ყომრალი ნიადაგების აგროეკოლოგიური პირობები იმერეთის რეგიონში

ყომრალი ნიადაგების აგროეკოლოგიური პირობები იმერეთის რეგიონში

ავტორები

  • ლორთქიფანიძე როზა

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2021.496

საკვანძო სიტყვები:

ყომრალი, ფიქალი, მერგელები, გამოფიტვა, ნიადაგი

ანოტაცია

საქართველოს, კერძოდ, იმერეთის მთა–ტყის ზონის შუა სარტყელის ყომრალი ნიადაგები ფართო გავრცელებით ხასიათდება. ეს ნიადაგები ბიოკლიმატური ტიპია, რომლის ანალოგები მსოფლიოს ტყის მსგავს გეოგრაფიულ და ლანდშაფტურ პირობებში. ვერტიკალური ზონალობის მიხედვით ტყის ყომრალი ნიადაგები გავრცელებულია ზღვის დონიდან 600-900 მეტრიდან 2000-2100 მეტრამდე. იმერეთში ამ ნიადაგების გავრცელების ქვედა ზოლში ისინი ესაზღვრებიან ყვითელმიწა ნიადაგებს, ხოლო ზედა სარტყელში კი მთა–მდელოს სუბალპურ ნიადაგებს.ისევე როგორც ყველა მთაგორიანი ქვეყნის ტერიტორიის რელიეფი, იმერეთის ტყის ყომრალი ნიადაგების გავრცელების ზოლიც  რელიეფურად ძალზე  რთულია. იგი დასერილ–დანაკვთულია, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია გეოლოგიურ აგებულებასთან, ქანების ლითოლოგიურ შედგენილობასთან, ტექტონიკურ პროცესებთან, ეროზიულ–დენუდაციურ მოვლენებთან და სხვა.ფერდობის დახრილობასთან ერთად იცვლება ნიადაგის სისქე, ხირხატიანობა, თვისებები, რაც მეტია ფერდობის დახრა, მით ნაკლებია ნიადაგის დანესტიანება, ნელა მიმდინარეობს ნიადაგის გამორეცხვა. ნიადაგის სიმშრალე კი, როგორც ცნობილია, მცენარისათვის არახელსაყრელია. აღნიშნულ პირობებში მეტად მცირე სისქის ნეშომპალა–აკუმულაციური ჰორიზონტი წარმოიქმნება, რომელიც ნიადაგდაცვითი მნიშვნელობის და ნაყოფიერების თვალსაზრისით არადამაკმაყოფილებელია. ამავე დროს აღსანიშნავია ისიც, რომ სამხრეთი ექსპოზიციის ნიადაგი უფრო ცხელია, ვიდრე ჩრდილოეთის. ყომრალი ნიადაგები განვითარებულნი არიან მესამეული და  მესამეულის შემდგომ ქვიშაქვებზე, თიხა–ფიქლებზე და მათი გამოფიტვის პროდუქტებზე, სამხრეთ იმერეთის რეგიონში, რომელიც მოიცავს  მესხეთის ქედის ჩრდილო ფერდობებს, ზესტაფონის, ბაღდათის, სამტრედიის, ვანის რაიონის ფარგლებში. ნიადაგწარმომქმნელ ქანებს წარმოადგენენ ქვედა და შუა ეოცენის ქვიშაქვები, მერგელები, თიხა–ფიქლები, ამონთხეული (ანდეზიტები, ტუფები) ქანები.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ტალახაძე გ., მინდელი კ. (1976): „კერძო ნიადაგთმცოდნეობა“ გამომცემლობა „განათლება“, თბილისი.

ურუშაძე თ., ბაჯელიძე ა., ლომინაძე შ., (2011) „ნიადაგთმცოდნეობა“ – ბათუმი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-09-24

გამოცემა

სექცია

აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები (ყველა)
Loading...