სწავლებისა და შეფასების ელექტრონული სისტემის ზოგიერთი საკითხი არაქართულენოვან ჯგუფებში

სწავლებისა და შეფასების ელექტრონული სისტემის ზოგიერთი საკითხი არაქართულენოვან ჯგუფებში

ავტორები

  • მარიამი ჩოხარაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2021.545

საკვანძო სიტყვები:

სწავლება, შეფასება, მოსმენა, გაგება, გააზრება

ანოტაცია

სწავლების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შეფასებას მნიშვნელოვანი ად­გილი უჭირავს. შეფასება არის სასწავლო მიზნების მიღწევის ხარისხის დამდგენი მონაცემების შეგროვების, აღრიცხვისა და ანალიზის მუდმივი პროცესი, ენის შემსწავლელთა წარმატებისა და პროგრესის თანამიმდევრული შესწავლა. მოცემულ ნაშრომში ვეხებით ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლების და შეფასების საკითხებს; განვიხილავთ, უპირ­ვე­ლესად, სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ზოგიერთ სტრატეგიას, აქვე წარმოვადგენთ   ჩვენეულ ინოვაციას შეფასების სისტემაში. ეს ის სიახლეა, რომელზეც ვმუშაობ­დით კოლეგებთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოკ­ლე­ვადიანი საგანმანათლებლო პროგრამის „ქართული ენა უცხოელთათვის“ ფარგლებში.ნაშრომში შესაბამისი მასალის მოხმობით განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება ამა თუ იმ ელექტრონული რესურსის გამოყენება კონკრეტული ენობრივი კომპეტენციების გასავითარებლად და ცოდნის შესაფასებლად. აქვე აღვნიშნავთ, რომ სტატიაში, ძირითადად, გადმოცემულია ჩვენი პირადი გამოცდილება, რომელიც სწავლების პროცესში დაგვიგროვდა, ის სიახლეები, რომელთა დანერგვაც ვცადეთ არაქართულენოვან მსმენელთა ჯგუფებში.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გაბუნია, ინასარიძე... 2011: გაბუნია კ., ინასარიძე მ., წერეთელი მ., ენის შეფასება და ტესტირება, თბილისი

გოჩიტაშვილი... 2010: გოჩიტაშვილი ქ., ლომინაძე თ., მანჯგალაძე მ., ენის ელექტრონული სწავლება და ვირტუალური სასწავლო გარემო, ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები, (127-132), თბილისი

გოჩიტაშვილი, 2013: გოჩიტაშვილი ქ., საინფორმაციო ტექნოლოგიები უცხო ენის სწავლა/სწავლების პროცესში, საერთაშორისო ჟურნალი მულტილინგვური განათლებისთვის, N 2, თბილისი, www.multilingualeducation.org

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-09-25
Loading...