,,ვეფხისტყაოსნის“ თურქული თარგმანის ზოგიერთი საკითხისათვის

,,ვეფხისტყაოსნის“ თურქული თარგმანის ზოგიერთი საკითხისათვის

ავტორები

  • ნონა ნიქაბაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2021.511

საკვანძო სიტყვები:

,ვეფხისტყაოსანი“, თარგმანი, თურქული თარგმანი, რეალია, კლება

ანოტაცია

თარგმანის თეორიამ დამოუკიდებელ დისციპლინად ჩამოყალიბებისთვის გარკვეული გზა განვლო. თარგმანის კომუნიკაციური მიმართულება გვიჩვენებს თუ  რამდენად მნიშვნელოვანია ორიგინალი ტექსტისადმი „ერთგულება“ და თარგმანის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია კულტურული ასპექტი. არსებობს „ვეფხისტყაოსნის“ სრული ტექსტის ერთადერთი თურქული თარგმანი, რომელიც პროფ. ბილალ დინდარსა და ასისტ. პროფ. ზეინელაბიდინ მაქასს ეკუთვნის. პროფ. ბილალ დინდარი 1990 წელს საქართველოში სამეცნიერო კონგრესზე მიიწვიეს, სწორედ მაშინ ესტუმრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანები უნახავს. გული დაწყვეტია, რადგან თარგმანებს შორის თურქული თარგმანი ვერ იპოვა. სწორედ ამის შემდეგ მიიღო  „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნის გადაწყვეტილება. ბილალ დინდარმა თარგმნის პროცესში, სერგი წულაძის ,,ვეფხისტყაოსნის“ ფრანგული თარგმანითა და აჰმეთ ჯევათის აზერბაიჯანული თარგმანით ისარგებლა. თარგმანში ვხვდებით განსხვავებებს, რომლებიც განპირობებულია განსხვავებული ქრისტიანული და მუსლიმური კულტურებით, ასევე სხვადასხვა ენობრივი სისტემით და ისტორიული მეხსიერებით. ნაშრომში განხილულია ,,ვეფხისტყაოსნის“ თურქული თარგმანის ორიგინალთან მიმართების ერთ საკითხს, კერძოდ, სიტყვათა კლების შემთხვევებს. თარგმანში გამოტოვებულია და არაა თარგმნილი ქართული კულტურისთვის ნიშანდობლივი რეალიები (ჩანგი,  მოლიზღარი,  წყლული, მუფარახი), თუმცა ზოგიერთ რეალიას თურქულ ენაში მოეპოვება შესატყვისი (çeng, yara, ilaç), მაგრამ მთარგმნელი არ თარგმნის. ასევე კლება დასტურდება სინონიმებისა და შედარებების თარგმნისას (კრძალვით და რიდითა; ქუშად და დაღრეჯით; უკადრი;) რითაც „ვეფხისტყაოსნის“ ავტორს დამატებითი დინამიკა შემოაქვს ტექსტში. თურქულ თარგმანში ამ შედარებებისა და სინონიმების უთარგმნელობამ  თარგმნილი ტექსტის დინამიკის რღვევა და ტექსტის დინამიკური სურათის შემსუბუქება გამოიწვია. გამომდინარე აქედან, თარგმანი ვერ ახდენს ისეთივე ზემოქმედებას, როგორც ორიგინალი ტექსტი და მდორე თხრობად იქცევა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

კეკელიძე კ., ბარამიძე ა. (1987): ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია (V-XVIII სს.), თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

Akdemir, A. (2007): Divan Şiirinde “Cünûn” ve “Mecnûn” Kavramları ile Bu Kavramların Fehîm-i Kadîm Dîvânı’ndaki Kullanımı, bilig , Ahmet Yesevi Üniversitesi Mütevelli Heyet Başkanlığı, Bahar, sayı 41

Agah Sırrı Levend, (2017): Divan Edebiyatı: Kelimeler ve Remizler, Mazmunlar ve Mefhumlar, İstanbul,

Dindar B., Makas Z. (1991): (Çeviri) Kaplan Postlu Şövalye; Eser Matbaasi, Samsun

Ferşadoğlu, S. (2013): Hüznün ilâcı, kederin düşmanı https://www.yeniasya.com.tr/saliha-fersadoglu/huznun-ilaci-kederin-dusmani_210049

Kuzucular, Ş. (2015): Çeng ve Çengi ( Divan Şiirinde Çeng ve Çengi)

Sefercioğlu, N. (2012): “Yazı ve Yazı İle İlgili Unsurların Divan Şiirinde Kullanılışı”.ErişimTarihi:17.08.2012 https://docplayer.biz.tr/28687895-Yazi-ve-yazi-ile-ilgili-unsurlarin-divan-siirinde-kullanilisi.html

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-09-24

გამოცემა

სექცია

ენა და ენათმეცნიერება
Loading...