ფრიდონ ხალვაშის ბალადა ახმედ მელაშვილზე

ფრიდონ ხალვაშის ბალადა ახმედ მელაშვილზე

ავტორები

  • მალხაზ ჩოხარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • მალხაზ ბალაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.63

საკვანძო სიტყვები:

მუჰაჯირობა, ქართველი მუჰაჯირები, მხატვრული ტექსტები, ფრიდონ ხალვაში, ახმედ მელაშვილი

ანოტაცია

მუჰაჯირობის ისტორია და ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების ცხოვრება მრავალი კუთხით, მრავალი თვალსაზრისით არის საინტერესო. მე-19 საუკუნის მიწურულიდან დღემდე აღნიშნულ თემას ბევრი შეჰხებია: ჟურნალისტი თუ მეცნიერი, პუბლიცისტი თუ მწერალი...

 მუჰაჯირობა ფართოდ აისახა ფრიდონ ხალვაშის შემოქმედებაში. ნაშრომში გაანალიზებულია მისი ბალადა „მუსა ბურსელი“, რომელშიც შთამბეჭდავი ოსტატობით არის დახატული ახმედ მელაშვილის მხატვრული სახე. ახმედ მელაშვილი იყო კლარჯ მუჰაჯირთა შთამომავალი, რომელიც ბურსაში ცხოვრობდა და რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ეროვნული თვითშემეცნების გაღვივებისათვის ბრძოლის საქმეში.

ფრიდონ ხალვაში ახმედ მელაშვილს პირველად შეხვდა 1968 წელს, თურქეთში ქართველ მწერალთა დელეგაციის სტუმრობის დროს. კიდევ ერთი შეხვედრა შედგა 70-იან წლებში, როცა მელაშვილი საქართველოში იმყოფებოდა. ბალადა „მუსა ბურსელი“ დაიწერა 1975 წელს.

მუჰაჯირობის მოტივის სპეციფიკას განაპირობებს, უპირველეს ყოვლისა, ისტორიული რეალობა. მუჰაჯირობა იყო თაობათა ტრაგედია. ტკივილით სავსე იყო მისი ყველა ეტაპი: გადაწყვეტილების მიღება, გასამგზავრებლად მზადება, მგზავრობა, ახალ მიწაზე დამკვიდრება, ასიმილაციის შეუქცევადი პროცესი და ა.შ. 

ბალადა მუსა ბურსელისადმი მიმართვას წარმოადგენს. პოეტი თითქოს ესაუბრება თავდადებულ ჩვენებურს და წრფელი ემოციის თანხლებით  ნათლად წარმოაჩენს მის უდიდეს ღვაწლს. ავტორი აცოცხლებს მუჰაჯირთა შთამომავლების ცხოვრების სურათებსაც და საუბრობს ქართველთა ერთიანობის განუზომელი მნიშვნელობის შესახებ.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ჩოხარაძე, მ. (2016). ქართული ენის გეოგრაფია თურქეთში“. მონოგრაფია. ბათუმი: გამომცემლობა „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ხალვაში, ფ. (2000). თხზულებანი სამ ტომად. ტომი I. თბილისი: გამომცემლობა „საქართველო“.

ხალვაში, ფ. (2007). ომრი. თბილისი: გამომცემლობა „ეროვნული მწერლობა“.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-29

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...