კოვიდ-19 და მრავალფორმიანი ერითემა: კლინიკური კონტექსტი

კოვიდ-19 და მრავალფორმიანი ერითემა: კლინიკური კონტექსტი

ავტორები

  • ხათუნა კუდავა
  • რუსუდან ლაცაბიძე

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2022.06.017

ანოტაცია

კოვიდ-19-ის კანის მანიფესტაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაავადების დიაგნოსტიკასა და მიმდინარეობის შეფასებაში. ჩატარებული კვლევები გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას კორონავირუსით დაავადებული სხვადასხვა ასაკის პაციენტებში კანზე გამონაყარის შესახებ. არსებობს კვლევებიც, რომლებიც აღწერს მრავალფორმიანი ერითემის გამონაყარის გაჩენას კოვიდ-19-ის მქონე პაციენტებში. ჩვენ განვიხილავთ კავშირს კოვიდ-19 და მრავალფორმიან ერითემას შორის კლინიკურ კონტექსტში. წარმოგიდგენთ ორ საინტერესო შემთხვევას. პირველი შემთხვევა ეხება 19 წლის ქალს, ანამნეზში იდიოპათიური მორეციდივე მრავალფორმიანი ერითემით. ჩვენთვის საინტერესო მეორე პაციენტი იყო 22 წლის 14 კვირის ორსული ქალი. პაციენტს ჰქონდა ატოპიური დერმატიტის ისტორია. პირველ შემთხვევაში, კოვიდ-19 ინფექცია არ აღმოჩნდა მრავალფორმიანი ერითემის გამწვავების მაპროვოცირებელი ფაქტორი. დაინფიცირების შემდეგ პაციენტს კანზე გამოუვლინდა ამ ინფექციასთან ასოცირებული აკრალური პურპურული გამონაყარი. მეორე შემთხვევაში კოვიდ-19 აღმოჩნდა მრავალფორმიანი ერითემის ეტიოლოგიური მიზეზი და პაციენტს განუვითარდა გამონაყარი. კოვიდ-19 ინფექციისა და მრავალფორმიანი ერითემის კლინიკურ კონტექსტში განხილვა მნიშვნელოვანია და საჭიროებს შემდგომ დეტალურ შესწავლას.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Giulia Daneshgaran, Danielle P Dubin, Daniel J Gould. Cutaneous Manifestations of COVID-19: An Evidence-Based Review; Am J Clin Dermatol 2020; 21(5):627-639.

Michael Gottlieb, Brit Long. Dermatologic manifestations and complications of COVID-19. Am J Emerg Med 2020; 38(9):1715-1721.

Uwe Wollina, Ayşe Serap Karadağ, Christopher Rowland-Payne, Anca Chiriac, Torello Lotti. Cutaneous signs in COVID-19 patients: A review. Dermatol Ther 2020; 33(5): e13549.

Harjas Singh, Harleen Kaur, Kanhaiya Singh, Chandan K Sen. Cutaneous Manifestations of COVID-19: A Systematic Review. Adv Wound Care (New Rochelle) 2021; 10(2):51-80.

Genovese G, Moltrasio C, Berti E, Marzano AV. Skin Manifestations Associated with COVID-19: Current Knowledge and Future Perspectives. Dermatology. 2021; 237(1):1-12.

Luigi Bennardo, Steven Paul Nisticò, Stefano Dastoli, Eugenio Provenzano, Maddalena Napolitano, Martina Silvestri, Maria Passante, Cataldo Patruno. Erythema Multiforme and COVID-19: What Do We Know? Medicina (Kaunas) 2021; 16; 57(8):828.

Olayemi Sokumbi, David A Wetter. Clinical features, diagnosis, and treatment of erythema multiforme: a review for the practicing dermatologist. Int J Dermatol 2012; 51(8):889-902.

Kathryn P Trayes, Gillian Love, James S Studdiford. Erythema Multiforme: Recognition and Management. Review Am Fam Physician 2019; 15; 100(2):82-88.

Marianne Lerch, Carlo Mainetti, Benedetta Terziroli Beretta-Piccoli, Thomas Harr. Current Perspectives on Erythema Multiforme. Review Clin Rev Allergy Immunol. 2018; 54(1):177-184.

Natasha Favoretto Dias de Oliveira, Denise Miyamoto, Celina Wakisaka Maruta, Valeria Aoki, Claudia Giuli Santi. Recurrent erythema multiforme: A therapeutic proposal for a chronic disease. J Dermatol 2021; 48(10):1569-1573.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-09-06

როგორ უნდა ციტირება

კუდავა ხ. ., & ლაცაბიძე რ. . (2022). კოვიდ-19 და მრავალფორმიანი ერითემა: კლინიკური კონტექსტი. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (6). https://doi.org/10.52340/jecm.2022.06.017

გამოცემა

სექცია

Articles
Loading...