B ჰეპატიტის პრევენციის ცოდნის, დამოკიდებულების და პრაქტიკის შეფასება მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს შორის
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2024.01.13საკვანძო სიტყვები:
B Hepatitis, Knowledge, Prevention, Studentsანოტაცია
B ჰეპატიტი მნიშვნელოვანი სამედიცინო პრობლემაა გლობალურად. იგი არის პროფესიული რისკი სამედიცინო პერსონალისთვის. ჯანმო-ს მონაცემებით ყოველწლიურად HBV ინფექციის 66 000 შემთხვევა დაკავშირებულია სამედიცინო პერსონალის მიერ პაციენტთან გამოყენებული ნემსით თითის გაჩხვლეტასთან. სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები უნდა ფლობდნენ დეტალურ ინფორმაციას B ჰეპატიტის გადაცემის გზების და პრევენციის შესახებ, რათა შესაძლებელი იყოს დაავადების ეფექტური მართვა და კონტროლი.
კვლევის მიზანი: B ჰეპატიტის პრევენციის შესახებ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების ცოდნის, დამოკიდებულების და პრაქტიკის შეფასება.
მასალა და მეთოდები: განხორციელდა რაოდენობრივი კვლევა ჯვარედინ-სექციური დიზაინით 2023 წლის მარტი-დეკემბრის პერიოდში. კვლევაში ჩართულ იქნა მედიცინის ფაკულტეტის მეოთხე კურსის 136 სტუდენტი. კვლევაში გამოყენებულ იქნა თვით-ადმინისტრირებული, სტრუქტურირებული, პრეტესტირებული, წინასწარ კოდირებული კითხვარი, რომელიც მოიცავდა ოთხ ნაწილად დაყოფილ 22 კითხვას: 1) სოციოდემოგრაფიული ხასიათის კითხვები, 2) ცოდნის შეფასების კითხვები, 3) დამოკიდებულების შეფასების კითხვები, 4) პრაქტიკის შეფასების კითხვები. მონაცემების შეყვანა და დამუშავება განხორციელდა კომპიუტერული პროგრამის SPSS (25 ვერსია) გამოყენებით.
მიღებული შედეგები: სქესის მიხედვით მონაცემები ამგვარად გადანაწილდა: მდედრობითი - 70,6% (n=96), მამრობითი - 29,4% (n=40). მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა - 93,4% (n=127) 21-22 წლის პირი იყო. გამოკითხულთა 36,7% უკვე დასაქმებულია კლინიკაში. 90%-ზე მეტი სამედიცინო პერსონალს ასახელებს მაღალ რისკის ჯგუფად და HBV-ის გადაცემის მნიშვნელოვან გზად აღიარებს ინვაზიურ სამედიცინო მანიპულაციებს. გამოკითხულთა 66%-მა იცის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის და მხოლოდ 33%-მა იმუნოგლობულინის შესახებ. 64,7% აღიარებს ვაქცინის ეფექტურობას. გამოკითხულთა შორის იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც ჩატარებული აქვთ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ან სკრინინგი არ აღემატება 20%-ს. მხოლოდ 31,6%-მა იცის საკუთარი HBV სტატუსის შესახებ. გამოკითხულთა 34,5% მიუთითებს სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა ინვაზიური მანიპულაციების შესრულებას, ხოლო 26,5% აღნიშნავს, რომ მათ პრაქტიკაში ჰქონიათ პაციენტთან გამოყენებული ნემსით თითის გაჩხვლეტის მომენტი.
დასკვნები: კვლევამ აჩვენა, რომ მეოთხე კურსის სტუდენტებს, რომელთა საკმაოდ დიდი ნაწილი დასაქმებულია კლინიკებში არ გააჩნიათ სათანადო ცოდნა B ჰეპატიტის პრევენციის და პოსტექსპოზიციური მართვის შესახებ და არ შესწევთ აღნიშნული დაავადების ეფექტურად მართვის უნარი, რაც ზრდის მათი და მათი პაციენტების დაინფიცირების რისკებს.
Downloads
წყაროები
Chhabra, D.; Mishra, S.; Gawande, K.; et al. - Knowledge, attitude, and practice study on hepatitis B among medical and nursing undergraduate students of an apex healthcare institute at Uttarakhand foothills: A descriptive analysis. J. Fam. Med. Prim. Care 2019, 8, 2354–2360.
Gheorghe L, Csiki IE, Iacob S, Gheorghe C - The prevalence and risk factors of hepatitis B virus infection in an adult population in Romania: A nationwide survey. Eur J Gastroenterol Hepatol 2013; 25, 56-64.
Geberemicheal A, Gelaw A, Moges F, Dagnew M. - Seroprevalence of hepatitis B virus infections among health care workers at the Bulle Hora Woreda Governmental Health Institutions, Southern Oromia, Ethiopia. J Environ Occup Sci 2013; 2, 9-14.
Hou J, Liu Z, Gu F. - Epidemiology and prevention of hepatitis B virus infection. J Viral Hepatitis, 2010; 17, 4-9.
Mühlemann B, Jones TC, Damgaard PB, Allentoft ME, Shevnina I, Logvin A, et al. - Ancient hepatitis B viruses from the bronze age to the medieval period. Nature 2018; 557: 418‑23.
Margolis, H.; Alter, M.; Hadler, S. - Viral Infections of Humans: Epidemiology and Control; Springer Science & Business Media: Berlin/Heidelberg, Germany, 1997.
María Elena CP, Eduardo GC, Gerardo SL et al. -Hepatitis B surface antibodies in medical students from a public university in Puebla, Mexico. Hum Vaccines Immunother 2016; 12, 1857-62.
Schillie, S.; Vellozzi, C.; Reingold, A.; Harris, A.; Haber, P.;Ward, J.W.; Nelson, N.P. -Prevention of Hepatitis B Virus Infection in the United States: Recommendations of the Advisory Committee on Immunization Practices. MMWR Recomm. Rep. 2018; 67, 1–31.
Sannathimmappa, M.B.; Nambiar, V.; Arvindakshan, R. - Hepatitis B: Knowledge and awareness among preclinical year medical students. Avicenna J. Med. 2019, 9, 43–47.
Ibrahim N, Idris A. -Hepatitis B awareness among medical students and their vaccination status at Syrian Private University. Hepatitis Res Treat 2014; 131920.
World Health Organization. World Health Organization Hepatitis B.htm. Geneva. Available from: http://www.whohepatitisB.htm. [Last accessed on 2018 Jul 10].
World Health Organization. Global hepatitis report. 2017. Available from: http://www.who.int/en/news-room/fact-sheets/detail/hepatitis-B/ WHO.
WHO. Global Progress Report on HIV, Viral Hepatitis and Sexually Transmitted Infections; WHO: Geneva, Switzerland, 2021.