ფეხბურთი როგორც პროპაგანდის იარაღი ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს

ფეხბურთი როგორც პროპაგანდის იარაღი ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს

ავტორები

  • ზაალ გოგენია ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2025.19

საკვანძო სიტყვები:

პროპაგანდა, ფეხბურთი, ესპანეთის სამოქალაქო ომი, ბასკური ნაციონალიზმი, საბჭოთა კავშირი

ანოტაცია

სპორტი და კონკრეტულად ფეხბურთი ხშირად გამხდარა პოლიტიკური ბრძოლის იარაღი. ბასკების საფეხბურთო გუნდის შექმნა და მისი პროპაგანდისტული ტურნე ევროპაში, სსრკ-სა და ლათინურ ამერიკაში ესპანეთის სამოქალაქო ომის ისტორიის ერთ-ერთი საინტერესო ფურცელია. 1937 წლის მარტში ფ. ფრანკოს ძალებმა ომის სიმძიმე ჩრდილოეთში გადაიტანეს, მათი პირველი სამიზნე გახდა ბასკეთი. ესპანეთის რესპუბლიკის მესვეურები ჩრდილოეთის ფრონტს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, შესაბამისად  აქ იარაღის, საბრძოლო მასალის და სურსათის  კატასტროფული სიმცირე იყო. ბასკეთის მთავრობის მეთაური, ყოფილი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო აგირრე, სპორტის ამ სახეობას აქტიურად იყენებდა საზღვარგარეთ პროპაგანდის და ფინანსური სახსრების მოძიებისთვის.  

         ტურნე მეზობელი საფრანგეთიდან დაიწყო. სპორტულ სფეროში მნიშვნელოვანი ბასკების გამარჯვება პოლიტიკური თვალსაზრისით დაჩრდილა გერნიკას დაბომბვამ. საინტერესოა დელეგაციის ხელმძღვანელის მანუელ დე ლა სოტას ბანკეტზე წარმოთქმული სიტყვა, რომელშიც ზოგიერთი მკვლევარი ბასკური ნაციონალიზმის საჯარო აღიარებას პოულობს. ნაკრების პროპაგანდისტული ამოცანა აშკარად გამოვლინდა მარსელში.

   მოსკოვში ბასკების პირველი მეტოქე იყო ლოკომოტივი შემდეგ  მოსკოვის დინამო, მათთან თამაში ბასკების გამარჯვებით დასრულდა.  მოსკოვში ორი მოგების შემდეგ საბჭოთა ხელმძღვანელობა შეშფოთებას ვერ მალავდა. მას სურდა ორი მარში-რევანშის გამართვა. თუმცა დინამოსთან მეორე თამაში კატასტროფულად დასრულდა 7:4. სტალინის თავმოყვარეობა ამან დიდად შელახა, თუ  გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მოსკოვის დინამო იყო ნკვდ გუნდი.

        საქართველოში ბასკები განსაკუთრებული სითბოთი მიიღეს, ამის მიზეზი მხოლოდ ქართული სტუმართმოყვარეობა არ ყოფილა. დიდი როლი ითამაშა ნიკო მარის პოპულარულმა თეორიამ ბასკების და ქართველების ნათესაობის შესახებ. ამას თვითონ ბასკებიც უსვამდენენ ხაზს თბილისში გამართული ორივე თამაში პირველად ,,დინამოსთან“ ხოლო მეორედ საქართველოს ნაკრებთან ბასკების გამარჯვებით დასრულდა.

         პროპაგანდისტული თვალსაზრისით ბასკების ეს ტურნე მნიშვნელოვანი იყო მას ჰქონდა პირველ რიგში პოლიტიკურ-აგიტაციური და უკვე შემდეგ სპორტული დატვირთვა, ასევე საკმარისად ახლდა ნაციონალისტური შეფერილობა.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გაგუა ო. (1990), ბორის პაიჭაძე, თბილისი.

მახარაძე გ. (1984), მოედანზე არიან ბასკი ვირტუოზები, თბილისი.

ჯიშკარიანი დ. (2021), ბუცები და ტყავის ჩექმა. თბილისის ,,დინამო“ ჩეკისტების კლუბიდან ეროვნულ სიმბოლომდე (1925-1953), თბილისი.

«Красный спорт» 1937, №83

«Красный спорт» 1937, №84

«Красный спорт» 1937, №85

«Красный спорт» 1937, №86

«Красный спорт» 1937, №87

«Красный спорт» 1937, №89

«Красный спорт» 1937, №82

«Красный спорт» 1937, №94

«Красный спорт» 1937, №105

Вартанян Аксель, Летопись Советского футбола 1936-57 гг.

Самая скандальная победа «Спартака» 80 лет назад Москву посетила знаменитая футбольная команда басков https://moslenta.ru/istoriya/futbolibaski.htm

Etxepare E. F. (2011), Equipo Euskadi: Del mito político a la realidad histórica (1937-1939). Historia Contemporanea, November: 791-816.

Raffaelli V. P. (2017), Otro espacio de lucha. El fútbol en España durante la II República y la Guerra Civil. XVI Jornadas Interescuelas/Departamentos de Historia. Departamento de Historia. Facultad Humanidades. Universidad Nacional de Mar del Plata, Mar del Plata, https://cdsa.aacademica.org/000-019/761

Requeijo Alejandro, A Stalin nunca le gustó el fútbol y la culpa es de unos de Bilbao,

https://www.revistagq.com/noticias/deporte/articulos/seleccion-vasca-victoria-union-sovietica-1937-stalin/31771

Zákravsky Jiří, (2016), Basque National Football Team as a Political Tool. One Hundred Years Old Project and Its Changes (1915–2014). Sport Science Review, vol. XXV, no. 1-2: 5-27

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-10-09

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...