ქართული ლიმონის in vitro კულტურაში შეყვანა და გამრავლების თავისებურებების შესწავლა
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2023.05საკვანძო სიტყვები:
კალუსი, მორფოგენზი, ნაფტილძმარმჟავა, 2-იზოპენტილადენინიანოტაცია
კლონური მიკროგამრავლება უსქესო ვეგეტატიური გამრავლებაა მცენარეთა უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოთა in vitro კულტურაში, რომლის დროსაც მიღებული მცენარეები გენეტიკურად იდენტურია საწყისი დედა-მცენარის. მიკროგამრავლების პროცესი რეგულირდება ზრდის რეგულატორებით. ისინი ასტიმულირებენ მცენარეების ზრდა-განვითარებას, ზრდიან მათ პროდუქტიულობას და წინააღმდეგობას დაავადებების მიმართ. მცენარეებზე მათი მოქმედების მექანიზმები ინდივიდუალურია და ცალკეული კულტურებისთვის საჭიროა სპეციფიკური მეთოდის შერჩევა. ნაშრომში შესწავლილია 2-იზოპენტილადენინის (7; 14; 20მკმ) და ნაფტილძმარმჟავას (3;5მკმ) აქტივობა და ურთიერთქმედება ქართული ლიმონის in vitro კულტურაზე.
საკვებ არედ გამოყენებული იყო გამბორგის (B5) ფორმულით მომზადებული საკვები არე 30 გ/ლ საქაროზას და 8 გ/ლ ფიტოაგარის შემცველობით, არის pH- 5,8. ასეპტიკური კულტურის მისაღებად პირველად მასალად შერჩეულ იქნა თესლები. ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ზედაპირული სტერილიზაცია წარმატებულად ჩატარდა 0.1% ვერცხლისწყლის ქლორიდის წყალხსნარის გამოყენებით; აპიკალური კვირტწარმოქმნა აქტიური იყო საკვებ არეზე 7 მკმ 2-იპ და 3 მკმ ნძმ კონცენტრაციათა თანაფარდობით, ხოლო ადვენტური კვირტების ფორმირება და განვითარება ინტენსიურად აღინიშნა 20 მკმ 2-იპ და 3 მკმ ნძმ კონცენტრაციათა თანაობისას.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Бутенко, Р.Г. (1999) Биология клеток высших растений in vitro и биотехнологии на их основе / Р.Г. Бутенко. – М. : ФБК-Пресс, 160 с.
ნ.ზარნაძე, ქ.დოლიძე. ც.ბოლქვაძე, ჟ.ჭითანავაю (2019) ემბრიოგენეზის ინდუქცია და რეგენერაციული პოტენციალის შესწავლა ლიმონის in vitro კულტურაში. საერთოშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურათაშორისი დიალოგები“, შრომების კრებული, თელავი, საქართველო, 197-200 გვ.
Chiancone B, Germanà MA. (2013), Micropropagation of Citrus spp. by organogenesis and somatic embryogenesis. Methods Mol Biol. 2013; 11013:99-118. doi: 10.1007/978-1-62703-074-8_8. PMID: 23179693
Ezhova TA. (2003), Geneticheskiĭ kontrol' totipotentnosti rastitel'nykh kletok v kul'ture in vitro [Genetic control of totipotency of plant cells in vitro]. Ontogenez. Jul-Aug;34(4):245-52. Russian. PMID: 12942734.
Pérez-Tornero O, Tallón CI, Porras I, Navarro JM. (2009),Physiological and growth changes in micropropagated Citrus macrophylla explants due to salinity. J Plant Physiol. 2009 Nov 15;166(17):1923-33pp. doi: 10.1016/j.jplph.2009.06.009
Pérez-Tornero, O., Tallón, C.I. & Porras, I. (2010), An efficient protocol for micropropagation of lemon (Citrus limon) from mature nodal segments. Plant Cell Tiss Organ Cult 100, 263–271 (2010). https://doi.org/10.1007/s11240-009-9643-6
Najwa Amalina Haradzi, Soo Ping Khor, Sreeramanan Subramaniam, Bee Lynn Chew, (2021),Regeneration and micropropagation of Meyer lemon (Citrus x meyeri) supported by polymorphism analysis via molecular markers, Scientia Horticulturae, Volume 286; ISSN 0304-4238, https://doi.org/10.1016/j.scienta.2021.110225