დეტერმინანტთა სინტაქსური კატეგორია ქართულსა და მეგრულში (ტრადიციული და წარმომშობი გრამატიკის საკითხების შეჯერების ცდა)

დეტერმინანტთა სინტაქსური კატეგორია ქართულსა და მეგრულში (ტრადიციული და წარმომშობი გრამატიკის საკითხების შეჯერების ცდა)

ავტორები

  • თამარ გოგია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.23

საკვანძო სიტყვები:

წარმომშობი გრამატიკა, ენის მოდელირება, აღწერითი წესები, ფორმალური წესები, დეტერმინანტული ჰიპოთეზა, დეტერმინანტი, ქართული, მეგრული

ანოტაცია

ჩვენი მიზანია, ქართული ტრადიციული გრამატიკის აღწერით წესთა და წარმომშობი გრამატიკის ფორმალურ წესთა შეჯერების საშუალებით გამოვარკვიოთ, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ქართულსა და მეგრულში დეტერმინანტად - რას უნდა მიენიჭოს დეტერმინანტის სინტაქსური სტატუსი. ჩვენი ვარაუდია, რომ ქართულ ტრადიციულ გრამატიკაში გამოყოფილი ატრიბუტული მსაზღვრელების ქვეჯგუფი, ე.წ. ზედსართავ სახელებთან ფუნქციურად გათანაბრებული სახელები, გამოირჩევიან ისეთივე მახასიათებლებით, როგორიც გენერაციული სინტაქსის დეტერმინანტული ჰიპოთეზის ფარგლებში დეტერმინანტებისთვისაა ნიშანდობლივი. ქართული ტრადიციული გრამატიკის აღწერით წესთა და გენერაციული გრამატიკის (X’ სქემის) აღწერით და ფორმალურ წესთა შეჯერების საფუძველზე შევიმუშავეთ დეტერიმინანტთა დასადგენი ტესტები. ე.წ. მსაზღვრელთა გადანაცვლებისა და მაჯგუფებელი კავშირით შეერთების ტესტები, რომელთა საშუალებითაც გავაანალიზეთ კორპუსული მაგალითები და დავადგინეთ დეტერმინანტები ქართულისა და მეგრულისათვის. ქართულის კორპუსული მაგალითებისა და მათი მეგრული თარგმანების გაანალიზებით – სინტაქსური ხეებისა და ტესტების საშუალებით დავადასტურეთ ჩვენი ვარაუდი ე.წ. ზედსართავთან ფუნქციურად გათანაბრებული მსაზღვრელების დეტერმინანტული სინტაქსური ფუნქციის შესახებ. 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გოგია, თ. (2022). ქართული და მეგრული ფრაზის X’ სქემა და პროექცია, (სამაგისტრო ნაშრომი). თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დობორჯგინიძე, ნ., ლობჟანიძე, ი., გუნია, ი. (2012-2022). ქართული ენის კორპუსი. http://corpora.iliauni.edu.ge/. ბოლო წვდომის თარიღი: 07/02/22 .

ენუქიძე, ლ. (1987). ძირითადი სინტაქსური თეორიები თანამედროვე საზღვარგარეთულ ენათმეცნიერებაში. თბილისი: მეცნიერება.

კვაჭაძე, ლ. (1966). თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი. თბილისი: განათლება.

მოერერი, პ., გიპერტი, ი., თანდაშვილი, მ., (2011-2022). ქართული ენის ეროვნული კორპუსი. http://gnc.gov.ge/. ბოლო წვდომის თარიღი: 07/02/22.

შანიძე, ა. (1953). მორფოლოგია. ტ.1, ქართული გრამატიკის საფუძვლები. მე-2 შევს. გამოც. თბილისი: სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

Abney, S. P. (1987). The English Noun Phrase in its Sentential Aspect. Cambridge, MA: MIT press.

Carnie, A. (2006). Syntax: A Generative Introduction. 2nd ed. Malden: Blackwell.

Chomsky, N. (2006). Language and Mind. Cambridge, U.K.: Cambridge University Press. 54

Chomsky, N. (2002a). Syntactic Structures. 2nd ed. Berlin: Mouton de Gruyter.

Chomsky, N. (2015b). The Minimalist Program. Cambridge, MA: MIT Press, (Orig. pub. 1992).

Dikken, M. den. (2013). The Cambridge Handbook of Generative Syntax. Cambridge: Cambridge University Press.

Lasnik, H., and Terje L. (2009). Government–Binding/Principles and Parameters Theory. WIREs Cognitive Science 1, no. 1: 40–50. https://doi.org/10.1002/wcs.35.

Progovac, L. (1998). Determiner Phrase in a Language without Determiners. Journal of Linguistics 34, no. 1: 165–79. https://doi.org/10.1017/s0022226797006865.

Santorini, B, and Kroch, A. (2007). The syntax of natural language: An online introduction. https://www.ling.upenn.edu/~beatrice/syntax-textbook

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-27

გამოცემა

სექცია

ენა და ენათმეცნიერება
Loading...