“სისტემური მიმოხილვა და მეტა-ანალიზი“-ს ელექტიური სასწავლო კურსის შემუშავება
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2019.02ანოტაცია
დღესდღეობით მედიცინაში ძალიან ბევრი პუბლიკაცია არსებობს სხვადასხვა თემაზე და უაღრესად ძნელია იმის გადაწყვეტა, თუ რომელი შედეგები არის უკეთესი და რომელი რეკომენდაციებია შესასრულებელი. სისტემური მიმოხილვა საშუალებას იძლევა, შევაჯამოთ სხვადასხვა კვლევის შედეგი (ხარისხობრივი შეფასება). ზოგჯერ, აგრეთვე შესაძლებელია მეტა-ანალიზის (რაოდენობრივი შეფასება) ჩატარება, რომელიც შედარებით ახალი სტატისტიკური მეთოდია. მეტა-ანალიზის შედეგად ხდება სხვადასხვა ინდივიდუალური კვლევებიდან მონაცემების გაერთიანება და კლინიკური ეფექტის ან დიაგნოსტიკური სიმძლავრის ზუსტი მაჩვენებლის წარდგენა [2,3,9]. სისტემური მიმოხილვა არის მნიშვნელოვანი იარაღი, რომ შევისწავლოთ და შევაჯამოთ მოცემული სამედიცინო კვლევითი შეკითხვის ირგვლივ არსებული მონაცემები. ნარატიული მიმოხილვისგან განსხვავებით სისტემური მიმოხილვა ხასიათდება მკაფიოდ განსაზღვრული კვლევითი შეკითხვისა და ნათლად აღწერილი მეთოდების ნაწილით. მეტა-ანალიზი გვთავაზობს სისტემურ და რაოდენობრივ მიდგომას, რათა ვუპასუხოთ მნიშვნელოვან თერაპიულ, დიაგნოსტიკურ და პრევენციულ შეკითხვებს [4].
Downloads
წყაროები
Bashir Y1, Conlon KC2. Step by step guide to do a systematic review and meta-analysis for medical professionals. Ir J Med Sci. 2018 May;187(2):447-452.
Cochrane handbook for systematic reviews. Cochrane Handbook for Systematic Reviews of Interventions 1st Edition by Julian P. T. Higgins (Editor), Sally Green (Editor). 2008
Finding What Works in Health Care: Standards for Systematic Reviews. Jill Eden, Laura Levit, Alfred Berg, and Sally Morton, Editors. 2011
Harris JD, Quatman CE, Manring MM, Siston RA, Flanigan DC. How to write a systematic review.Am J Sports Med. 2014 Nov;42(11):2761-8.
Liberati A, Altman DG, Tetzlaff J, et al. The PRISMA statement for reporting systematic reviews and meta-analyses of studies that evaluate health care interventions: explanation and elaboration.J Clin Epidemiol. 2009 Oct;62(10):e1-34.
Michaud P-A, Stronski S, Fonseca H, MacFarlane A. The development and pilot-testing of a training curriculum in adolescent medicine and health. Journal of Adolescent Health. 2004 Jul;35(1):51–7.
Moher D, Liberati A, Tetzlaff J, Altman DG; PRISMA Group. Preferred reporting items for systematic reviews and meta-analyses: the PRISMA statement. Int J Surg. 2010;8(5):336-41.
O’Riordan F. Curriculum Development Discourse and Practice.Stud Health Technol Inform. 2018;256:561-571.
Systematic Reviews in Health Care: Meta-Analysis in Context 2nd Edition by Matthias Egger (Editor), George Davey-Smith (Editor), Douglas Altman (Editor) 2011