ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი საქართველოში

ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი საქართველოში

ავტორები

  • მაია ალადაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml
  • ნანული ხიზანიშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.75

საკვანძო სიტყვები:

ცირკულარული, ეკონომიკა, მდგრადი განვითარება, ნარჩენები, დაბინძურება

ანოტაცია

ამჟამად მოქმედი, ეკონომიკის წრფივი, იგივე ხაზოვანი მოდელი, მოქმედებს მეორე სამრეწველო რევოლუციის დროიდან, რომელიც შესაძლებელია შემდეგი სქემით წარმოვიდგინოთ:

მოპოვება - დამზადება - გამოყენება - გადაგდება.

აღნიშნულმა მოდელმა ეფექტურად იმუშავა ასწლეულის განმავლობაში, რაც განპირობებული იყო მსოფლიოში არსებული რესურსების დიდი მარაგების გამო. ამ დროს ყურადღება გამახვილებული იყო წარმოებისა და  გაყიდვების ზრდაზე და არ ექცეოდა ყურადღება ნედლეულის შენაჩუნებას. ამ მოდელმა, მეორე მსოფლიო იმის შემდგომ პერიოდში, მნიშვნელოვნად აამაღლა ხალხის კეთილდღეობა, თუმცა ამავე მოდელმა გაზარდა რესურსების მოხმარება და ხელი შეუწყო მფლანგველი საზოგადოების წარმოშობას. წრფივი ეკონომიკის კონცეფცია არამდგრადი გახდა შემდეგი მიზეზების გამო:

  • რესურსების ამოწურვა. (განსაკუთრებით, მერქანი, ლითონი და სხვა.)
  • ეკოსისტემის დეგრადაცია. (ნედლეულის მოპოვების პროცესები, მაგალითად ტყის ჭრა, სამთო მოპოვება, ჰიდრავლიკური ბურღვა და სხვა, ანადგურებს პლანეტის ეკოსისტემებს;)
  • ნარჩენები და დაბინძურება. (ქიმიური ნივთიერებების ჩაშვება წყალში, ნახშირორჟანგის გამოფრქვევა, სამომხმარებლო ნარჩენების გადაყრა და სხვა.)

   თუმცა, საბედნიეროდ, ახალი ათასწლეულის მიჯნაზე, შეიცვალა ტენდენცია და რესურსების შემცირების, მსოფლიოში დიდი რაოდენობის ნარჩენების დაგროვების  გამო, რამაც დაბინძურების საშიშროება შეუქმნა დედამიწას, ასევე ბუნებრივი რესურსების განადგურების საშიშროების გამო, ყურადღება გამახვილდა მოთხოვნისა და მიწოდების უსაფრთხოებაზე.

   სწორედ ზემოდჩამოთვლილი მიზეზების გამო, მსოფლიო გადადის ეკონომიკის ახალ მოდელზე, რომელსაც ცირკულარული ეკონომიკა ეწოდება, რომელიც გულისხმობს აქამდე არსებული მოდელიდან სიტყვა „გადაგდების“ ჩანაცვლებას „განახლებით“ და „ხელახალი გამოყენებით“.

წინამდებარე ნაშრომში განხილულია საქართველოს მიერ განცხორციელებული ნაბიჯები ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლასთან მიმართებით, ასევე არსებული გამოწვევები და პრობლემების გადაწყვეტის რამოდენიმე ძირითადი მიმართულება.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ალადაშვილი,მ. (2023). ეკონომიკა და ფინანსები. „ცირკულარული ეკონომიკა და მდგრადი განვითარების პრიორიტეტები საქართველოში“, 1: 66-72.

ვისმეტი, ჰანს. (2019). ცირკულარული ეკონომიკა-კონცეფცია და ფაქტები. სახელმძღვანელო. თბილისი: მომზადებულია GENN-ის მიერ.

პრასეკი,დარიუშ. (2022).ცირკულარული ეკონომიკის სახელმძღვანელო უნივერსიტეტებისთვის. სახელმძღვანელო. თბილისი.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულება.https://www.eeas.europa.eu/georgia/evrokavshiri-da-sakartvelo_ka?s=221

საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგია.

საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა.https://matsne.gov.ge/ka/document/view/33340?publication=30

ttps://business-partner.ge/ekonomika/sakartveloshi-tsirkularuli-ekonomikis-sapilote-programa-2022-tsels-daitsqeba

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-30

გამოცემა

სექცია

ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ფინანსები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...