უცხოური ენის შეთვისების ფსიქოლინგვისტური, კოგნიტური და კულტურული წანამძღვრები
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.31საკვანძო სიტყვები:
კომპლექსური, სოციოკულტურული, ინტეგრაცია, ფსიქოლინგვისტური, კოგნიტური, კომპეტენციაანოტაცია
უცხოური ენის შეთვისება წარმოადგენს კომპლექსურ პროცესს, რომელსაც განსაზღვრავს ფსიქოლინგვისტური, კოგნიტური და კულტურული ფაქტორები. ენა ადამიანის ნეიროლოგიური სისტემის ნაწილად მიიჩნევა და მასზე გავლენას ახდენს როგორც ბიოლოგიური, ისე სოციალურ-კულტურული გარემო. ენის ათვისება ადრეულ ასაკში მეტად ეფექტურია, რაც განპირობებულია ადამიანის თანდაყოლილი უნარით, ენის უნივერსალური მახასიათებლების დამსახურებით.
ენის შემსწავლელთა ცნობიერებაში ახალი ენის ფორმების და სტრუქტურების შექმნა ხდება ჰიპოთეზის ტესტირების პროცესის მეშვეობით, სადაც მიმდინარეობს სწავლება და შეცდომების გასწორება. მნიშვნელოვნად რჩება „ფასილიზაციის“ პრობლემა, ანუ შეცდომების არასწორი და გამეორებითი ინტერნალიზაცია, რაც შეფერხებას იწვევს.
ენის შესწავლა კოგნიტურ მეცნიერებაში შეფასებულია, როგორც პროცედურული უნარის განვითარება, სადაც მთავარია წესების ავტომატიზაცია და შინაგანი რეპრეზენტაციების სტრუქტურირება. მრავალენოვანი გამოცდილება ხელს უწყობს უცხო ენის უკეთ შესწავლას, რადგან ენის შემსწავლელს მეტი მოქნილობა და სტრატეგიული უნარი აქვს.
კულტურული და სოციალური ფაქტორებიც დიდი მნიშვნელობისაა. ენის შემსწავლელის ინტეგრაცია და აკულტურაცია განსაზღვრავს ენის შეთვისების ხარისხს. პირადი მოტივაცია, სოციალური ურთიერთობები და ენის გარემო გავლენას ახდენენ შესწავლის პროცესზე.
სოციოკულტურული ფაქტორები, მათ შორის აკულტურაციული დისტანცია, სოციალური ინტეგრაცია და მოტივაცია, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ენის შესწავლის ხარისხში. კრიტიკული პერიოდის დასრულების შემდეგ ენის შესწავლა მოითხოვს ცნობიერ ჰიპოთეზირებას და უკუგების პროცესს, რაც გავლენას ახდენს ლინგვისტურ განვითარებაზე.
უცხოური ენის შესწავლა მოითხოვს ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ფსიქოლინგვისტურ, კოგნიტურ და კულტურულ ასპექტებს, რათა უზრუნველყოფდეს ენის სრულყოფილ ათვისებას.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Scovel, T. Foreign accents, Language Acquisition and Cerebral Dominance.
Language Learning 25; 209-235, 1969
Selinker, L. Interlanguage. IRAL, 10: 209 -231. 1972
Tarone, E. Systematicity and Attention in Interlanguage. Language Learning, 32: 69-84, 1982
Corder, S.P. The Significance of Learners Errors. International Review of Applied Linguistics (IRAL), 1967
Schuman, I. Social Distance as a Factor in Second Language Acquisition. Language learning 26:135-143,1978
Krashen, S.D. Prinsiples and Practice in the Second Language Acquisition. London: Pergmon Press, 1982.


