ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დადგენა თბილისის აგლომერაციაში ხავსის ბიოინდიკატორების გამოყენებით
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.04საკვანძო სიტყვები:
აგლომერაცია, ბიოინდიკატორები, არომატული ნახშირწყალბადები, სფაგნუმიანოტაცია
ნაშრომში განხილულია თბილისის აგლომერაციის ატმოსფერული ავზის ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოვიკვლიე სფაგნუმის - თეთრი ხავსის ბიოინდიკატორების საშუალებით, რომელიც გარემოს გაჭუჭყიანებისადმი ყველაზე მგრძნობიარეა და რომელიც მთელს მსოფლიოში გაიშვიათებულია. გამოყენებული იქნა ბიომონიტორინგის მეთოდი, მიღებულ იქნა სპეციალური ზომები მინის, ტეფლონისა და ფოლადის მასალებისგან დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. მონიტორინგი მიმდინარეობდა სამი თვის განმავლობაში. თბილისსა და რუსთავში ჩატარებული კვლევის შედეგებმა შედეგებმა აჩვენა პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების რაოდენობის მატება: პირენი, ბენზოანტრაცენი, ბენზაპრენი, ფენოლები, ნიტრობენზოლი, დიბენზოფურანი, პირიდინი, ფთალატები, ალკილბენზოლები, ტოლუოლი, სტიროლი, ქსილენი, ბენზოლი, ეთანოლი, ბენზალდეჰიდები, აცეტოფენონი, ბენზოის მჟავა და მისი ეთერები, ალკანები, სტიგმასტეროლი, ფორმამიდები, ფურანები, ფურფურალი, n- ჰექსადეკანური მჟავა და მისი ეთერები, რაც მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის: ფილტვების ფუნქციის დაქვეითება, მოწამვლა, კიბოს განვითარება.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ეკონომიკური განვითარების საშუალოვადიანი პროგრამა სტრატეგია (2013-2017), ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3e256Ht
თბილისის აგლომერაციის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის პროექტი https://mepa.gov.ge/ge/Files/ViewFile/54101
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №1-1/1743 დაპროექტების ნორმების „სამშენებლო კლიმატოლოგია“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ, 2020 წლის 22 მაისს შეტანილი ცვლილებების შესაბამისად
Krebs M., Matchutadze I., Bakuradze A., T, R. Kaizer, European mire book Mires of Georgia, Mires of Georgias, Science Publisher.
Human health effects of polycyclic aromatic hydrocarbons as ambient air pollutants - Report of the Working Group on Polycyclic Aromatic Hydrocarbons of the Joint Task Force on the Health Aspects of Air Pollution. 30 November 2021. https://www.who.int/europe/publications/i/item/9789289056533


