ნეოლოგიზმები XXI საუკუნის ქართულში
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2023.31საკვანძო სიტყვები:
ანგლიციზმები, ნეოლოგიზმები, ასიმილაცია, კონვერსია, სიტყვაწარმოებაანოტაცია
XXI საუკუნის ქართულისათვის დამახასიათებელი ტენდენციებიდან აღსანიშნავია ნეოლოგიზმების სიჭარბე. საუბარია ნეოლოგიზმებზე, რომლებიც ინგლისური ენიდან სესხების ან ამ ენის გავლენის შედეგად არის შექმნილი.
ენები ერთმანეთისაგან განსხვავდება ნასესხობების ასიმილაციის ხარისხით. კერძოდ, ენაში ხდება უცხო სიტყვების პასიური მიღება ან ეს სიტყვები რაიმე სახის ცვლილებას განიცდის და მიმღები ენა თავის ყალიბში აქცევს. სიტყვათქმნადობის რაც უფრო ძლიერი პოტენციალი და მრავალფეროვანი შესაძლებლობები აქვს ენას, მით უფრო ძლიერია მასში ასიმილაციის ტენდენციები. ამის საუკეთესო ნიმუშია თანამედროვე ქართულში არსებული ის ნეოლოგიზმები, რომელთა წყაროც ინგლისური ნასესხობებია.
ნეოლოგიზმთა შექმნის მნიშვნელოვანი ყალიბია კონვერსია – სიტყვაწარმოების ერთ-ერთი სახეობა, როდესაც მეტყველების ერთი ნაწილი გადადის მეორეში. განსაკუთრებით საყურადღებოა ნასესხები სახელის ზმნად ქცევის, გაზმნავების პროცესი. ამ დროს ხდება არა მხოლოდ გრამატიკული, არამედ სემანტიკური გადააზრიანებაც. თანამედროვე ქართულში ხშირია ამ ტიპის ნეოლოგიზმები. გარდა სახელიდან ზმნის მიღების ყალიბისა, ნასესხები ლექსიკის ასიმილაციისათვის ენა იყენებს სიტყვაწარმოების ისეთ საშუალებებს, როგორიცაა აფიქსაცია და კომპოზიცია. განსაკუთრებით საინტერესოა ამ მხრივ ინგლისური აბრევიატურიდან (PR) მომდინარე სიტყვა პიარი.
დროთა განმავლობაში ეს ახალშექმნილი სიტყვები კარგავს ნეოლოგიზმის სტატუსს და ენის ლექსიკური ფონდის კუთვნილება ხდება ან არ მკვიდრდება ენაში და დავიწყებას მიეცემა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
დათეშიძე, ნ. (2013). აფიქსოიდთა ფუნქციები ტერმინოლოგიაში, ქართული სიტყვის კულტურის საკითხები, წიგნი XIII. თბილისი.
ლოლაძე, ნ. (2022). ანგლიციზმები და ქართული სიტყვაწარმოების ტენდენციები, ქართული სიტყვის კულტურის საკითხები. წ. XXII. თბილისი.
ოსაძე, მ. (2016). ტერმინთა სესხება-ადაპტაციის საკითხები ქართულ ენაში. თბილისი.
ქართული ლექსიკონი (2014). ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. https://ganmarteba.ge
ქართული ენის ეროვნული კორპუსი – http://gnc.gov.ge
Oxford Learner’s online Dictionaries – https://www.oxfordlearners¬dic¬tio¬na¬ries.com