საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების პერსპექტივები
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.70საკვანძო სიტყვები:
მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა, ეკონომიკური ზრდა, სოციალური თანასწორობა, ცირკულარული ეკონომიკაანოტაცია
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გლობალური საზოგადოება სულ უფრო მეტად აღიარებს მდგრადი განვითარების აუცილებლობას, როგორც ეკონომიკური პროგრესის მნიშვნელოვან პრინციპს. მდგრადი ეკონომიკური განვითარების კონცეფცია მოიცავს ეკონომიკური ზრდისკენ სწრაფვას და ამავდროულად გარემოს დაცვისა და სოციალური თანასწორობის საკითხების მოგვარებას, რითაც უზრუნველყოფს აწმყო და მომავალი თაობების კეთილდღეობას.
ნაშრომში აღნიშნულია, რომ ჩვენ ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარება მოითხოვს, რომ ვიპოვოთ ეკონომიკური ცხოვრების ახალი მიდგომები, როგორც წარმოების ისე მოხმარების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ვეძებოთ ეკონომიკური ეფექტურობის ახალი გზები, რათა უფრო მეტი ვაწარმოვოთ ნაკლები რესურსებით და ნაკლები ნარჩენებით. გარემოს დაცვა მოითხოვს ახალ წარმოების პროცესებს, გადამუშავებადი მასალის მეტ გამოყენებას. ნაშრომში გაანალიზებულია, რომ ეკონომიკური სისტემები ხშირად უპირატესობას ანიჭებენ მოკლევადიან მიღწევებს გრძელვადიან სტაბილურობასთან შედარებით, რაც იწვევს არამდგრად განვითარებას, რომლებიც ამცირებენ ბუნებრივ რესურსებს, ამწვავებენ უთანასწორობას და აზიანებენ ეკოსისტემებს. მდგრადი განვითარების ბუნება, რომელიც შედგება მრავალი ფაქტორისაგან, მოითხოვს ერთობლივ მოქმედებას და საერთაშორისო თანამშრომლობას, თუმცა პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები ხშირად ხელს უშლის საერთო მიზნების მიღწევას. ამ გამოწვევების გათვალისწინებით, ინოვაციური გადაწყვეტილებების საჭიროება უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
What Are Sustainable Economic Policies? მოძიებულია 18.05.2025 https://www.linkedin.com/pulse/what-sustainable-economic-policies-ed%C3%BA-salda%C3%B1a-pvcse.
THE 17 GOALS მოძიებულია 12. 05.2025. https://sdgs.un.org/goals
1987: Brundtland Report მოძიებულია 20.05.2025 https://www.are.admin.ch/are/en/home/media/publications/sustainable-development/brundtland-report.html
საქართველო ცირკულარული ეკონომიკის განვითარების გზაზე – მიღწევები და გამოწვევები . მოძიებულია 20.05.2025 https://iset-pi.ge/ka/blog/3169-saqartvelo-cirkularuli-ekonomikis-ganvitarebis-gzaze-mightsevebi-da-gamotsvevebi


