რამაზ კობიძის „ციხიდან ციხეში“_ „სტალინური კოჰორტის“ შესახებ

რამაზ კობიძის „ციხიდან ციხეში“_ „სტალინური კოჰორტის“ შესახებ

ავტორები

  • ნინო კოჭლოშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2021.521

საკვანძო სიტყვები:

დოკუმენტური პროზა, მემუარები, სტალინური რეჟიმი

ანოტაცია

დ ოკუმენტური პროზა   ავტორის თანადროული ეპოქალური პრობლემების, ისტორულ-პოლიტიკური მოვლენებისა თუ საზოგადოებრივი აზროვნების განვითარების უშუალო აღწერით ყოველთვის მკითხველის ცხოველი  ინტერესის საგანია. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტური ტიპის ნაწარმოებებისთვის, გარკვეულწილად, მთხრობელის სუბიექტივიზმი უცხო არ არის მაინც მისი უმთავრესი ღირსება რეალური საწყისებია. საინტერესოა რამაზ კობიძის, „სტალინური კოჰორტის“ ერთ-ერთი მსხვერპლის,  მოგონებათა წიგნი „ციხიდან ციხეში“. წიგნის ავტორი მოგონებებამდე საგანგებოდ ამახვილებს ყურადღებას დოკუმენტური პროზის აუცილებლობაზე. მას არა მარტო მწერალთათვის, არამედ სახელმწიფო მოღვაწეთათვისაც კი, სავალდებულოდ მიაჩნდა დოკუმენტური ტიპის ნაწარმოების, კერძოდ, მემუარების შესაქმნელად რამდენიმე უკანასკნელი წელწადის შემონახვა. მისი აზრით, თუ   სახელმწიფო მოღვაწემ შთამომავლობას დოკუმენტური ტიპის ნაწარმოები არ დაუტოვა, ეს მუდამ იქნება მიზეზი არეულობის, შეხლა-შემოხლისა და ზოგჯერ სამოქალაქო ომებისაც კი. რამაზ კობიძის „ციხიდან ციხეში“ მემუარების მაგიერ შემნილი დოკუმენტური ტიპის მეტად საინტერესო   ნაწარმოები სათაურიდანვე განაწყობს მკითხველს „სტალინური კოჰორტის“  ნამოქმედარის გასაცნობად და გასააზრებლად, რომლის მსხვერპლიც თავად ნაწარმოების ავტორი არაერთხელ ყოფილა, როგორც „ფარული ანტისაბჭოთა ახალგაზრდული პროფაშისტური სამხედრო-სააჯანყებო ორგანიზაციის წევრი”. მოგონებათა წიგნში პოლიტიკური დევნა-შევიწროების  კონკრეტული ფაქტების გარდა, რომლებსაც არა მარტო მწერლის, არამედ მისი მეგობრებისა და ახლობლების ცხოვრებაშიც არცთუ იშვიათად ჰქონდა ადგილი, ზოგადადაც ვხვდებით სტალინური რეჟიმისათვის დამახასიათებელი სისატიკისა და განუკითხაობის სულისშემძვრელ სურათებს. რამაზ კობიძის მოგონებათა წიგნი „ციხიდან ციხეში“  უაღრესად საყურადღებო წყაროა საბჭოური ყოფის არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენის შესასწავლად. მასში დოკუმენტური პროზისთვის დამახასიათებელი უშალობითაა გადმოცემული  სტალინური რეჟიმისთვის დამახასიათებელი იდეოლოგიური წნეხის არაერთი შემთხვევა, რამაც იმდროინდელი ინტელექტუალური საზოგადოების დიდი ნაწილის ზომბირება შეძლო,  „სტალინური კოჰორტის“  ღირსეულ წარმომადგენლად აქცია, რომელმაც ქართული ინტელიგენციის დიდი ნაწილი გაანადგურა, სამაგიეროდ „საბჭოთა გენერაციის ინტელიგენცია“  გამოწვრთნა, გამოზარდა და ქვეყნის მომავალიც ჩააბარა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

კობიძე რ., (1992): „ციხიდან ციხეში“. გამომცემლობა „გეა“. თბილისი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-09-25

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...