ტრიქინელოზის ეპიდემიოლოგია საქართველოში
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2023.04.42საკვანძო სიტყვები:
Trichinellosis, epidemiology, Georgiaანოტაცია
ტრიქინელოზი 21-ე საუკუნის პირველ წლებში ინტენსიურად იყო გავრცელებული ქვეყანაში, ხოლო 2007 წლიდან ერთეული შემთხვევების სახით გვხვდებოდა, რაც განპირობებული იყო როგორც მსოფლიოში, ისე ქვეყანაში გავრცელებული ღორის აფრიკული ჭირით და ღორის პოპულაციის შემცირებით ქვეყანაში. 2023 წლიდან შემთხვევების მომატება განაპირობა ამ ცხოველების კვლავ მოშენებამ და ღორის პოპულაციის ზრდამ. კახეთში ინციდენტობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია ამ რეგიონის კვების თავისებურებებით. ტრიქინელოზის შემთხვევები ძირითადად ზამთრის პერიოდში რეგისტრირდება, ვინაიდან შემთხვევათა უმრავლესობა ღორის ხორცითაა გამოწვეული, დროის ეს პერიოდი სწორედ ღორის დაკვლის ტრადიციულ დროს ემთხვევა. 15 წლამდე ასაკის ბავშვთა კონტიგენტში ტრიქინელოზის შემთხვევები პრაქტიკულად არ გვხვდება. ტრიქინელოზის მაჩვენებლის შესამცირებლად მნიშვნელოვანია როგორც ვეტერინარული, ისე სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა და სამედიცინო პერსონალისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
Downloads
წყაროები
Wilson NO, Hall RL, Montgomery SP, Jones JL. Trichinellosis surveillance-United States, 2008-2012. MMWR Surveill Summ. 2015 Jan 16;64(1):1-8.
https://www.ecdc.europa.eu/sites/default/files/documents/Trichinellosis-AER_2020_Final.pdf
Калюс В.А. Трихинеллез (трихинез) человека: дис. ... докт. мед наук. 1946.
მარუაშვილი გ. ტრიქინელოზის შესახებ საქართველოში. ს.ს.ვირსალაძის სახელობის მალარიისა და სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის ბიულეტენი. 1952; 1(15):36-43.
მარუაშვილი გ. ტრიქინელოზით დაავადების ერთი აფეთქების შესახებ. «საბჭოთა მედიცინა». 1970; 3:50-53.
Маруашвили Г.М., Сакварелидзе Л.А., Матикашвили И.Г. О трихинеллезе в Грузии. Медицинская паразитология и паразитарные болезни. 1957; 1:68.
იაშვილი ნ. ადამიანის ტრიქინელოზით ავადობა და მისი შემცირების ღონისძიებები საქართველოში: მედ. მეცნ. კანდ. დის. 1995.
იაშვილი ი., ზირაქიშვილი ლ., ზენაიშვილი ო. ტრიქინელოზის კლინიკურ ეპიდემიოლოგიური დახასიათება საქართველოში. ს.ს.ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. სამეცნიერო შრომათა კრებული. 2001, XXXIII:72-75.