ტრანსნაციონალური და ინტერდისციპლინარული ასპექტები ანტიკური და თანამედროვე მედეას ფენომენში

ტრანსნაციონალური და ინტერდისციპლინარული ასპექტები ანტიკური და თანამედროვე მედეას ფენომენში

ავტორები

  • ვერა წერეთელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი
  • ნინო ბუაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2025.61

საკვანძო სიტყვები:

მედეა, ტრანსნაციონალური, ინტერდისციპლინარული, არქეტიპი, პლურალიზმი

ანოტაცია

ძველბერძნული მითოლოგიის თვალსაჩინო წარმომადგენელმა კოლხმა მედეამ იმთავითვე დაარღვია ლოკაციისა და მკვეთრად გამოხატული ნაციოცენტრიზმის საზღვრები და იგი მსოფლიო კულტურის ერთ-ერთ არქეტიპად ჩამოყალიბდა.

აიეტის ასული, რომელმაც დაუსრულებელი პლურალიზმით სივრცული ზღუდეებიც მოშალა, ინტერდისციპლინარულ ფენომენად მოგველინა. მედეა ლიტერატურის, მუსიკის, მხატვრობის, სკულპტურის, კინემატოგრაფიის, ქორეოგრაფიის, თეატრის, ისტორიის, არქეოლოგიის, ასტრონომიის, ფსიქოლოგიის, გეოგრაფიისა და მედიცინის ინტერესის საგნად იქცა.

 მედეას სახე, რომელიც რთული და წინააღმდეგობრივია, საშუალებას იძლევა ანტიკურობიდან მოყოლებული თანამედროვეობამდე ტრანსნაციონალურ ჭრილში განვიხილოთ. მითოსის მიხედვით მედეა მზის ღმერთის, ჰელიოსის შვილიშვილი, კოლხთა მეფის აიეტისა და ოკეანიდა იდას (ჰეს. თეოგ. 958), ან ქალღმერთ ჰეკატეს (დიოდ. 4,45) ასული, ჯერ იასონისა და მერე ათენის მეფე ეგეოსის მეუღლეა. საბერძნეთში მას თაყვანს სცემდნენ, ტაძრებს უგებდნენ და უმღეროდნენ. ევრიპიდემ იგი შვილების მკვლელ დედად აქცია („მედეა“ ძვ. წ.აღ.431 წ.) და, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, საუკნეებს გაუძლო და კიდევ უფრო ახლობელი, მიმზიდველი და შთაგონების წყარო გახდა მრავალ ქვეყანაში. შედარებითი ლიტერატურის მეთოდოლოგია საშუალებას გვაძლევს მედეა განვიხილოთ მრავალ ასპექტში, სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურის, ენისა და ეროვნულ დონეებზე, სხვადასხვა ქვეყნისა და ეპოქის გადმოსახედიდან. 

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გორდეზიანი რ. „ანტიკური ლიტერატურის ანთოლოგია“, ტ.I, 2009წ. გვ. 419-446

გორდეზიანი რ. „ანტიკური ლიტერატურის ანთოლოგია“, ტ.II, 2009წ, გვ.164-173

ნადარეიშვილი ქ.„ქალი კლასიკურ ათენსა და ბერძნულ ტრაგედიაში“ 2008წ.

Bremmer J. (1997). Interpretationes of Greek Mythology. London- Sydney.

Barlow (1995). Euripide’s Medea:a Subversive Play?.University of classical studies.University of London

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-10-10

როგორ უნდა ციტირება

წერეთელი ვ., & ბუაძე ნ. (2025). ტრანსნაციონალური და ინტერდისციპლინარული ასპექტები ანტიკური და თანამედროვე მედეას ფენომენში. "კულტურათაშორისი დიალოგები“ შრომები , 8, 442–447. https://doi.org/10.52340/idw.2025.61

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...