მხატვრული ტექსტი და აფხაზ მუჰაჯირთა ცხოვრების ქრონიკები ბათუმიდან ადაფაზარამდე (ანზორ კუდბას მოთხრობა „გზა“)
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.60საკვანძო სიტყვები:
მუჰაჯირობა, აფხაზი მუჰაჯირები, ანზორ კუდბა, მუჰაჯირთა შთამომავლებიანოტაცია
ანზორ კუდბა მე-19 საუკუნის შუა ხანებში აჭარაში დასახლებულ აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავალია. მწერლის რომანებსა და მოთხრობებში ასახულია წინარე ეპოქების თუ თანამედროვე საქართველოს პრობლემები, ასევე ამ პრობლემათა წინაშე მდგარი ადამიანის ურთულესი სულიერი სამყარო.
მოთხრობა „გზა“ დაბეჭდილია 2015 წელს გამოცემულ კრებულში „დიდი წვიმის სიმფონია“. ეს მოთხრობა აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავლების, მათ შორის, ბათუმელი აფხაზების ცხოვრებას ეხება. მოთხრობის ნარატივი ზეპირი ისტორიების ფრაგმენტებს ემყარება. რეალობის მხატვრული ინტერპრეტაცია წარმოდგენილია მსუბუქი ემოციით, ზედმეტი დეტალიზების გარეშე. თითქოს ავტორი ცდილობს, მკითხველს წარსულის სურათები დაუხატოს ისე, როგორც რეალურ ცხოვრებაში შემორჩა თაობათა მეხსიერებას. შესაბამისად, მხატვრული გამონაგონის მოცულობა და ფუნქცია მინიმუმამდეა დაყვანილი.
„გზა“-ში ბათუმელი აფხაზების და კონკრეტულად კუდბების ამბავს თავად ავტორი მოგვითხრობს. ამ შემთხვევაში რეალურია გარემოც, დროც და, ძირითადად, ამბავიც. მთხრობელი წინაპრებისა და თავისი ცხოვრების შესახებ გვიამბობს. უფრო ზუსტად, ამ ცხოვრების ცალკეულ ფრაგმენტებს გვაცნობს. ფრაგმენტების დრო და სივრცე ერთგვაროვანი არაა, მიუხედავად ამისა, შეიძლება ვისაუბროთ მწყობრ კომპოზიციასა და სათქმელის გამოხატვის ლოგიკურ თანმიმდევრობაზე.
კუდბათა მუჰაჯირობის ისტორიას, მე-19 საუკუნის 60-იან წლებში, სამი ძმა იწყებს. ორი მათგანი აჭარაში, სოფელ ფერიაში დასახლებულა, ერთი კი თურქეთისკენ წასულა და ადაფაზარის პროვინციაში, სოფელ ყარადერეში დამკვიდრებულა. ბათუმში დარჩენილი და ოსმალეთს გადახვეწილი ძმების შთამომავლობამ მე-20 საუკუნის მიწურულსღა მოძებნა ერთმანეთი, მოიკითხა ამბავი და აღადგინა ურთიერთობა.
მოთხრობის ემოციურ ფონს ქმნის აგრეთვე ქართველთა და აფხაზთა თანამედროვე ურთიერთობის ქრონიკები. მწერალი ცდილობს, ობიექტურად აწონოს ტრაგედიის მონაწილეთა სულის მოძრაობა, მხატვრულ სახეებში ჩამოასხას სიმართლე. ცხადია, ჩვენი ეპოქის ეს უდიდესი ტკივილი უცხო არ არის თურქეთელ აფხაზთათვისაც.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
აფხაზები... (2018). აფხაზები აჭარაში, წარსული და თანამედროვეობა. მონოგრაფია. ავტორები: ჯემალ კარალიძე, მალხაზ ჩოხარაძე, რევაზ დიასამიძე, ნატალია ლაზბა, მარინე შალიკავა, რამაზ სურმანიძე, ქეთევან შოთაძე, მანანა თავდგირიძე, მარიამ ჩოხარაძე, თენგიზ თავდგირიძე. ბათუმი. გამომცემლობა „სამშობლო“.
კუდბა, ა. (2015). დიდი წვიმის სიმფონია. ბათუმი. გამომცემლობა „გამომცემლობა აჭარა“.
ჩოხარაძე, მ. (2016). ქართული ენის გეოგრაფია თურქეთში. მონოგრაფია. ბათუმი: გამომცემლობა „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ხალვაში, ფ. (2010). ომრი. ბათუმი. გამომცემლობა „გამომცემლობა აჭარა“.


