ომის ლიტერატურული რეცეფცია თანამედროვე ქართველ ქალ პოეტთა პოეზიაში

ომის ლიტერატურული რეცეფცია თანამედროვე ქართველ ქალ პოეტთა პოეზიაში

ავტორები

  • ნინო გოგიაშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2021.519

საკვანძო სიტყვები:

ომი, რეცეფცია, ქალი, პოეზია, პოსტმოდერნიზმი

ანოტაცია

ომი ყველა ქვეყნის ნაციონალურ კულტურასა და ლიტერატურაშია ასახული, გამომდინარე მასთან დაკავშირებული მძაფრი და მღელვარე ემოციებიდან. ომის თანმდევი სიკვდილის შიში, დაძაბულობა, ჰეროიკული პათოსი და ტანჯვა მას ესთეტიკურ ღირებულებასაც ანიჭებს და რომანტიკულ ელფერსაც სძენს. ქართულ-ოსური კონფლიქტი, აფხაზეთის, სამოქალაქო და რუსეთ-საქართველოს ომები მკაფიოდ აირეკლა XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე შექმნილმა ლიტერატურამ, როგორც პროზის, ასევე პოეზიის თვალსაზრისით. მოცემულ მოხსენებაში ვისაუბრებ ქართველ ქალ პოეტთა პოეზიის შესახებ, სადაც ომი ლიტერატურული რეცეფციაა, ლექსები კი - ომით გამოწვეული განცდების რეფლექსიის სივრცე.    ომი კიდევ უფრო ხელშესახებს ხდის ადამიანური ყოფის ფატალურ დასასრულს - ფიზიკურ სიკვდილს, და პოეზიაში, თითქოს, ლადო ასათიანის ფრაზად განსხეულდება - „მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად“. სწორედ ამგვარ -ლექსებად გარდაქმნილ სიკვდილზე მსურს ვისაუბრო, რომელზეც თანამედროვე ქართველი ქალი პოეტები გვიყვებიან. 2020 წელს გამოიცა  კრებულის - „უსაზღვროდ“ ორი ტომი, რომელშიც შესულია ქართველ ქალ პოეტთა და მწერალთა ტექსტები ომის შესახებ. შესაბამისად, მოხსენების მომზადებისას, ძირითადი ლიტერატურული მასალა ამ კრებულის პირველი ტომი გახლდათ.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ბრეგაძე ლ. (2017): რეზო ყარალაშვილი - ლიტერატურის თეორეტიკოსი (რეცეფციული ესთეტიკა). „სჯანი“, N18. თსუ გამომცემლობის სტამბა. 54-63

პოპიაშვილი ნ. (2009): ეთნიკური კონფლიქტების თემა ქართულ პოსტსაბჭოთა ლიტერატურაში. ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები, II საერთაშორისო სიმპოზიუმი, მასალები. ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა. თბილისი. 194-199

რატიანი ი. (2016): თანამედროვე ქართული პოეზიის ფორმირება. ქართული ლიტერატურა, ისტორია საერთაშორისო ლიტერატურული პროცესების პრიზმაში, ნაწილი II.გამომცემლობა „საარი“. თბილისი. 211-220

სიგუა ს. (2007): მხატვრული აზროვნება: გენეზისი და სტრუქტურა. „მწერლის გაზეთი“. თბილისი

ყარალაშვილი რ. (1977) წიგნი და მკითხველი. „განათლება“. თბილისი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-09-25

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...