ერთი თეატრალური ტერმინის შესახებ

ერთი თეატრალური ტერმინის შესახებ

ავტორები

  • ივლიტა ლობჯანიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.30

საკვანძო სიტყვები:

ტერმინი, თეატრი, ემოციურ-ექსპრესიულობა, „განცხრომა“, „განსაცხრომელი“

ანოტაცია

ქართული თეატრალური ტერმინოლოგია  წარმოადგენს მთლიანად ქართული ტერმინოლოგიური სისტემის ნაწილს. ბუნებრივია, ქართული თეატრალური ტერმინოლოგიისათვის დამახასიათებელია ის ნიშან-თვისებები, რაც ზოგადად ტერმინოლოგიისთვისაა ნიშანდობლივი.

ყურადღებას გავამახვილებთ თეატრალურ ტერმინებში ერთ არსებით ნიშნ-თვისებაზე, რომელიც, განმასხვავებლად გვესახება.  ჩვენი აზრით, ხელოვნების ტერმინოლოგიას, სამეცნიერო ტერმინოლოგიისაგან განსხვავებით, ტერმინთა ემოციურ-ექსპრესიული ნეიტრალობა მკაფიოდ გამოხატული არ აქვს. თუ ვისაუბრებთ ხელოვნების ტერმინთა ემოციურ-ექსპრესიულობაზე, ხელოვნების დარგებს შორის თეატრალურ ხელოვნებაში ყველაზე მეტად იგრძნობა ემოციურ-ექსპრესიულობა, რასაც სათეატრო ხელოვნების არსი განაპირობებს, ჩვენ მიერ შერჩეული ტერმინი „განსაცხრომელიც“ ამის დასტურად გამოდგება, რომელიც პირდაპირ მიემართება ემოციურ-ექსპრესიულ პლანს.

შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის ორიგინალურსა თუ ნათარგმნ ძეგლებში დასტურდება  მრავალი ქართული თეატრალური ტერმინი,  მათ შორისაა  განსაცხრომელი, რომელიც წარმოადგენდა ორქესტრას ქართულ შესატყვისს.

 უნდა ვივარაოდოთ, რომ ჩვენმა წინაპრებმა უძველესი დღესასწაულებისადმი მიძღვნილ სანახაობებს ლხინის, მხიარულების აღმნიშვნელი ქართული სახელწოდება - განცხრომა - მიუსადაგეს, რომელიც შემდგომ სანახაობითი ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი სახეობის, რომელშიც მთავარი ადგილი ეკავა ცეკვასა და პანტომიმურ წარმოდგენას, ტერმინად იქცა, როგორც ტერმინი განცხრომა, ასევე მისგან ნაწარმოები განსაცხრომელი გარკვეული ემოციურ-ექსპრესიულობის მატარებელია და არაა ნეიტრალური ტერმინი. რადგან თეატრალურ სანახაობითი ხელოვნება თავისი არსით ყველაზე მძაფრად არის დაკავშირებული ემოციასა და ექსპრესიასთან, შესაძლებელია სწორედ ამიტომ ქართულ ენაში  ბერძნულიდან შემოსულ ნეტრალურ ტერმინ ორქესტრას, ემოციითა და ექსპრესიით დატვირთული ქართული ტერმინი განსაცხრომელი მიუსადაგეს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

აბულაძე, ი. 1973. ძველი ქართული ენის ლექსიკონი. თბილისი: გამომცემლობა მეცნიერება.

გამყრელიძე, თ. 2003. თეორიული ენათმეცნიერების კურსი. თბილისი: თსუ გამომცემლობა.

ლობჯანიძე, ი. 2010. თეატრალური ლექსიკონი, თბილისი.

მეგრელიძე, ი. 1980. მცირე თეატრალური ლექსიკონი. თბილისი: გამომცემლობა ხელოვნება.

ორბელიანი, ს. 1991 ლექსიკონი ქართული, თბილისი, გამომცემლობა მერანი.

უცხო სიტყვათა ლექსიკონი. 1989. შეადგინა მიხეილ ჭაბაშვილმა. თბილისი: გამომცემლობა თბილისი.

ქართული აგიოგრაფიული სიმფონია ლექსიკონი. 2005. თბილისი: გამომცემლობა არტანუჯი.

ღამბაშიძე, რ. 1986. ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები. თბილისი: გამომცემლობა მეცნიერება.

ჩუბინაშვილი, დ. 1984. ქართულ-რუსული ლექსიკონი. თბილისი: გამომცემლობა საბჭოთა საქართველო.

ჩუბინაშვილი, ნ. 1961. ქართული ლექსიკონი. თბილისი: გამომცემლობა საბჭოთა საქართველო.

ჭრელაშვილი, ი. 1999. ავტორეფერატი. თბილისი.

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი. 1985. თბილისი: გამომცემლობა განათლება.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-27

გამოცემა

სექცია

ენა და ენათმეცნიერება

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...