 2020. European Journal of Investigation in Health, Psychology and Education, 11(3), 781–794.

Georgia continues to attract Indian medical students. (2023, August 21). The Times of India. https://timesofindia.indiatimes.com/nri/other-news/georgia-continues-to-attract-indian-medical-students/articleshow/102917392.cms;

Jibreel, Z. (2015). Cultural Identity and the Challenges International Students Encounter. Culminating Projects in English. ttps://repository.stcloudstate.edu/engl_etds/23;

Lindner, K., & Margetts, K. (2023). Making friends in Australia: Expectations and experiences of Chinese international students in Australian secondary schools. The Australian Educational Researcher, 50(2), 537–559. https://doi.org/10.1007/s13384-021-00502-3;

Mori, S. C. (2000). Addressing the Mental Health Concerns of International Students. Journal of Counseling & Development, 78(2), 137–144. https://doi.org/10.1002/j.1556-6676.2000.tb02571.x;

Sheikh, A. M., Sajid, M. R., Bakshi, E. N., Khan, A. U., Wahed, M. M., Sohail, F., & Sethi, A. (2022). The Perceptions of Non-native Medical Students Towards Language Barrier on Clinical Teaching and Learning: A Qualitative Study from Saudi Arabia. Medical Science Educator, 32(4), 865–872. https://doi.org/10.1007/s40670-022-01579-w;

Tuncer Unver, G. et al. (2021). The experiences of nurses who studied abroad with The Erasmus program during undergraduate education: A qualitative study. Nurse Education in Practice, 51, 102993.

Turner, M., & Dogra, N. (2015). Diversity Issues in Clinical Communication. In J. Brown, L. M. Noble, A. Papageorgiou, & J. Kidd (Eds.), Clinical Communication in Medicine (pp. 119–126). John Wiley & Sons, Ltd. https://doi.org/10.1002/9781118728130.ch19;

Van Tilburg, M. A. L., Vingerhoets, A. J. J. M., & Van Heck, G. L. (1996). Homesickness: A review of the literature. Psychological Medicine, 26 (5), 899–912. https://doi.org/10.1017/S0033291700035248.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-02

როგორ უნდა ციტირება

ვადაჭკორია რ., & ნიშანთან ა. ფ. (2024). ინდოელი სტუდენტების ადაპტაციის პროცესის ზოგიერთი ასპექტი საქართველოში სწავლის პერიოდში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (6), 70–76. https://doi.org/10.52340/jecm.2024.06.12

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...