რადიოლოგიურ პარამეტრებზე დაფუძნებული სტრატეგიის ეფექტურობა ინციზიური თიაქრების მკურნალობაში

რადიოლოგიურ პარამეტრებზე დაფუძნებული სტრატეგიის ეფექტურობა ინციზიური თიაქრების მკურნალობაში

ავტორები

  • ემზარ დიასამიძე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი image/svg+xml
  • თამაზ გვენეტაძე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ელგუჯა არდია საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2025.05.15

საკვანძო სიტყვები:

incisional hernias, radiological parameters, strategy

ანოტაცია

შესავალი: ინციზიური თიაქრების აღდგენა, ჰერნიოპლასტიკის მეთოდისა და საპროთეზო მასალის შერჩევა კვლავ რჩება აქტუალური ზოგადი ქირურგებისა და ჰერნიოლოგებისთვის. პრობლემური საკითხია სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის მიუღწეველი კონსესუსი თიაქრის ზომასა და ოპერაციის სიღრმეს შორის და ასევე ინციზიური თიაქრების შესაძლო კავშირი მეტაბოლურ დარღვევებთან, რაც თიაქრის ფორმირების ან შემდგომი რეციდივის წინაპირობაა. დიფერენცირებული მიდგომა თიაქრის ზომისა და მუცლის წინა კედლის კუნთოვან აპონევროზული სტრუქტურების პარამეტრების გათვალისწინებით შესაძლოა იძლეოდეს ჰერნიოპლასტიკის ოპტიმალური მეთოდების შერჩევის შესაძლებლობას.

მეთოდები: კვლევაში ჩართული იყო 216 პაციენტი, რომელთაც აღენიშნებოდათ სხვადასხვა ზომისა და ლოკალიზაციის თიაქარი. I ჯგუფი - 136, II ჯგუფი - 80 პაციენტი. პაციენტებს წინასწარ უტარდებოდათ რადიოლოგიური კვლევები, I ჯგუფის პაციენტებს უტარდებოდათ კომპიუტერული ტომოგრაფია და ულტრასონოგრაფია სწორი კუნთისა და დეფექტის თანაფარდობის, სწორი კუნთის სისქისა და სიმკვრივის შესაფასებლად და სხვა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. თუმცა, მოგვიანებით კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ულტრასონოგრაფიის მონაცემების თანხვედრის გამო, ფინანსური და სამედიცინო ასპექტებიდან (სხივური დატვირთვა) გამომდინარე ვასრულებდით მხოლოდ ულტრასონოგრაფიულ კვლევას და წინასწარ ვირჩევდით ჰერნიოპლასტიკის მეთოდს და საპროთეზო მასალის სახეობას და ზომას. II (საკონტროლო) ჯგუფში მოხვდნენ პაციენტები, რომელთა შემთხვევაში დიაგნოზი დასმული იყო კლინიკური მონაცემების საფუძველზე და არ იყო განსაზღვრული თიაქრის ზუსტი ზომა, ლოკალიზაცია; ჰერნიოპლასტიკის მეთოდი შეირჩეოდა ინტრაოპერაციულად. მეთვალყურეობის პერიოდი 12 თვე.

შედეგები: I ჯგუფში პაციენტებს, რომელთაც ჰქონდათ რექტუსისა და დეფექტის შეფარდების მაღალი მაჩვენებელი (>1.4) და რადიოლოგიურად მკვრივი და სქელი მუცლის სწორი კუნთი (>14.4მმ) ჩაუტარდათ Onlay ტექნიკით თიაქრის აღდგენის ოპერაცია. პაციენტებს, რომელთა სწორი კუნთისა და დეფექტის შეფარდება იყო <1.4 და >1.28-ზე, ამავდროულად მუცლის სწორი კუნთის სისქე >14.4მმ-ზე, ჩაუტარდათ თიაქრის აღდგენის ოპერაცია Sublay ტექნიკით. იმ პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ სწორი კუნთის სისქე <14.4 მმ-ზე და/ან რექტუსისა და დეფექტის შეფარდება <1.39-ზე, ჩაუტარდათ თიაქრის აღდგენის ოპერაცია მხოლოდ Onlay ტექნიკით. საკონტროლო ჯგუფში თიაქრის აღდგენის შესაბამისი მეთოდი განისაზღვრა ინტრაოპერაციულად. ოპერაციის საშუალო ხანგრძლივობა I ჯგუფში მნიშვნელოვნად ნაკლები იყო მეორე ჯგუფთან შედარებით (I ჯგუფი 60±6, II ჯგუფი 90±8). ოპერაციის შემდგომ საწოლდღეების რაოდენობამ შეადგინა: I ჯგუფში 4±0.3, II ჯგუფში 5±0.2. პოსტოპერაციული გართულებები (ჭრილობის ინფიცირება, სერომა, ქრონიკული ტკივილი, გრანულომის ფორმირება და სხვ.) ფასდებოდა ჰოსპიტალიზაციის განმავლობაში ყოველდღიურად, ოპერაციიდან 1 თვის, 3 თვის, 6 თვის და 12 თვის შემდეგ; საკვლევ ჯგუფში საკონტროლო ჯგუფთან შედარებით ნაკლები იყო გართულებების და რეციდივის შემთხვევები.

დასკვნა: დიფერენცირებული მიდგომა ინციზიური თიაქრების მკურნალობაში იძლევა პრეოპერაციულად ჰერნიოპლასტიკის მეთოდისა და საპროთეზო მასალის სახეობისა და ზომის ადექვატური შერჩევის შესაძლებლობას. ჰერნიოპლასტიკის დიფერენცირებული მიდგომა იძლევა პოსტოპერაციული გართულებების და თიაქრის რეციდივის შემცირების შესაძლებლობას; ამცირებს ოპერაციის ხანგრძლივობას და სტაციონარში დაყოვნების ხანგრძლივობას, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს პაციენტების დროულ გამოჯანმრთელებას და რეაბილიტაციას, ამავდროულად ამცირებს ფინანსურ დანახარჯებს.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Hope WW, Tuma F. Incisional Hernia. 2023 Jun 12. In: StatPearls [Internet]. Treasure Island (FL): StatPearls Publishing; 2024 Jan

Muysoms, F.E., Antoniou, S.A., Bury, K. et al. European Hernia Society guidelines on the closure of abdominal wall incisions. Hernia 19, 1–24 (2015)

Ortega-Deballon P, Renard Y, de Launay J, et al. Incidence, risk factors, and burden of incisional hernia repair after abdominal surgery in France: a nationwide study. Hernia. 2023 Aug;27

Ahn BK. Risk factors for incisional hernia and parastomal hernia after colorectal surgery. J Korean Soc Coloproctol. 2012 Dec;28(6):280-1. doi: 10.3393/jksc.2012.28.6.280. Epub 2012 Dec 31. PMID: 23346503; PMCID: PMC3548139.

Muysoms FE, Miserez M, Berrevoet F, et al. Classification of primary and incisional abdominal wall hernias. Hernia. 2009 Aug;13

Halligan S, Parker SG, Plumb AA, Windsor ACJ. Imaging complex ventral hernias, their surgical repair, and their complications. Eur Radiol. 2018 Aug;28(8):3560-3569. doi: 10.1007/s00330-018-5328-z. Epub 2018 Mar 12. PMID: 29532239; PMCID: PMC6028851.

Baucom RB, Beck WC, et al. Comparative Evaluation of Dynamic Abdominal Sonography for Hernia and Computed Tomography for Characterization of Incisional Hernia. JAMA Surg. 2014 Jun;149(6):591-6. doi: 10.1001/jamasurg.2014.36. PMID: 24871859.

Townsend, Courtney M. Sabiston textbook of surgery: the biological basis of modern surgical practice, 21st international edition. 21 Missouri: Elsevier, 2022.

Venclauskas L, Maleckas A, Kiudelis M. One-year follow-up after incisional hernia treatment: results of a prospective randomized study. Hernia 2010;14:575–582.

Demetrashvili Z, Pipia I, Loladze D, Metreveli T, Ekaladze E, Kenchadze G, Khutsishvili K. Open retromuscular mesh repair versus onlay technique of incisional hernia: A randomized controlled trial. Int J Surg. 2017 Jan;37:65-70. doi: 10.1016/j.ijsu.2016.12.008. Epub 2016 Dec 9. PMID: 27940291.

Colombo M, Maggioni A et al. A randomized comparison of continuous versus interrupted mass closure of midline incisions in patients with gynecologic cancer. Obstet Gynecol 1997;89:684-9.

Höer J, Lawong G, Klinge U, Schumpelick V. Einflussfaktoren der Narbenhernienentstehung. Retrospektive Untersuchung an 2.983 laparotomierten Patienten über einen Zeitraum von 10 Jahren [Factors influencing the development of incisional hernia. A retrospective study of 2,983 laparotomy patients over a period of 10 years]. Chirurg. 2002 May;73(5):474-80. German. doi: 10.1007/s00104-002- 0425-5. PMID: 12089832.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-04

როგორ უნდა ციტირება

დიასამიძე ე., გვენეტაძე თ., & არდია ე. (2025). რადიოლოგიურ პარამეტრებზე დაფუძნებული სტრატეგიის ეფექტურობა ინციზიური თიაქრების მკურნალობაში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (5), 83–90. https://doi.org/10.52340/jecm.2025.05.15

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...