NEUROVEGETATIVE AND ELECTRO ENCEPHALOGRAPHIC CHANGES IN ADOLESCENTS WITH SUBCLINICAL THYROID DYSFUNCTIONS FROM MILDLY IODINE DEFICIENT AREAS OF GEORGIA

NEUROVEGETATIVE AND ELECTRO ENCEPHALOGRAPHIC CHANGES IN ADOLESCENTS WITH SUBCLINICAL THYROID DYSFUNCTIONS FROM MILDLY IODINE DEFICIENT AREAS OF GEORGIA

ავტორები

  • ნატო ნატროშვილი ევროპის უნივერსიტეტი
  • ნუნუ ბერიძე ევროპის უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2023.06.20

საკვანძო სიტყვები:

neurovegetative, electroencephalographic changes, adolescents, iodine deficient, Georgia

ანოტაცია

მიზანი. ვინაიდან თანამედროვე ლიტერატურაში ნაკლებად არის გაშუქებული ნევროლოგიური დარღვევების სიხშირე და ხასიათი სუბკლინიკური თირეოიდული დისფუნქციების ფონზე, ჩვენ მიზნად დავისახეთ შეგვესწავლა ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციის და ეეგ მაჩვენებლების ცვლილებების თავისებურებების იოდდეფიციტურ რეგიონებში მცხოვრებ მოზარდებში.

მასალა და მეთოდები 120 მოზარდის საერთო ჯგუფიდან შევარჩიეთ 42 მოზარდი 13-17 წლის ასაკის (30 სუბკლინიკური ჰიპოთირეოზით, 12 სუბკლინიკური ჰიპერთირეოზით) და 20 მოზარდი ეუთირეოიდული მდგომარეობით ჯგ.3., ყველა მათგანი სომატურად ჯანმრთელი იყო. იოდურია რეგიონებში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, შეესაბამებოდა მსუბუქი იოდდეფიციტისთვის არსებული დიაპაზონის ქვედა მესამედს (მედიანა 64,6 მკგ/ლ). ეეგ კვლევა ჩატარდა 21 არხიან ენცეფალოგრაფ „Braintest-ის გამოყენებით, ხოლო ვეგეტატიური ნერვული სისტემის ტონუსის შესწავლა - კერდოს ინდექსის გამოთვლის შედეგად შემდეგი ფორმულის გამოყენებით: K=(1–D/P). ვეგეტოდისტონიის დიაგნოზის ვერიფიცირება სუბიექტური და ობიექტური მონაცემების საფუძველზე მოსკოვის ვეგეტოპათოლოგიის ცენტრის ა.მ.ვეინის (1981) ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული პაკეტის მიხედვით ხდებოდა. მიღებული შედეგების სტატისტიკური დამუშავება მოხდა კომპიუტერული პროგრამა Epinfo-ს გამოყენებით.

სუბკლინიკური დისფუქციების მქონე პაციენტების 58%-ს აღენიშნებოდა სუბიექტური ჩივილები: თავის ტკივილები, აგზნება, ჭირვეულობა, ემოციური ლაბილობა, ადინამია, სისუსტე, იოლად დაღლა, ძილის დარღვევები, მეხსიერების დარღვევები, გულის ფრიალი, კიდურების გაციება ან დაბუჟება. ობიექტური გასინჯვით: აკომოდაციის და კონვერგენციის დარღვევა ჰქონდა 1, 2 და 3 ჯგუფებში 5, 6, და 1,5% სათანადოდ. ჰიპორეფლექსია 1 და მე-3 ჯგუფებში 12% და 3%. სუბკლინიკური ჰიპერთირეოზის მქონე პაციენტების 50%-ს გამოუვლინდა ჰიპერრეფლექსია. შტატიკური ატაქსია 10, 9 და 1% შემთხვევაში, სათანადოდ; მგრძნობელობის დაქვეითება 20, 15 და 4%. სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტების 25%-ს აღენიშნებოდა ვეგეტოდისტონია პარასიმპატოტონუსის მომატებით. სუბკლინიკური ჰიპერთირეოზის 20% სიმპატიკოტონიის სახით გამოვლინდა. ეუთირეოიდულ პაციენტებში 10% შემთხვევაში გამოვლინდა და სჭარბობდა პარასიმპათიკოტონია, მათი ეეგ მონაცემების ვიზუალური ანალიზით 64% ნორმის ვარიანტი აღმოჩნდა, 9%-დეზორგანიზებული და 4%-დესინქრონიზებული. პათოლოგიური ტიპი არ აღენიშნებოდათ. სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის დროს გამოიხატება დესინქრონიზირებული ეეგ აქტივობით (20%), დეზორგანიზებული 19%, დეზორგანიზებულ-დესინქრონიზებული 19%, ნორმის ვარიანტი 42%.

პაციენტებში სუბკლინიკური ჰიპერთირეოზით: დეზორგანიზებული ეეგ ტიპი - 40%, დესინქრონიზებული - 15%, ნორმალური - 45%.

დასკვნა: 1. გარემოში მსუბუქი იოდდეფიციტის პირობებშიც კი ადგილი აქვს ფარისებრი ჯირკვლის სუბკლინიკური დისფუნქციების განვითარებას, რაც მეტად გავრცელებულია სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის სახით. 2. სუბკლინიკური თირეოიდული დისფუნქციის დროს მოზარდებში აღმოჩენილია პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქციის მინიმალური ნიშნები. 3. ვეგეტოდისტონიის კლინიკური ნიშნები მაღალი სიხშირით გამოვლინდა მოზარდებში ჰიპოთირეოზით (პარასიმპატიკოტონიის სახით) და ჰიპერთირეოზის დროს სიმპათოკოტონიის სახით. 4. მსუბუქი იოდდეფიციტის ფონზე მოზარდებში განვითარებული ნერვული სისტემის დისფუნქცია მეტად გამოხატულია სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის დროს და დესინქრონიზირებული ეეგ აქტივობის სიჭარბით ვლინდება.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

ზ. სეხნიაშვილი, მ.გორდელაძე, მ. სვანიძე, იოდდეფიციტური დაავადებები. „მეცნიერება“, თბილისი, 2000.

Delange F. Iodine deficiency as a cause of brain damage. Post grad. Med.J. 2001;77:217–220.

Mussa G.C., Zalfaroni M., Mussa F. thyroid and growth: thyroid hormones and development of nervous system. J, Endocrinol. Invest.1989;12:85–94.

Bernal J., Nunez J. Thyroid hormones and brain development. Eur.J. Endocr.1995; 133(4):390-398.

Gupta N, Arora M, Sharma R, Arora KS. Peripheral and Central Nervous System Involvement in Recently Diagnosed Cases of Hypothyroidism: An Electrophysiological Study. Ann Med Health Sci Res. 2016 Sep-Oct;6(5):261-266. doi: 10.4103/amhsr.amhsr_39_16. PMID: 28503341; PMCID: PMC5414436.

Matthew D. Ettleson, Avva Raine, Alice Batistusso. Samuel P. Batista et al. Brain fog in hypothyroidism: Understanding the Patient’s Perspectives. Encr. Pract.2022, Mar; 28 (3): 257- 64

Carel Bulence. Neurologic Complications of Hyperthyroidism. Arch Neurol.1981;38,(10),669-70

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-28

როგორ უნდა ციტირება

ნატროშვილი ნ., & ბერიძე ნ. (2023). NEUROVEGETATIVE AND ELECTRO ENCEPHALOGRAPHIC CHANGES IN ADOLESCENTS WITH SUBCLINICAL THYROID DYSFUNCTIONS FROM MILDLY IODINE DEFICIENT AREAS OF GEORGIA. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (6). https://doi.org/10.52340/jecm.2023.06.20

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 15 16 17 18 19 20 21 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...