მკითხველის ესთეტიკური ფენომენი გივი მარგველაშვილის პროზაში (ვინ ,,არის მკითხველი“)

მკითხველის ესთეტიკური ფენომენი გივი მარგველაშვილის პროზაში (ვინ ,,არის მკითხველი“)

ავტორები

  • მარი სიმონიშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2021.522

საკვანძო სიტყვები:

პოსტოდერნიზმი, გივი მარგველაშვილი, მეტაპროზა, ონტოტექსტი, დეკონსტრუქცია

ანოტაცია

ქართული პოსტმოდერნიზმის ძირითად მახასიათებლად ქცეულა მეტაპროზა ანუ ორმაგი კოდირების პრინციპი - ტექსტი ტექსტში, რომელშიც ეფექტი ენობრივი თამაშების ფორმით მიიღწევა. როდესაც ვსაუბრობთ ქართულ პოსტმოდერნიზმზე, უდიდეს ნოვატორად გვევლინება ცნობილი გერმანულენოვანი ქართველი ავტორი გივი მარგველაშვილი. მისი შემოქმედება პოსტმოდერნული ესთეტიკის თავისებური გამოხატულებაა და საგანგებო ყურადღებას იმსახურებს, ვინაიდან მისი ნაწარმოებები კლასიკური ტექსტების დეკონსტრუქციის თვალსაზრისით სათანადოდ არ არის გამოკვლეული. გივი მარგველაშვილმა ,ფაქტობრივად, ორი დიქტატურის პირობებში იცხოვრა - ფაშიზმსა და კომუნიზმში. რეპრესიებს შეწირული ოჯახი... ცხოვრების საუკეთესო წლების ზეწოლაში გატარება... მუდმივი დევნა და შევიწროება... ყოველივე ამის გადატანის შემდეგ მწერლის სიტყვები, რომ ის თავისი წიგნის გმირია და მარტოოდენ წიგნში აქვს ბინა, ბედისწერის ლოგიკურობის განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს. ქართველი პოსტმოდერნისტი ავტორის გატაცების საგანი ფრანგი ფილოსოფოსის ჟილ დელიოზის კონცეფციაა, რომლის მიხედვითაც ჩვენ წერტილებს არ ვსვამთ, არამედ ხაზებს ვავლებთ. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ ლიტერატურული გმირები ოდენ საკუთარ ტექსტებში კი არ ,,იმარხებიან, არამედ ისინი გარბიან ტექსტებიდანაც . გივი მარგველაშვილის პროზის ამოსავალ დებულებად ალბათ ეს ფრაზა გამოდგება - შეაჩერე სიკვდილი ტექსტებში! კანტისეული მაქსიმების გათვალისწინებით ის გულწრფელია მკითხველთან და გვთავაზობს იმ უმაღლეს პრინციპს, რომლის დაცვაც იქნებოდა სასურველად საყოველთაო ხასიათის. მისი პროზა ტექსტის ტექსტია, მეტაპროზაა, თავად ონტოტექსტს უწოდებს და მიიჩნევს, რომ წიგნის პერსონაჟები იგივე ლირიკული გმირები დეტერმინირებულნი არიან, ისინი ხელფეხშეკრულნი უცდიან მკითხველს და ვერაფერს აკეთებენ იმის გარდა, რაც თავად ავტორმა განსაზღვრა. მარგველაშვილი წიგნის გმირების მხსნელად იქცევა, მათ ყოფიერებას იკვლევს და მიიჩნევს, რომ ადამიანები ტექსტით ვართ განსაზღვრულები. წინამდებარე ნაშრომის მიზანდასახულობას წარმოადგენს იმის ჩვენება, თუ როგორი მკითხველი ჰყავს მარგველაშვილისეულ პერსონაჟთა აუდიტორიას, ვინ არის მისი გაგებით მკითხველი, რა მეტაფორულ განწყობებს გვთავაზობს ეს უკანასკნელი და როგორია მკითხველისა და წიგნის გმირების ურთიერთობის დიქოტომია.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ბარამიძე გ.,ფანტაზიადამსოფლმხედველობა,თბ., გონი, 1993.

ბუხრიკიძე დ., წერტილებიდახაზები: გივიმარგველაშვილი - დაბრუნებადროსადასივრცეშიხეტიალისშემდეგ, ცხელიშოკოლადი, თბილისი, 2012. - ISSN 1512-2220. - ივნისი. - N80. - გვ.118-119.

გასეტი ო.-ი.,ხელოვნებისდეჰუმანიზაცია,თბ., ლომისი, 1992.

გაფრინდაშვილი ნ., მირესაშვილი მ.,ლიტერატურათმცოდნეობის საფუძვლები, თბ., „მერიდიანი“,2014.

ლიოტარი, ჟ. ფ.,პასუხი კითხვაზე - რა არის პოსტმოდერნი? - ჟურნალი „პოლილოგი“, თბილისი, 1994, N4, გვ. 195-207.

ტენი ი.,ხელოვნების ფილოსოფია, თბ., საქართველო, 1990.

ფუკო მ.,სიტყვები და საგნები, თბ., დიოგენე, 2004.

ცინცაძე გ.,გაგების მეთოდი ფილოსოფიაში და პიროვნების პრობლემა /ფილოსოფიის ინ-ტი. - თბ., მეცნიერება, 1975

ყულიჯანიშვილი ა., ესთეტიკა, თბ., მერიდიანი, 2006.

ჰაიდეგერი მ., დასაბამი ხელოვნების ქმნილებისა, თბ., „გონი“, 1992.

ჰაიდეგერი მ.,ყოფიერება და დრო, თბ., 1989.

Делез Жиль, Фантазм и современная литература, Логика смысла, Москва, 1998, Стр. 366-440.

Делез Жиль, Гваттари Феликс, Анти-Эдип, Екатеринбург: У-Фактория, 2007.

Eco Umberto, Zeichen / Einführung in einen Begriff und seine Geschichte, übers. Aus Ital. Von Günter Memmert, Suhrkamp Verlag, Frankfurt am Main, 1977

Gadamer H.-G., Der Anfang der Philosophie, uebers. Aus Italienisch von Joachim Schulte, - Stuttgart 1993 (= Reclam Universal-Bibliothek Nr. 9495)

Margwelaschwili G., Ontotextualität in Philosophie und Kunst, aus: Giwi Margwelschwili, Leben im Ontotext, Neubrandenburg: 1993.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-09-25

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...