პოეზიის ,,ახალი ენის“ დანიშნულება პ. ცელანისა და ი. ბახმანის თეორიულ-ესთეტიკურ კონცეფციაში

პოეზიის ,,ახალი ენის“ დანიშნულება პ. ცელანისა და ი. ბახმანის თეორიულ-ესთეტიკურ კონცეფციაში

ავტორები

  • სოფიო მუჯირი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2025.53

საკვანძო სიტყვები:

ი. ბახმანი, პ. ცელანი, თეორიულ–ესთეტიკური კონცეფცია, „მერიდიანი“, ,,ახალი ენა“

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია ომისშემდგომი გერმანული ლირიკისა და პოეტთა გაერთიანების: „გრუპე 47,“ სრულიად ახლებური პოეზიის  თავისებურებები, რომელმაც საფუძველი დაუდო ახალ თეორიულ შეხედულებებსა და ლიტერატურულ სტილს. შესწავლილია ი. ბახმანისა და პ. ცელანის მნიშვნელოვანი თეორიული ნაშრომები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პ. ცელანის  „მერიდიანის“ (“Der Meridian“) თეორიულ–ესთეტიკურ კონცეფციას, რომელსაც სრულად იზიარებს ი. ბახმანი. გამოკვლეულია პ. ცელანისა და ი. ბახმანის თეორიულ–ესთეტიკური კონცეფციის ძირეული საკითხები, როგორიცაა: ლირიკის ფუნქცია და დანიშნულება, პოეტური ენის სპეციფიკა, პოეტის დამოკიდებულება სინამდვილის მიმართ, ფილოსოფიური გავლენები  პოეტის შემოქმედებაზე და სხვ. დადგენილია, რომ ზემოთ დასახელებულ პოეტთა მიერ ძველი ლიტერატურული  ტრადიციების უარყოფა გამოწვეული იყო სურვილით, შეექმნათ ,,ახალი ენა“, რომელსაც გამოხატვის ახალი მანერა ექნებოდა.  მათ ლირიკაში სწორედ ეს ფუნქცია აქვს ლექსების დაშიფვრას, ლაკონურობას, სასვენი ნიშნების უარყოფას, რითმისა და სინტაქსური წესების დარღვევას; ,,ახალ“ ლირიკას ახასიათებს ასევე: მეტაფორების, ალეგორიებისა და სიმბოლოების სიუხვე, ლექსის ბწკარედული ფორმა, თავისუფალი რიტმი, ლირიკული ,,მე“ - ს ფუნქციის შესუსტება და  უშუალო ,,საუბარიმკითხველთან. პ. ცელანის „ჰერმეტული“ ლირიკის ტიპური მახასიათებლებია: „იდუმალი კოდები“ და მინიშნებები ბიბლიის ცალკეულ სიუჟეტებსა და სახეებზე, პესიმისტური თემატიკა და მასთან კავშირში  მუქი ფერების აღმნიშვნელი ზედსართავების  გამოყენება. პ. ცელანისა და ი. ბახმანის ლექსებში განსხეულებული პროტესტისა და  დუმილის, სიკეთისა და ბოროტების, სიკვდილისა და სიცოცხლის ოპოზიციური მოტივები უშუალო კორელაციაშია ომის შემდგომი ფილოსოფიის პრობლემატიკასთან, რომელშიც ასევე მძლავრობს  მელანქოლიური განწყობა, გაუცხოება,  შიში, სულიერი კრიზისი და  სიცარიელე. განსაკუთრებულ ზეგავლენას პ. ცელანისა და ი. ბახმანის ლექსებსა და თეორიულ ნაშრომებზე   ახდენს ლუდვიგ ვითგენშტაინისა და  მარტინ ჰაიდეგერის ეგზისტენციალური ფილოსოფია.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Bachmann I. (1993): Werke. Hrsg. von Ch. Koschel, I. v. Weidenbaum und C. Münster. 1. Band. Gedichte, Hörspiele, Libretti, Übersetzungen. 5. Aufl. München, Zürich: Piper-Verlag.

Badiou B., Höller H., Stoll A.,Wiedermann B. (2008): Herzzeit Ingeborg Bachmann – Paul Celan Der Briefwechsel. Frankfurt a. M.: Suhrkamp-Verlag.

Celan P. (1992): Der Meridian. In: Gesammelte Werke in fünf Bänden. Hrsg. von B.Allemann und St. Reichert. Band 3. Frankfurt a. M.: Suhrkamp. იხ. აგრეთვე: ცელანი, პ. (2013): "პოეზიის მერიდიანები." ჩვენი მწერლობა №19 (201), გვ. 66.

Fassbind B. (1995): Poetik des Dialogs. Voraussetzungen dialogischer Poesie bei Paul Celan und Konzepte der Intersubjektivität bei Martin Buber, Martin Heidegger und Emmanuel Levinas. München: Fink.

Gehle H. (1997): Poetologien nach Auschwitz. Bachmanns und Celans sprechen über Dichtung zwischen 1958 und 1961. In: Ingeborg Bachmann und Paul Celan. Poetische Korrespondenzen. Vierzehn Beiträge. Hrsg. von B. Böschenstein und S. Weigel. 2. Aufl. Frankfurt a. M.: Suhrkamp-Verlag.

Heidegger M. (1970). Gesamtausgabe. Freiburger Vorlesungen. Band 39. Frankfurt a. M.: Vittorio Klostermann.

Kaiser V. (1993): Das Echo jeder Verschattung. Figur und Reflexion bei Rilke, Benn und Celan. Wien: Passagen Verlag.

Strässle Th. (2007): Poetiken der Zäsur. Zu Anja Lemkes Studie über Heidegger und Celan. In: Celan Jahrbuch 9. Hrsg. von H.-M. Speier. Heidelberg: Winter.

Strelka J. P. (1994): Zwischen Wirklichkeit und Traum. Das Wesen des Österreichischen in der Literatur. Tübingen und Basel: A. Francke.

Wittgenstein L.: „Die Arbeit an der Philosophie“ als „Arbeit an Einem selbst“ (von Ilse Somavilla) S. 1-22. https://www.uibk.ac.at/brennerarchiv/literatur/ tirol/lilit_6_2015 /zeitblende/links/vortrag-lw_teil-2.pdf

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-10-10

როგორ უნდა ციტირება

მუჯირი ს. (2025). პოეზიის ,,ახალი ენის“ დანიშნულება პ. ცელანისა და ი. ბახმანის თეორიულ-ესთეტიკურ კონცეფციაში. "კულტურათაშორისი დიალოგები“ შრომები , 8, 384–390. https://doi.org/10.52340/idw.2025.53

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...