მშობლების როლი ტრანზიციის პროცესში

მშობლების როლი ტრანზიციის პროცესში

ავტორები

  • ია ჩაქიაშვილი-კალმახელიძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.83

საკვანძო სიტყვები:

ტრანზიცია, მშობელი, სასკოლო მზაობა, სკოლა, სკოლამდელი დაწესებულება, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება

ანოტაცია

სკოლამდელი  დაწესებულებიდან ახალ, სასკოლო საგანმანათლებლო  გარემოში ტრანზიცია თითოეული ბავშვისთვის მეტად მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. არსებული კვლევების საფუძველზე შეიძლება ითქვას,  რომ სკოლის პოზიტიურად დაწყება მოსწავლისთვის მომავალი აკადენიური და სოციალური წარმატების საფუძველი და წინაპირობაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრანზიციის საფეხურების წარმატებით გავლა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, ხოლო იმისთვის რომ სკოლაში ტრანზიცია იყოს უმტკივნეულო, მეტად გასათვალისწინებელია მშობლების აქტიური მხარდაჭერა და მათთან  თანამშრომლობა,  ბავშვების საჭიროებების განსაზღვრასთან ერთად მშობლების საჭიროებების განსაზღვრა.  მშობელმა, სკოლამდელმა დაწესებულებამ, სკოლამ  თანაბრად უნდა გადაინაწილონ პასუხისმგებლობები და მოვალეობები. მოხდეს მშობლების ინფორმირებულობა  მათთვის აქტუალურ საკითხებზე და წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, თითოეული რგოლის (ბაღი, მშობელი, სკოლა) მორგება ბავშვის საჭიროებებთან. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის,,სსსმ ბავშვების სკოლაში ტრანზიციის კვლევა თელავის მუნიციპალიტეტის სკოლების მაგალითზე’’ ფარგლებში ჩატარებული საერთო კვლევების ერთ ნაწილს წარმოადგენდა სსსმ ბავშვების მშობლების გამოცდილების შესწავლა. შეირჩა სკოლის ტრანზიციაში მყოფი 5 სსსმ ბავშვის მშობელი. კვლევის მიზანი იყო აღმეწერა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ტრანზიციის პროცესში შემავალი მშობლის როლი, ფუნქცია,მისი პასუხისმგებლობები  და კომუნიკაცია ამ პროცესში ჩართულ მხარეებთან. მშობლების გამოკითხვა მოხდა ინტერვიუს მეთოდით. კვლევის შედეგად გამოიკვეთა ტრანზიციის პროცესის ძლიერი მხარეები  და გამოწვევები. ჩამოყალიბდა გარკვეული დასკვნები და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები. მშობელი თვლის რომ მთავარი გამოწვევა ბავშვის სასკოლო გარემოსთან შეგუების პროცესია. ხაზს უსვამს  სკოლამდელ პერიოდში ბავშვის და მშობლის მომზადების პროცესის მნიშვნელობას. განსაკუთრებით აღნიშნავს სკოლის და ადრეული განვითარების ცენტრის, ადრეული ინტერვენციი მომსახურების მხარდაჭერას , ბავშვის ჩართულობას სკოლის წარმომადგენლებთან და მშობლებთან  ცენტრის სპეციალისტების შეხვედრებს, როგორც შეფასების, ისე შემდგომ პროცესებში.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გრუზინსკი-ბაგრატიონი, მ., ბარქაია, ც., წულაძე, მ., ხვადაგიანი, მ., კვაჭაძე, ჟ.,ზაქარეიშვილი, მ., მიდელაური, ვ. (2019). ადრეული ბავშვობა და ტრანზიცია სკოლაში.

წულაძე, მ., ხვადაგიანი, მ. (2010). სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სკოლაში ტრანზიციის ხელშეწყობა.

ხვადაგიანი, მ. (2021). ვემზადებით სკოლისთვის, გზამკვლევი მშობლების სკოლაში ბავშვის ლაღად და წარმატებული ტრანზიციისთვის.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-30
Loading...