პერსონაჟის თვითმკვლელობა - მორალური თუ სოციალური ფიასკო (ლეო ქიაჩელის „თავადის ქალი მაია“)

პერსონაჟის თვითმკვლელობა - მორალური თუ სოციალური ფიასკო (ლეო ქიაჩელის „თავადის ქალი მაია“)

ავტორები

  • თამარ პაიჭაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2025.54

საკვანძო სიტყვები:

თვითმკვლელობა, ლიტერატურული ტექსტი, მორალური ფიასკო, სოციალური ფიასკო, პროტესტი

ანოტაცია

თვითმკვლელობის სოციალური ეფექტის პარადოქსალური ბუნების შესახებ არაერთგზის არის მითითებული არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ ლიტერატურულ ტექსტებშიც.  ე. წ. საღი აზრი თვითმკვლელობას ყოვლად უსაზრისო აქტად მიიჩნევს, თუმცა ის შესაძლოა მრავალმა მიზეზმა გამოიწვიოს და ამ მრავალფეროვნების ერთი ფენომენის ქვეშ გაერთიანება შეუძლებელია.

თვითმკვლელობა. როგორც აქტი, ლიტერატურულ ტექსტში შეიძლება განვიხილოთ, როგორც გარკვეული პროტესტი, რომლის გარესამყაროსთან კონფლიქტის შეუთავსებლობის  შედეგია ან ფაქტია-რეაქცია კონკრეტული (ზოგჯერ პირადი) ცხოვრებისეული რეალობისა, თუმცა ისიც, გარკვეულწილად ზოგადი გარემოებებითაა გამძაფრებული ან განპირობებული. ამდენად, თვითმკვლელობის სიუჟეტური დეფინიცია არ არის ჩამოყალიბებული, იმდენად, რამდენადაც ის მრავალმიზეზობრივია.  თუმცა თვითგანადგურების ყველა აქტს, მიუხედავად მისი ინდივიდუალური (ზოგჯერ ეგოისტური) ბუნებისა, აქვს ერთი შემეცნებითი საფძველი -ეს არის უიმედობა, ამასთან ის უპირატესად კავშირშია რელიგიასთან და პატრიოტზმთან და ძირითადად განიხილება, როგორც ანტირელიგიური და ანტისოციალური მოვლენა. მას თან ახლავს აქტორის/თვითმკვლელის ტანჯვა და მის მიერ დროის პარადოქსალური აღქმა.

მსოფლიო ლიტერატურული ქრონოლოგიას თვითმკვლელობის ფაქტები თავიდან ბოლომდე გასდევს, თუმცა ისიც აღიარებულია  რომ გასული საუკუნიდან მოყოლებული, ტექნოკრატიული და მოდერნისტული ეპოქის კვალობაზე, ომების, ღირებულებათა რღვევის და გადაფასების რეჟიმში  პიროვნების გაუცხოების პირობებში  ადამიანის სურვილი - ნებით გაეცალოს სამყაროს, გახშირდა და შესაბამისად ლიტერატურაშიც აისახა. ეს ტენდენცია მთელი სიცხადით გამოიკვეთა ~ ქართულ ლიტერატურაშიც და ეგნატე ნინოშვილის, შიო არაგვისპირელის, ჭოლა ლომთათიძის, გრიგოლ რობაქიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, ნიკო ლორთქიფანიძის, ლეო ქიაჩელის და სხვა მწერალთა მხატვრულ ტექსტებში აისახა.

ამჯერად ამ ფაქტს ლეო ქიაჩელის მოთხრობის „თავადის ქალი მაია“ მაგალითზე განვიხილავთ, ანუ როგორ იკითხება ნაწარმოების მთავარი პერსონაჟის ყოფა, შინასამყარო და ფსიქოლოგიური პორტრეტი მის მიერვე განხორციელებული სუიციდის ფონზე.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გოეთე, ,იოჰან ვოლფგანგ (1885) ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი, მერანი,თბილისი 1985.

ვასაძე თამაზ (2016) 20 ქართული მოთხრობა , ინტელექტი. თბილისი

ნიცშე ფრიდრიხ, (2003) „ესე იტყოდა ზარატუსტრა“, მთარგმნელი ერეკლე ტატიშვილი, თსუ, თბილისი,

ქიაჩელი ლეო, (1964) თხზულებანი 5 ტომად, ტომი III, „საბჭოთა საქართველო“,თბილისი.

შექსპირი უილიამ (1986) ჰამლეტი, მერანი, თბილისი,

Камю Альбер, (1990). Миф о Сизифе, Москва,

Бердяев Николаи (1992) О Самоубиистве, Москва,.

Западная Теоретическая Социология, (1996) Москва,.

Девид Юм, (1965) Сочинения, Т-ІІ, Москва,.

Щопенгауер, Артур (2000) Новые Паралипомены, Минск

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-10-10

როგორ უნდა ციტირება

პაიჭაძე თ. (2025). პერსონაჟის თვითმკვლელობა - მორალური თუ სოციალური ფიასკო (ლეო ქიაჩელის „თავადის ქალი მაია“). "კულტურათაშორისი დიალოგები“ შრომები , 8, 391–397. https://doi.org/10.52340/idw.2025.54

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...