ვირტუალურიდან რეალურ მოდელებამდე - Arduino UNO

ვირტუალურიდან რეალურ მოდელებამდე - Arduino UNO

ავტორები

  • მარიამ ზაქარიაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.73

საკვანძო სიტყვები:

Arduino UNO, Arduino IDE, tinkercad.com, PIR Motion Sensor

ანოტაცია

ჩვენ ვცხოვრობთ  „ციფრულ საუკუნეში“, რომელშიც  ყველაფერზე და ყველაზე სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები. მათ შორის ის სფერო, რაც დაკავშირებულია სამეთვალყურეო და უსაფრთხოების სისტემებთან (ვიდეო სამეთვალყურეო კამერები; სახანძრო სიგნალიზაცია; დაცვითი სიგნალიზაცია; დაშვების სისტემები; გარემოს გაზომვის პროდუქტები: ჰაერის დაბინძურების ხარისხი, ტენიანობა, ტემპერატურა
და  ა.შ).  ეს სფერო დღითიდღე ხდება მაღალ ტექნოლოგიური. მასში აქტიურად ინერგება ხელოვნური ინტელექტი და სხვა მრავალი. აღნიშნული ტექნოლოგიური
სისტემების  შეძენა ბუნებრივია შესაძლებელია. ისინი მრავლადაა წარმოდგენილი ინტერნეტ სივრცეში.  თუმცა, საინტერესოა მათი  ტექნოლოგიური მხარე.
საზოგადოდ, რას ეფუძნება ასეთი „ჭკვიანი“ მოწყობილობების დამზადება.
https://innotech.ge/full-color-technology-2/https://innotech.ge/

ამ მიზნით, ნაშრომში სანიმუშოდ განხილულია დღეისათვის ყველაზე
გავრცელებული მოდელის Arduino UNO პლატფორმის  მაგალითზე, როგორ ავაგოთ მის ინტერფეისზე სამეთვალყურეო სისტემები, რაც დაფუძნებულია PIR Motion Sensor ბლოკის  თვისებების გამოყენებაზე.

ნაშრომში დეტალურადაა  ნაჩვენები და გაანალიზებული პროექტის მოდელის აგებისა და პრაქტიკული რეალიზების  პროცესის ინტეგრაცია ვირტუალურ და რეალურ გარემოში. სახელდობრ, გამოყენებულია: tinkercad.com ვირტუალური ონლაინ პლატფორმა;  Arduino Software IDE (Integrated Development Environment) პროგრამირების ლოკალური რედაქტორი კომპიუტერში; Arduino UNO  მიკროკონტროლერის დაფა.  ნაშრომს პროექტის მოდელის გამართული მუშაობის საილუსტრაციოდ ახლავს შესაბამისი ელექტრონული დიაგრამები, სქემები, პროგრამული კოდი, ძირითადი ფუნქციონალების განმარტებები, პროექტების ვირტუალური სიმულაციის, პრაქტიკული რეალიზების, ექპერიმენტის  ვიდეო ჩანაწერის ბმულები. 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ზაქარიაშვილი მ., (7.10. 2022). ARDUINO – STEM ტიპის პროექტების მოდელირებისა და კონსტრუირების ინსტრუმენტი. IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება, კვლევა, პრაქტიკა“. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი. კონფერენციის ნაშრომების კრებული გვ.. 95-98 UDK (უაკ) 378.4 (479.221.2) (063); ISSN 2449-2337; 9772449233004; თ-44. გამომცემლობა „მერიდიანი“. თბილისი, საქართველო.

მოსაშვილი ი., ონიანი ს. (2016) ARDUINO პროგრამირების საფუძვლები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. TEMPUS-JPCR-544091 თბილისი.

ტაბატაძე ზ., თოდუა თ. (2019) არდუინო. პრაქტიკული სახელმძღვანელო დამწყებთათვის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. თბილისი.

Nancy N. Heilbronner (2014) International STEM Achievement: Not a Zero-Sum Game. Global Education Review, 1 (4). 7-14. https://files.eric.ed.gov/fulltext/EJ1055227.pdf ბოლო ნახვის თარიღი 24/01/2023

Geddes, Mark. (2016) Arduino project handbook : 25 practical projects to get you started / San Francisco. http://lccn.loc.gov/2015033781 ბოლო ნახვის თარიღი 24/01/2023

https://ss-valpovo.hr/wp-content/uploads/2020/01/arduinoprojecthandbook.pdf

STEM (Science, Technology, Engineering, Math ) Global Education Innovation Initiative . https://globaled.gse.harvard.edu/stem-science-technology-engineering-math ბოლო ნახვის თარიღი 24/01/2023

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-30

გამოცემა

სექცია

კომპიუტერული მეცნიერება
Loading...