მეჩხერიანობის აღმოფხვრა ვენახში და მისი გავლენა ყურძნის პროდუქტიულობაზე

მეჩხერიანობის აღმოფხვრა ვენახში და მისი გავლენა ყურძნის პროდუქტიულობაზე

ავტორები

  • ლევან შავაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml
  • მანანა კევლიშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml
  • მზია ღაღოლიშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml
  • ირა შილდელაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.10

საკვანძო სიტყვები:

ვენახი, ვაზი, ყურძენი, გამეჩხერებული ადგილი ვენახში, ვაზის ნამყენი ნერგი

ანოტაცია

მევენახეობის აგროტექნოლოგიის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს ვაზის სარგავი მასალით უზრუნველყოფა, ვენახების გაშენება თანამედროვე აგროტექნოლოგიური რეგლამენტის შესაბამისად და სხვა. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მეჩხერიანობის წინააღმდეგ ბრძოლა.

სიმეჩხერე საგრძნობლად ამცირებს ყურძნის მოსავალს და უარყოფით გავლენას ახდენს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. ვენახში ყოველწლიურად იღუპება ნარგაობის გარკვეული რაოდენობა, რაც იწვევს მეჩხერიანობას, ეს კი ყურძნის მოსავალზე უარყოფითად მოქმედებს. გარდა ამისა ზედმეტად იხარჯება შხამქიმიკატები და ნიადაგის დამუშავებაზე გაწეული შრომა.

ჩვენ მიერ მომზადდა და განხორციელდა სამეცნიერო კვლევითი პროექტი - ,,მეჩხერიანობის აღმოფხვრა ვენახში და მისი გავლენა ყურძნის პროდუქტიულობაზე“, რომელიც დაფინანსდა იაკობ გოგებაშილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან, აღნიშნული პროექტის განხორციელება დაიწყო 2021 წლის ოქტომბრიდან.

კვლევა ხორციელდება იაკობ გოგებაშილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი დანიშნულების ნაკვეთზე, თელავის რაიონში, სოფელ გულგულაში, ალუვიური ნიადაგების აგროეკოლოგიურ გარემოში, აღნიშნულ ნაკვეთზე არ არის სარწყავი პირობები.

კვლევის მეთოდიკის შესაბამისად ვეგეტაციის ბოლოს ჩატარებულმა აღრიცხვებმა აჩვენა, რომ მეჩხერ ადგილებზე დარგული მცენარეების საერთო გახარებამ 15 % შეადგინა, ე.ი. 1211 ნერგიდან, სულ 182 -მა ნერგმა მიაღწია ვეგეტაციის ბოლომდე.

მიღებული შედეგების დამუშავების შედეგად გამოიკვეთა, რომ: გამეჩხერებული ვენახი უნდა შეივსოს ნამყენი ნერგის გამორგვით, ნერგები უნდა დაირგას წინასწარ ღრმად დამშავებულ, ლაბორატორიული ანალიზის პასუხების შედეგად აღდგენილი ნაყოფიერების მქონე ნიადაგში, შემოდგომა, ზამთრის ან ადრე გაზაფხულზე. ვეგეტაციის აქტიურ პერიოდში უნდა განხორციელდეს ახლად დარგულ ნერგებზე ყლორტების დანორმება და ინდივიდუალურ საყრდენზე აკვრა/ახვევა. კლიმატური პირობების შესაბამისად უნდა განხორციელდეს მცენარეთა დაცვის ღონისძიებები. გვალვების საწინააღმდეგოდ უნდა მოირწყას ვენახი.

     

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Kevlishvili, M. Shavadze, L. (2022). Development of the Vineyard Cultivation Scheme for the Kakheti Region Using Modern Technologies. CENTRAL ASIAN JOURNAL OF INNOVATIONS ON TOURISM MANAGEMENT AND FINANCE. pp. 58-63.

Shavadze, L. Kevlishvili, M. Gagolishvili, M. Shildelashvili, I. (2022). Medern Methods of Phylloxera-resistant Rootstock Vine Growth and Formation. International Research Journal of Engineering, IT and Scientific Research pp. 49-56;

Shavadze, L. (2018). Determine the optimal scheme for the cultivation of phylloxera resistant vines. SCOPE ACADEMIC HOUSE B&M PUBLISHING. pp. 12-15;

Shavadze, L. Kevlishvili, M. (2021). EFFECTS OF PHYLLOXERA–RESISTANT VINE CULTIVATION ON BROWN FOREST SOILS. E-Conference Globe, 5th Global Congress on Contemporary Sciences & Advancements. pp. 172-175.

Shavadze, L. Ichukaidze, N. (2020). Test Results of the Technology Accelerating the Fructification of Rkatsiteli Vine. TRANSACTIONS OF TELAVI STATE UNIVERSITY.

Shavadze, L. Papunashvili, V. (2020). Develop Efficient Rational Methods to Manage Missing Plants in Vineyards Giving Full Crop. Published in the Slovak Republic

Winemaking: Theory and Practice. pp. 11-15.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-01

გამოცემა

სექცია

აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები (ყველა)

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...