დავით თურდოსპირელის შემოქმედებითი პორტრეტისათვის

დავით თურდოსპირელის შემოქმედებითი პორტრეტისათვის

ავტორები

  • ნინო კოჭლოშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2025.49

საკვანძო სიტყვები:

დავით თურდოსპირელის მცირე პროზაული ნაწარმოებები

ანოტაცია

დავით თურდოსპირელის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში მინიატურული პროზის მეტად საინტერესო ნიმუშებს ვხვდებით. ქართული მცირე პროზის შემოქმედთ შორის ის საკუთარი ხმის მქონე მწერალია.

თურდოსპირელის მცირე პროზაულ ნაწარმოებებში ჟანრული სპეციფიკისათვის დამახასიათებელ არაერთ ნიშან-თვისებასთან ერთად საინტერესოდ იკვეთება მწერლის სტილური მანერა. მისი მინიატურები თხრობის ინდივიდუალურობით გამოირჩევა. პირველ რიგში რაც მკითხველის ყურადღებას იპყრობს მინიატურათა მკრთალი ეპიკური ქარგაა, რომელიც მთლიანად განწყობილებაზეა აგებული.  მწერლის სულიერი განცდები საოცარი ლირიზმითა და მაღალმხატვრული ოსტატობით მოხმობილი თვითმყოფადი ტროპული მეტყველების ნაირსახეობითაა გადმოცემული.

დავით თურდოსპირელის მინიატურათა პოეტურობის მასაზრდოებელი, ხშირ შემთხვევაში, მწერლის დაუამებელი სულიერი ტკივილია, რაც უმძიმესმა ცხოვრებამ მუდმივ საგზლად დაუტოვა.

მძიმე ცხოვრებით  გამოწვეულმა პესიმისტურმა განცდებმა დავით თურდოსპირელის მხოლოდ ავტობიოგრაფიული მოგონენები არ მოიცვა, მწერლის ლიტერატურლ მემკვიდრეობაშიც შეიტანა სევდიანი განწყობილება. განსაკუთრებით მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში შექმნილ მცირე პროზაულ ნაწარმოებებში, რომლებიც საინტერესოდ წარმოაჩენენ მწერლის შემოქმედებით პორტრეტს.

დავით თურდოსპირელი, მიუხედავად მცირე პროზის მკაცრი კანონიკისა, იშვიათი მწერლური ოსტატობით ახერხებს სუბიექტური განცდების მკითხველამდე მიტანას, უშუალობა და გულწრფელობაა მისი მხავტრული ნააზრევის მახასიათებელი.

დავით თურდოსპირელის მინიატურათა მხატვრული სივრცე უსაზღვროა. მწერალი თითქმის ერთდროულად გვამოგზაურებს წარსულსა და აწმყოში და რაც არ უნდა გასაოცარი იყოს თითქმის ყოველთვის „მჭკნარ ფოთლებთან“, „ნისლთან“, „ყომრალო ღამესთან“, „შემოდგომის მომაკვდავ ყვავილებთან“, „შემოდგომის მწუხრთან“, „კაეშნიან გოროზ ღამესთან“ პოულობს სულიერ სიახლოვეს.

მწერალი, მიუხედავად ყველაფრისა, პესიმიზმს არ ნებდება,  იმედის თვალით შესცქერის ჩვენებას სულის წიაღში ნიავივით რომ შეეპარა სამარადისო გაზაფხულის ზღაპრის საჩურჩულებლად. გრძნეული, საოცნებო სიზმრების ახდენას აიმედებს მთების კონცხებიდან მოხტუნავე ანკარა ნაკადის ნაამბობი ზღაპრები კდემამოსილ ჰაეროვან მიონებზე. უკვე ადამთა მოდგმაც ეიმედება და აფრთხილებს ადამიანს სიცოცხლისა და სიყვარულის სახე-ხატს, გაზაფხულს არ მოეპყროს უდიერად, იქნებ მისი წყალობით როგორმე გადაარჩინოს რწმენა არსებობისა.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

თურდოსპირელი დ. საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი N021148;

თურდოსპირელი დ. „დედიკო“, საქართველოს გიორგი ლეონიძის

სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი N24468-5-1;

თურდოსპირელი, დ. (1919). გაწყვეტილი ზღაპარი. თბილისი: სტამბა ვ.ა. რუხაძის;

თურდოსპირელი, დ. (1913). სიმთა ქვითინი. თბილისი: გამოცემა მ.გორდელაძის;

ცირეკიძე, ს. (1919). მინიატურა. ,,მეოცნებე ნიამორები“, 1: 14.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-10-10

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...