საბაკალავრო ნაშრომი და პლაგიატის დაძლევის სტრატეგიები
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2021.533საკვანძო სიტყვები:
საბაკალავრო ნაშრომი, პლაგიატი, ციტირება, პარაფრაზირება, შეჯამებაანოტაცია
საბაკალავრო ნაშრომში ისახება სტუდენტის მიერ მთელი სწავლების პროცესში დაგროვილი ცოდნა. მისი მიზანია კვლევითი უნარ-ჩვევების პრეზეტაცია და ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს სტუდენტისთვის დიპლომის მიღება-არმიღების საკითხს. ეს არის ერთ-ერთი საპასუხისმგებლო, საინტერესო და ამასთან ერთად, სტრესული სამუშაოც.საბაკალავრო ნაშრომის წერისას სტუდენტი სხვადასხვა ეტაპს გადის - დაწყებული თემის „აღმოჩენიდან“, პრობლემის განსაზღვრით, მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებით და დამთავრებული მისი საბოლოო სახით წარდგენამდე. ნაშრომის შესრულებაზე მიმართულ თითოეულ აქტივობას თავისი წონადობა გააჩნია. თუმცა, ორგანიზებულობა, თანმიმდევრულობა და აკადემიური სტანდარტების გათვალისწინება წერის ყველა ეტაპისთვის მნიშვნელოვანია.საუნივერსიტეტო სტანდარტის მიხედვით საბაკალავრო ნაშრომში ჩანს სტუდენტის დამოუკიდებელი კვლევის უნარი, სადაც მიღებული შედეგები ორიგინალურ ხედვასა და სამეცნიერო ინფორმაციაზე დაყრდნობილ რელევანტურ შეფასებებს ეფუძნება.საბაკალავრო ნაშრომით მკვლევარი წამოჭრის პრობლემას, აანალიზებს, ასაბუთებს და გვთავაზობს საკითხის გადაჭრის გზებს. აფასებს კვლევის შედეგებს და წარმოადგენს დასკვნებს. მუშაობის პროცესში იქმნება ახალი ცოდნა, რაც ეფუძნება ანალიზის უნარსა და კრიტიკულ აზროვნებას.საბაკალავრო ნაშრომის შესრულება, ისევე, როგორც სხვა ტიპის სამეცნიერო ტექსტების წერა გარკვეულ ფორმალურ მოთხოვნებს საჭიროებს, რაც განსაზღვრავს მის ფორმას, სტილს. წერის დაწყებამდე, მნიშვნელოვანია კონკრეტული საკვლევი საკითხის მოძებნა-დაზუსტება და მის გარშემო მოძრაობა, რადგან მრავალ საკითხზე წერა შეუძლებელია. გასათვალისწინებელია ძირითადი წესი - საკითხის დაკონკრეტება აადვილებს მუშაობის პროცესს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბრაიმანი, ა. (2012). კვლევის დასაწყისი: ლიტერატურის მიმოხილვა სოციალური კვლევის მეთოდები. https://old.tsu.ge/data/file_db/faculty_social_political/Alan%20Braimani%202012.pdf
ეკო, უ. (2012). როგორ დავწეროთ სადიპლომო ნაშრომი. http://mastsavlebeli.ge/?p=4358
https://sites.uclouvain.be/infosphere_boreal/fichiers_communs/module7/paraphrase.html
პლაგიატის პრობლემა და მისი აღქმა საქართველოში. (2016). კვლევის ანგარიში. http://www.osgf.ge/files/2016/Publications/Plagiat_-_ge_-_2016.pdf
ქავთარაძე, თ. ქასრაშვილი, ნ. საღინაძე, ნ. პატარიძე, ს. და საბაური, თ. (2019). აკადემიური მუშაობის საფუძვლები: პრაქტიკული სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. https://integrity.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/Academic-Writing-Toolkit-into-Georgian-akadmiuri-mushaobis-saphudzvlebi-praqtikuli-sakhelmdzghvanelo.pdf