უწყვეტი პროფესიული განვითარების ეფექტური სისტემის დანერგვა პერინატალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში
ВНЕДРЕНИЕ ЭФФЕКТИВНОЙ СИСТЕМЫ НЕПРЕРЫВНОГО МЕДИЦИНСКОГО ОБРАЗОВАНИЯ В ПЕРИНАТАЛЬНЫХ УСЛУГАХ
ანოტაცია
სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების შიდა სისტემის არსებობა სტაციონარული დაწესებულების სანებართვო მოთხოვნაა. თუმცა ვინაიდან ქვეყანაში ამ ეტაპზე არ არის დანერგილი შიდა და გარე აუდიტზე დაფუძნებული ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, სამედიცინო დაწესებულებების მენეჯმენტს არ აქვს მოტივაცია სამედიცინო მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისთვის, მ.შ. პერსონალის უწყვეტი სამედიცინო განათლების საჭიროებების შეფასების, დაგეგმვის და განხორციელებისათვის. აქედან გამომდინარე, უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში პერინატალურ სერვისებში დასაქმებული პერსონალის ჩართულობა, ხშირად, ემსახურება მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილებას და, ზოგჯერ, შესაძლებელია მისი საჭიროება არც კი იყოს შეფასებული და დასაბუთებული. აღნიშნულს, ასევე, ხელს უწყობს ის გარემოება, რომ საქართველოში 2008 წლიდან ექიმთა სახელმწიფო სერტიფიკატები არის უვადო. 2018 წლის 1 იანვრიდან პერინატალური სერვისების ფარგლებში ასეთი ვალდებულების აღდგენამ (თუმცა, აღნიშნული დაკავშირებულია სერვისის მიწოდების უფლების მოპოვებასთან და არა რესერტიფიცირებასთან) დაგვანახა, რომ სამედიცინო დაწესებულებების შესაბამის სტრუქტურებს, ხშირ შემთხვევებში, არ აქვთ ცოდნა და გამოცდილება, ეფექტურად მართონ პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობის პროცესი. ამასთან, კონკრეტულ პროგრამებს ირჩევს დაწესებულება/ექიმი. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს მეთოდოლოგია, რომელიც საშუალებას მისცემს დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებს, ეფექტურად დაგეგმონ ექიმთა ტრენინგები, მაშინ როცა ასეთი მიდგომები არსებობს მოწინავე ქვეყნებში. შესაბამისად, როგორც ეროვნულ, ასევე, დაწესებულებების დონეზე მართებულია გატარდეს ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული აუდიტის უწყვეტი და განგრძობითი სისტემის განვითარებას, სამედიცინო მომსახურების ხარისხის შიდა მექანიზმების სრულყოფას, პერინატალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში ხარისხის შიდა სისტემების მონიტორინგის მექანიზმების გაუმჯობესებას, დაწესებულებებში კარგი უპგ-ს დემონსტრირებისა და პერსონალის ანგარიშვალდებულების ინსტრუმენტების დანერგვას.
Downloads
წყაროები
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილება;
„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანება;
„სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა სისტემის ფუნქციონირების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 12 სექტემბრის №01-63/ნ ბრძანება;
„უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმების და მათი აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების, ასევე, პროფესიული რეაბილიტაციის წესის, შესაბამისი პროგრამების/ კურსების აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წ. 19 ივლისის №01-3/ნ ბრძ;
ჯანმრთელობის დაცვა, სტატისტიკური ცნობარი, საქართველო 2019, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
უწყვეტი სამედიცინო განათლების ფორმატში აკრედიტებული პროგრამები, http://rama.moh.gov.ge/geo/list/show/538-test;
ahpra, CPD portfolio;
Continuing Professional Development of Medical Doctors WFME Standards 2015;
Continuing professional development: Guidance for all doctors, 2012, General Medical Council;
ICO Guide to Effective CPD/CME, 2016. www.icoph.org/ICO-CPD-CME.html.