ცოფი საქართველოში თანამედროვე ეტაპზე

ცოფი საქართველოში თანამედროვე ეტაპზე

ავტორები

  • ირაკლი მჭედლიშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • მაკა წოწკოლაური თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ნატალია გარუჩავა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • რუსუდან ჩოჩიშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2024.04.10

საკვანძო სიტყვები:

Rabies, Georgia, Epidemiology

ანოტაცია

შესწავლილ იქნა ცოფით ავადობის დინამიკა საქართველოში 2007-2023 წლების მონაცემების საფუძველზე. ამ პერიოდში ცოფის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა 2007 წელს - 10. 2007 -2014 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 5 ადამიანი ხდებოდა ავად. 2015 -2023 წლებში კი ინფექციის გავრცელება მკვეთრად შემცირდა და ამ პერიოდში საშუალოდ დაავადების მხოლოდ 1 შემთხვევა ვლინდებოდა. ზოგიერთ წელს კი ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. დაავადება ყველაზე ხშირად 30-59 წლის პირებში ვლინდებოდა, ასევე მათში ყველაზე მაღალი იყო ავადობის მაჩვენებელი. ადამიანებში ცოფის გავრცელების მასშტაბების შემცირების ფონზე გაიზარდა შემთხვევების რაოდენობა ცხოველებში და 2023 წელს მათში დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. განსაკუთრებით იმატა შემთხვევათა რაოდენობამ ძაღლებში, მათ შორის, როგორ პატრონიან, ისე უპატრონო ძაღლებში, რომლებიც ქვეყანაში ცოფის ძირითად ინფექციის წყაროს წარმოადგენენ. აღნიშნულმა პროცესებმა შეიძლება გამოიწვიოს ცოფით ავადობის ზრდა ადამიანებშიც.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

C Liu, JD Cahill - Epidemiology of rabies and current US vaccine guidelines. R.L. Med.J. (2013). 2020, Aug 3; 103 (6):51:53;

Rabies. Annual Epidemiological Report for 2019;

Qiao L.C., Wang F., He Y.L., et al. Regional and age difference of Human Rabies prevalence of the past fourteen years in China. Prev. Vet. Med. 2021, Feb., 187:105161

WHO. Rabies. June, 2024;

Yale G. , Lopes M., Isloor Sh. et al. Review of Oral Rabies Vaccination of Dogs and Its Application in India. Viruses, 2022, Jan, 14;14(1):155.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

როგორ უნდა ციტირება

მჭედლიშვილი ი., წოწკოლაური მ., გარუჩავა ნ., & ჩოჩიშვილი რ. (2024). ცოფი საქართველოში თანამედროვე ეტაპზე. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (4), 37–39. https://doi.org/10.52340/jecm.2024.04.10

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >> 

მსგავსი სტატიები

<< < 14 15 16 17 18 19 20 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...