არაწყლულოვანი დისპეფსიის მართვა პირველად ჯანდაცვაში
УПРАВЛЕНИЕ НЕЯЗВЕННОЙ ДИСПЕПСИИ В ПЕРВИЧНОМ ЗДРАВООХРАНЕНИИ
ანოტაცია
შრომის მიზანი იყო არაწყლულოვანი დისპეფსიის მქონე პაციენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება პირველად ჯანდაცვაში. შრომას საფუძვლად დაედო პაციენტთა სამედიცინო მომსახურების აუდიტი, რომელიც ჩატარდა ქუთაისის საოჯახო მედიცინის ცენტრში. ჩატარებული აუდიტის შედეგების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ პირველად ჯანდაცვაში არაწყლულოვანი დისპეფსიის მქონე პაციენტების მკურნალობის პროცესი მოითხოვს გაუმჯობესებას: კვლევამ აჩვენა, რომ ალკოჰოლის, ყავის, ჩაის, შოკოლადის მცირე რაოდენობით გამოყენება ვერ აღწევდა სტანდარტულ მოთხოვნას და უტოლდებოდა 48% (P<0.05), რაც აიხსნება პაციენტთა ზერელე დამოკიდებულებით აღნიშნული საკითხისადმი. ცხიმიანი და ცხარე საკვების შეწყვეტის კრიტერიუმმა 50% (P<0.05) შეადგინა, რაც ძალიან შორდება სტანდარტს. საჭიროა ამ მიმართულებით ჯანდაცვის გუნდის მუშაობის გაძლიერება პაციენტთა გასანათლებლად. ასევე აუცილებელია არაწყლულოვანი დისპეფსიის რისკ-ფაქტორების (ნიკოტინი, სხეულის მასის ინდექსი და ა.შ.) მოდიფიცირება. საჭიროა მედპერსონალის მიერ აუდიტის შედეგების გაცნობა და რეაუდიტის ჩატარება განხორციელებული ღონისძიებების ეფექტურობის შესამოწმებლად.
Downloads
წყაროები
ი.ქაროსანიძე, თ.გაბუნია, ვ.დობორჯგინიძე - საოჯახო მედიცინა//თბილისი, 2001, 341გვ.
www.moh.gov.ge
Dyspepsia – proven Gerd, CKS – clinical knowledge Summaries, 2008, http://cks.libray.nhs.uk
Role of endoscopy in the management of Gerd. The American Society for gastrointestinal Endoscopy 2007. Volume 66, N02
Gastroesophageal Reflux Disease in Adults. Armstrong D, Marshall G.K., Ehiba, N, Enns, R, Fallone, et al (2005 January) Canadian consensus conference on the management of gastroesophageal reflux disease in adults: Update 2004. Canadian journal of gastroenterology 19 (1) 15-35.
Management of dyspepsia and heartburn New Zeeland Guidelines Group, 2004.