სამედიცინო პროფილის სტუდენტების ცოდნისა და დამოკიდებულების რაოდენობრივი კვლევა ადამიანის პაპილომავირუსსა (აპვ) და მის ვაქცინაციაზე საქართველოში
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2024.05.16საკვანძო სიტყვები:
HPV Knowledge, HPV Vaccination, HPV Attitudes, Medical Students, Georgiaანოტაცია
ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ) წარმოადგენს გავრცელებულ სქესობრივად გადამდებ ინფექციას (სგგი), რომელსაც გააჩნია მნიშვნელოვანი გლობალური ზემოქმედება. სამედიცინო პროფილის სტუდენტები არიან მომავალი ჯანდაცვის სერვისების პროვაიდერები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან პაციენტების განათლებაზე აპვ-ს შესახებ და ექნებათ მნიშვნელოვანი როლი მათთვის აპვ ვაქცინაციის რეკომენდირებაზე. კვლევაში გამოყენებულია ჯვარედინი კვლევის დიზაინი. მონაცემები შეგროვდა 2 თვის პერიოდში (მაისი-ივნისი, 2024). მონაცემთა ანალიზისთვის გამოყენებულია აღწერითი სტატისტიკა და მულტივარიანტული ბინარული ლოჯისტიკური რეგრესიის ანალიზი. კვლევაში გამოყენებულია 202 შევსებული კითხვარი. იმის მიუხედავად, რომ აპვ-ს რისკების მიმართ მაღალია ცნობადობა, განსაკუთრებით ქალებში, კვლევის დროს გამოვლინდა განათლების ნაკლებობა აპვ-ს კავშირთან სხვადასხვა ტიპის კიბოების მიმართ მამაკაცებში და ასევე ლიმიტირებულია ცნობადობა აპვ-ს პრევენციის მეთოდებზე. მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილი გამოთქვამს შეშფოთებას ვაქცინის გვერდითი მოვლენების მიმართ და ემხრობა მისინფორმაციებს ვაქცინის უსაფრთხოებაზე. ბინარული ლოჯისტიკური რეგრესიის ანალიზმა გამოავლინა, რომ აპვ-ს მიმართ ჯანმრთელობის რისკების ცოდნა, განსაკუთრებით კაცებში არის ვაქცინაციის ინტენციის მნიშვნელოვანი პრედიქტორი. შედეგები ნათლად გვანახებს სამედიცინო პროფილის სტუდენტების აპვ-ს და მისი ვაქცინაციის მიმართ განათლების დონისა და დამოკიდებულების სურათს თბილისში, საქართველოში.
Downloads
წყაროები
World Health Organization (WHO). (2023). One in three men worldwide are infected with genital human papillomavirus.
Centers for Disease Control and Prevention (CDC). (2023). HPV (Human Papillomavirus). Retrieved from https://www.cdc.gov/hpv/parents/about-hpv.html
HPV Information Centre. (2023). Georgia: Human Papillomavirus and Related Cancers, Fact Sheet 2023. https://hpvcentre.net/statistics/reports/GEO_FS.pdf?t=1598277942639
UNFPA Georgia. Cervical Cancer is preventable and curable.
https://georgia.unfpa.org/en/news/cervical-cancer-preventable-and-curable
World Health Organization (WHO). (2023). Human papillomavirus (HPV) and cervical cancer.
Georgia Department of Public Health. Genital Human Papillomavirus (HPV) Infection. https://dph.georgia.gov/genital-human-papillomavirus-hpv-infection
Lee, C. H., et al. (2020). Factors associated with medical students’ willingness to recommend the human papillomavirus (HPV) vaccine. Preventive Medicine Reports, 17, 101054.
Rivera, M. I., et al. (2024). Medical students' knowledge about human papillomavirus (HPV), HPV vaccine and head and neck cancer. The Laryngoscope, 134(4), 881-887.
Morin, S., et al. (2023). Knowledge and attitudes of French medical students towards human papillomavirus (HPV) and HPV-related cancers: A cross-sectional survey. BMC Medical Education, 23(1), 1-10.
Martin, A., et al. (2013). Gaps in detailed knowledge of human papillomavirus (HPV) and the HPV vaccine among medical students in Scotland. BMC Public Health, 13(1), 1-8.
Larson, H. J., et al. (2019). The state of vaccine confidence 2018: Global insights through a 67-country survey. EBioMedicine, 48, 506-518.