ქართული ენის სწავლების ასპექტები არაქართულენოვანთათვის

ქართული ენის სწავლების ასპექტები არაქართულენოვანთათვის

ავტორები

  • გურამ გვენეტაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2021.536

საკვანძო სიტყვები:

განათლება, ინტეგრირება, ასპექტი, კომუნიკაცია, შეფასება

ანოტაცია

სტუდენტთა სოციალიზაცია, მათი ჯეროვნად მომზადება პროფესიული საქმიანობისადმი ზუსტად შეესატყვისება ბოლონიის პროცესის სულისკვეთებას. ამიტომაც გავიხადეთ იგი ჩვენი სასწავლო პროცესის ფუნდამენტად. გარდა ამისა, აღნიშნულ საქმიანობას გვავალდებულებს ჩვენი გამალებული სწრაფვა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებისათვის. ამიტომაც სრულიად გასაგებია, რომ უკვე დავამკვიდრეთ ახალი სამეცნიერო დარგი კომუნიკოლოგია, რომელსაც მყარი საფუძველი ჩაუყარეს გამოჩენილმა მეცნიერებმა, როგორებიც არიან სტუ პროფესორები: თემურ ჯაგოდნიშვილი და ივანე ჯაგოდნიშვილი. მათ მიერ გამოცემული წიგნები: „ვერბალური კომუნიკაცია“, „წერითი და ზეპირი კომუნიკაცია“, „აკადემიური წერა“ თუ სხვა სახელმღვანელოები ევროპელი და რუსი ტექსტოლოგების ნაშრომებთან წილნაყარია, სადაც ავტორთა კონცეფციები, მიგნებები და ხერხები მაღალმეცნიერულ დონეზე ამკვიდრებენ თანამედროვეობის მოთხოვნებს.  ქართული ენის სწავლებაში დიდ ყურადღებას ვაქცევთ არაქართულენოვანთა სპეციფიკური ელემენტების მომარჯვებას, როგორიცაა ენის განვითარების გზათა დადგენა და მერე მისი მართვა, ენის პრესტიჟის საკითხის გარკვევა, მისი როლის დაზუსტება ეროვნულობის განსაზღვრაში, მართებული ენობრივი პოლიტიკის მოდელების მოძიება და დამკვიდრება.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ჯაგოდნიშვილი თ., ჯაგოდნიშვილი ივ. (2017): „კომუნიკატორის ენობრივი პიროვნება“. „უნივერსალი“.

ჯავახიშვილი ივ., (1983): „ქართველი ერის ისტორია“, ტ. II. თბილისი.

ჯორბენაძე, ბ. (1989). „ქართული დიალექტოლოგია“, I. „მეცნიერება“. თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-09-25

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...