სქესობრივი დიმორფიზმის ჩონჩხის მარკერები: ადამიანის ჩონჩხის ანატომიური ანალიზი
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2026.03.02საკვანძო სიტყვები:
Sexual dimorphism, morphometric analysis, pelvic morphology, craniofacial dimorphismანოტაცია
მიზანი: მამაკაცისა და ქალის ძვლოვანი სისტემების ისეთი ანატომიური განსხვავებების სტრუქტურირებული მიმოხილვა, რომლებიც ადასტურებენ იდენტიფიკაციისთვის მნიშვნელოვან სქესობრივ დიმორფიზმს; ჩონჩხის სხვადასხვა ანატომიური ნაწილების (მენჯის, თავის ქალას და კიდურების ლულოვანი ძვლების) მორფოლოგიურ ვარიაციებზე ფოკუსირება, და მათი სქესობრივ განსხვავებებზე მსჯელობა.
მეთოდი: მამაკაცისა და ქალის ძვლოვანი სისტემების მიმოხილვითი ანალიზი.
შედეგი: მენჯი ავლენს დიმორფიზმის უმაღლეს დონეს, განსაკუთრებით თეძოს ძვლის ფორმაში, ბოქვენის კუთხესა და მენჯის საერთო პროპორციებში, რაც აქცევს მას სქესის შეფასების ყველაზე სანდო მიდგომად. თავის ქალას ძვლების განსხვავებები გამოიხატება სიმტკიცის, კუნთების მიმაგრების ზედაპირებისა და ქალა-სახის პროპორციების ვარიაციით, ხოლო კიდურების გრძელი ლულოვანი ძვლები ავლენენ განსხვავებებს სიგრძეში, ძვლოვანი კომპაქტური ნივთიერების სისქესა და სტრუქტურულ სიმტკიცეში. მიუხედავად იმისა, რომ ჩონჩხის ცალკეული ელემენტები განსხვავდებიან დიაგნოსტიკური სანდოობით, მათი კომბინირებული შეფასება აუმჯობესებს სქესის განსაზღვრის სიზუსტეს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია სასამართლო ანთროპოლოგიაში; ჩონჩხის იდენტიფიკაცია გადამწყვეტ როლს ასრულებს სამედიცინო-სამართლებრივ გამოკვლევებში.
დასკვნა: წარმოდგენილი მიმოხილვა, ჩონჩხის მახასიათებლების ერთ სტრუქტურირებულ ჩარჩოში ინტეგრირებით, ხელს უწყობს სქესზე დაფუძნებული ანატომიური ვარიაციის უფრო მკაფიო გაგებას სამედიცინო და სასამართლო პრაქტიკაში.
Downloads
წყაროები
1. Datta, A., Siddappa, S. C., Gowda, V. K., et al. (2015). A study of sex determination from human mandible using various morphometrical parameters. Indian Journal of Forensic and Community Medicine, 2(3), 158–166.
2. Del Bove, A., Menéndez, L., Manzi, G., Moggi-Cecchi, J., Lorenzo, C., & Profico, A. (2023). Mapping sexual dimorphism signal in the human cranium. Scientific Reports, 13, 16847. https://doi.org/10.1038/s41598-023-43007-y
3. Dwight, T. (1905). The size of the articular surfaces of the long bones as characteristic of sex: An anthropological study. American Journal of Anatomy, 4(1), 19–31.
4. Fischer, B., & Mitteroecker, P. (2017). Allometry and sexual dimorphism in the human pelvis. The Anatomical Record, 300(4), 698–705.
5. Leong, A. S. (2006). Sexual dimorphism of the pelvic architecture: A response to evolutionary forces by natural and sexual selection. McGill Journal of Medicine, 9(1), 61–66.
6. Moore, K. L., Dalley, A. F., & Agur, A. M. R. (2014). Clinically oriented anatomy (7th ed.). Lippincott Williams & Wilkins.
7. Setianingsih, H. (2011). The differences between male and female skulls in several anthropometric measurements. https://dspace.hangtuah.ac.id/xmlui/bitstream/handle/dx/732/BOOK%20-%20THE%20FUTURE%20ANATOMY%20-6th%20APICA.pdf?sequence=1&isAllowed=y


