XIX საუკუნის 70-იანი წლების სალიტერატურო კრიტიკა და გიორგი წერეთელი
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2023.59საკვანძო სიტყვები:
საზოგადოებრივი, სტილი, დრამატურგიული, სკრუპულოზული, არგუმენტაციაანოტაცია
ნაშრომში განხილულია XİX საუკუნის ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის,გიორგი წერეთლის პიროვნული,საზოგადოებრივი და შემოქმედებითი სტილი XİX საუკუნის 70-იანი წლების კრიტიკოსთა შეფასებით.
ჩვენ წინაშე დგას საინტერესო შემოქმედი.გიორგი წერეთელმა ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელთან ერთად,60-იანი წლებიდან,ე.ი.ჭაბუკობიდან მოყოლებული გარდაცვალებამდე იტვირთა ძალზე მძიმე და საპასუხისმგებლო მისია ხელოვანისა და, ამავე დროს, ერის მოძღვრისა.
გიორგი წერეთლის კრიტიკული განხილვის გზაზე,ოთხი პერიოდიდან პირობითად გამოვყობთ XİX საუკუნის 70-იან წლებს.ამ წლების კრიტიკული წერილებიდან ჩვენს ხელთ არსებული მასალების მიხედვით პირველობა უნდა მივაკუთვნოთ ნიკოლოზ დიმიტრიძის (ნ. დ. ყიფიანის) წერილებს,რომლებიც ,,დროების“ 1871 წლის №8, №14-ში დაბეჭდა რუბრიკაში ,,ბიბლიოგრაფია“. ასევე განხილულია სერგეი მესხის, ანტონ ფურცელაძის, მხცოვანი ქართველი პოეტის, ,,ქართული სიტყვის მეუფის“ სტატია ,,მგზავრობა სვანეთისაკენ“. მან უჩვეულო სკუპულოზურობით განიხილა გიორგი წერეთლის მოთხრობა ენობრივი თვალსაზრისით.
ერთი სიტყვით, გიორგი წერეთლის ღრმა მეცნიერული შესწავლისათვის საფუძველი გიორგი წერეთლის თანამედროვე და საზოგადოდ პირველმა კრიტიკოსებმა მოამზადეს.მათ კრიტიკულ ნააზრევში ფაქტობრივად უკვე დაისვა თითქმის ყველა ის საკითხი, რომლებმაც გაღრმავება და სათანადო მეცნიერფული ფართო არგუმენტაცია ჩვენს დროში პოვეს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
აბზიანიძე, გ. (1959). ნარკვევები XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიიდან. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი.
გაწერელია, ა. (1965). რჩეული ნაწერები. ტ. II, გამომცემლობა „ლიტერატურა და ხელოვნება“, თბილისი.
დიმიტრიძე, ნ. (1871). „კრებული“, I და II წიგნი, „დროება“, №14.
მესხი, ს. (1871). „კრებული“ I და II წიგნი, „დროება“, №10.
ორბელიანი, გრ. (1959). თხზულებათა სრული კრებული. აკაკი გაწერელიასა და ჯუმბერ ჭუმბურიძის შესავალი წერილებით, რედაქციითა და შენიშვნებით. გამომცემლობა „საბჭოთა მწერალი“, თბილისი.
ორბელიანი გრ. (1935). ლექსები მიხ. ზანდუკელის რედაქციით. სახ. გამომცემლობა ტფილისი.
სკანდელი, ნ. (1872). ჩვენი მწერლობა, „კრებული“, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, თბილისი.
ფურცელაძე, ა. (1872). ათი მტერს ერთი მოყვარეს. „მნათობი“, № 10.
ძუელი სემინარისტი, (1874). „მგზავრობა სვანეთისაკენ“, გ. წ., „ცისკარი“, №9-10.
ჭავჭავაძე, ი. (1961). თხზულებათა სრული კრებული, ათ ტომად, პ. ინგოროყვას რედაქტორობით. ტ. I, თბილისი.
ჭავჭავაძე ი. (1938). ხელთუბნელი, სალიტერატურო-საზოგადოებრივი წარსულიდან, მიხ. თუმანიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, თბილისი.
ჭილაია, ან. (1964). გიორგი წერეთელი. შემოქმედების გზა. გამომცემლობა „ცოდნა“, თბილისი.
Тронский, И. М. (1983). История aнтичной литературы.