გაუდაბნოების გავლენა საქართველოს არიდული და სემიარიდული ზონის ბიომრავალფეროვნებაზე

გაუდაბნოების გავლენა საქართველოს არიდული და სემიარიდული ზონის ბიომრავალფეროვნებაზე

ავტორები

  • თეა მჭედლური იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml
  • ლალი კოპტონაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.08

საკვანძო სიტყვები:

გაუდაბნოება, ბიომრავალფეროვნება, არიდული და სემიარიდული ეკოსისტემები, კლიმატის ცვლილება

ანოტაცია

საქართველოს არიდული და სემიარიდული რეგიონები გაუდაბნოებისადმი ყველაზე მგრძნობიარე ტერიტორიებს წარმოადგენენ. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გაუდაბნოების პროცესი თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს ეკოლოგიურ და სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემას წარმოადგენს. ის უკვე აღიარებულია - ჰაბიტეტის დეგრადაციასთან, რესურსების ჭარბ გამოყენებასთან, გარემოს დაბინძურებასა და ინვაზიურ სახეობებთან ერთად, როგორც ბიომრავალფეროვნების შემცირების მეხუთე ფაქტორი [1] პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება და ნალექების კლება. შედეგად, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება ამ ეკოსისტემების, მცენარეთა თანასაზოგადოებების, ფლორისა და ფაუნის სახეობების გავრცელებაში [9]

საქართველოს სხვადასხვა რეგიონი განსხვავებულად რეაგირებს კლიმატის ცვლილებებზე. აღმოსავლეთ საქართველოს ლანდშაფტები, განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან კლიმატის თანამედროვე ცვლილების მიმართ. საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთში თითქმის 3 000კმ2 ფართობის ტერიტორია, რომელიც მოქცეულია ნახევრად უდაბნოს ზონაში განუწყვეტლივ ზიანდება გვალვებისა და ქარისმიერი ეროზიისგან, განიცდის დეგრადაცია/გაუდაბნოებას, ნიადაგის დამლაშებას. ალაზნის ველის ტერიტორიაზე გაუდაბნოების პროცესი გამოწვეულია როგორც ბუნებრივი, ისე ანთროპოგენური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. აღმოსავლეთ საქართველოს ლანდშაფტები, დასავლეთ საქართველოს ნოტიო სუბტროპიკებთან შედარებით უფრო მგრძნობიარენი არიან თანამედროვე კლიმატის ცვლილების მიმართ. გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, მნიშვნელოვანია არსებული ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის.

         კახეთის რეგიონი (დედოფლისწყარო, სიღნაღი, საგარეჯო), წარმოადგენს გაუდაბნოების საფრთხის წინაშე მდგარ რეგიონებს. ეს პროცესი განსაკუთრებით აისახება ალაზნის ველზე მდებარე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ამიტომ, აქტუალურად მიგვაჩნია დიდი ყურადღება დაეთმოს აღნიშნულ ტერიტორიაზე გაუდაბნოების გავლენით გამოწვეულ პრობლემებს და მათ უარყოფით გავლენას ადგილობრივ ეკოსისტემებსა და ბიომრავალფეროვნებაზე.აუცილებელია, ხდებოდეს კომპლექსური მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებების გატარება.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Second National Action Program to Combat Desertification 2014 Tbilisi

Gegechkori, Arn. 2008. Biogeography

Badridze, I. (2000). The modern state of species diversity of the animal world of Georgia. Tbilisi.

Gegechkori, Arn. 2008. Biogeography

Gvarishvili, N. (2013) "Terrestrial Ecosystems" Batumi

Climate Change and Disaster Reduction Adaptation Plan of Dedoplistskaro Municipality (2013). Tbilisi.

The impact of climate change on DEdoplistkarop region (2008) Tbilisi

Kodiashvili A. (2007) The process of desertification in Dedoplistskaro and its mitigation measures. Department of Protected Areas Dedoplistkaro.

Biodiversity Strategy of Georgia and Action Plan (2014-2020)Shavliashvili L., Kordzakhia G., Elizbarashvili E., Kuchava G. (2012) Same aspects of land resources degradation on Georgia due to temporary climate change – Annals of agrarian science, v.10, #4.,.

Mchedluri,T., Vepkhvadze, A., Lali Shavliashvili, L. ,,The impact of global climate changes on biodiversity of Kakheti region’’ . International conference, Ganja.2017,4-5may

Mchedluri, T., Vepkhvadze, A., Shavliashvili, L. ,,Research on the Salinity Level of Alazani Valley Soils and Their Impact on Agrobiodiversity of the Region’’European Researcher - Sochi 2017, 2(1)

Shavliashvili L., Kordzakhia G., Elizbarashvili E., Kuchava G. (2012) Same aspects of land resources degradation on Georgia due to temporary climate change – Annals of agrarian science, v.10, #4.,.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-27

გამოცემა

სექცია

აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები (ყველა)

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...