ინოვაციები - კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ფორმირების მნიშვნელოვანი პირობა

ინოვაციები - კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ფორმირების მნიშვნელოვანი პირობა

ავტორები

  • ნანა რინკიაშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2021.530

საკვანძო სიტყვები:

ინოვაციური ეკონომიკა, ინოვაციები, კონკურენტული უპირატესობა, კონკურენტუნარიანი ეკონომიკა, გლობალიზაცია

ანოტაცია

საქართველოს ეკონომიკის  განვითარებისა და მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში მისი წარმატებული ინტეგრირებისათვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა  ინოვაციების განვითარებაზე აქცენტის გადატანა  და შედეგად კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ფორმირება. კონკურენტუნარიანი ეკონომიკის განვითარება, თანამედროვე გლობალიზაციის ეპოქაში,  ყველა ქვეყნისათვის  მნიშვნელოვანი გამოწვევა, განსაკუთრებით კი ისეთი ქვეყნისათვის როგორიც საქართველოა. ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესის გაღრმავების კვალობაზე  ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად გამწვავდა კონკურენცია გასაღების ბაზრებზე, უცხოურ ინვესტიციებზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე. დღეისათვის ქვეყნის განვითარების პერსპექტივა არსებული კონკურენტული უპირატესობების საფუძველზე შრომის საერთაშორისო დანაწილებაში ეფექტიანი მონაწილეობით განისაზღვრება. აშკარაა, რომ გლობალიზაციის პროცესი ცალკეული ქვეყნებისათვის მანამდე არნახული შესაძლებლობებისა და პერსპექტივების მატარებელია, თუმცა, იმავდროულად, იგი სუსტებისთვის იდენტურობის დაკარგვის საფრთხესაც წარმოადგენს. ასეთ პირობებში ცალკეული ქვეყნების წინაშე დგას ამოცანა: განსაზღვრონ მათ წინაშე მდგარი თანამედროვე გამოწვევები და საფრთხეები, დროულად განსაზღვრონ განვითარების მისაღები პრიორიტეტები.მსოფლიო ბაზარზე  კონკურენტუნარიანი ქვეყნის სტატუსის ჩამოყალიბება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ რეიტინგებზე, რომელსაც ყოველწლიურად აქვეყნებს  სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია.ქვეყნებს შორის გლობალური კონკურენტუნარიანობის  საკითხზე , მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი  მუშაობს. აღნიშნული ორგანიზაცია  ყოველ   წელს აქვეყნებს მსოფლიო  კონკურენტუნარიანობის ინდექს. სადაც მსოფლიოს ქვეყნების კონკურენტუნარიანობა და ბიზნესგარემო არის გაანალიზებული. ყოველ წელს დგება რეიტინგი, რომელიც ასახავს ქვეყნების კონკურენტუნარიანობის პოზიციებს მსოფლიოში.( გამონაკლისი იყო 2020 წელი, როდესაც პანდემიის გამო რეიტინგი არ განახლდა) . აღნიშნული ინდექსი ზომავს რამდენად კონკურენტუნარიანი ეკონომიკა აქვს ქვეყანას,  მაკროეკონომიკური გარემოს ხარისხს, სახელმწიფო ინსტიტუტების მდგომარეობას და ტექნოლოგიურ მზაობას კომპლექსური შეფასების გზით. ბუნებრივია კონკურენტუნარიანობის მაღალი ინდექსი, სიგნალს აძლევს მთელ მსოფლიოს  ქვეყნის მდგრად  განვითარებაზე, საივესტიცი გარემოს გაუმჯობესებაზე, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევაზე.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-09-25

გამოცემა

სექცია

ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ფინანსები

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...